თიკო ოსმანოვა
(14.03.2018)

 ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტი რეზოლუციას უახლოეს მომავალში მიიღეებს. თუმცა კონკრეტულად როდის, ჯერჯერობით უცნობია. რეზოლუციის 2 პუნქტთან დაკავშირებით `ოცნებაში~ აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი რუსეთისთვის სანქცების დაწესებას და ე.წ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნას ეთანხმება, ნაწილი კი ამის წინააღმდეგია.

თუმცა, ყველა თანხმდება, რომ რეზოლუცია იქნება მკაცრი და ასახავს იმ რეალობას, რაც ოკუპირებულ რეგიონში ხდება.

აღსანიშნავია, რომ უმრვალესობის წევრებმა ამ საკითხზე გუშინ პრემიერ-მინისრთან შეხვედრისას იმსჯელეს. უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის ირაკლი სესიაშვილის თქმით, რეზოლუციის ტექსტის 95 % ფაქტობრივად, შეთანხმებულია. მისი თქმით, აქვს შინაგანი რწმენა, რომ პარლამენტი ერთ რეზოლუციაზე უნდა შეთანხმდეს.

"მე შინაგანი რწმენა მაქვს, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ ერთ რეზოლუციას. ეს სჭირდება ქვეყანას და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას. რაც შეეხება იმ მცირე დეტალს, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენს შორის განსხვავება, არ მგონია წარმოადგენდეს ისეთ ღირებულ პრინციპს, რომლის გამოც ოპოზიციამ უარი უნდა განაცხადოს რეზოლუციის მხარდაჭერაზე.

"ტექსტის უდიდეს ნაწილზე, 95%-ზე ფაქტობრივად, შეთანხმებული ვართ და სულისკვეთება არის ის, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას სჭირდება. რაც შეეხება ერთ დეტალს, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კითხვაზე, პირადად ის ემხრობა თუ არა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, სესიაშვილი პასუხობს, რომ მას აქვს არგუმენტები, რომელზეც შეიძლება მსჯელობა სესიის ფორმატში.

პარალმენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის ისკო დასენის თქმით კი, ტექსტში არის საკითხები, სადაც პოიციები დაახლოებულია, მაგრამ არ არის შეჯერებული

"ბოლო ორი პუნქტიზეა საუბარი. ის საკითხებია, რასაც ოპოზიცია გვთავაზობს, მათ შორის ოთხოზორია-ტატუნაშვილის ე.წ. სიასთან დაკავშირებით. სანქციების საკითხსაც ვიხილავთ. წერტილი ჯერ დასმული არ არის, თუმცა მთვარი საკითხი ე.წ. სიაა.

"დარწმუნებული ვარ, შეთანხმება მოხდება. ჯანსაღი საუბარი მიმდინარეობს პოზიციების შეჯერებასთან დაკავირებით. კატეგორიული წინააღმდგი არავინ არ არის", - უთხრა "რეზონანსს" დასენმა.

ჩაწერა სახელი