ნინო ქეთელაური
(12.10.2017)

 “მე ვფიქრობ, საარჩევნო ბატალიების საკითხი გადაწყვეტილია და დიდი ალბათობით, არც მეორე ტური იქნება. ამის მიზეზია თუნდაც ის, რომ ოპოზიცია ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია”, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა და აღნიშნავს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, მხარს მაინც სახელისუფლებო კანდიდატს დაუჭერს.

საკონსტიტუციო ცვლილებები, საკრებულოში მიმდინარე პროცესები, არჩევნები,- ეს ის საკითხებია, რაზეც “რეზონანსი” პოლიტოლოგს ესაუბრა.

იგორ კვესელავა: იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი და მეორე მოსმენით უკვე მიიღო, მესამე მოსმენისას ვერავითარი ძირითადი ცვლილებები ვერ შევა. ჩვენ მივდივართ სრულად საპარლამენტო რესპუბლიკისკენ, ამიტომ ეს ცვლილებები სწორედ ამ მოდელის შესატყვისია. ეს ყველაფერი დაექვამდებარა განხილვას, რაიონებში ჩატარდა შეხვედრები, რის შემდეგაც მიიღეს კონსტიტუცია. ამის ფონზე, ოპოზიციის შეხედულებები გაიზიარა პრეზიდენტმა, რაც ძალიან სამწუხაროა. იმიტომ, რომ მმართველ გუნდს რა სახის ცვლიელებიც არ უნდა მიეღო, ოპოზიცია მაინც გამონახავდა რაიმე საკრიტიკოს.

“რეზონანსი”: პრეზიდენტის შენიშვნები უკვე გადაეგზავნა პარლამენტს, როგორ ფიქრობთ, ეს რაიმეს შეცვლის?

ი.კ: მოტივირებული შენიშვნებიო, რომ ამბობს პრეზიდენტის წარმომადგენელი, ეს სრულებითაც არ არის მოტივირებული. ის აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ დებულებებთან, რომელიც პარლამენტს აქვს მიღებული. მეორეც, ეს განიხილა ვენეციის კომისიამ და რეკომენდაციებიც გასცა, მაგრამ ხელისუფლება გაითვალისწინებს თუ არა, ეს მათი საქმეა. მითუმეტეს, რომ საკონსტიტუციო კომისიის უმრავლესობა დაეთანხმა ამ ცვლილებებს. ასე რომ, ვეტო დაიძლევა და პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დარჩება გაბითურებული. მე ვერც ვხვდები, რას უნდა ემსახურებოდეს ეს ვეტომანიით თამაში. ზოგადად, პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს ვცემ და არ მინდა, რომ ის იყოს ამ დონეზე დაკნინებული.

“რ”: როგორ ფიქრობთ, მესამე მოსმენის შემდეგ, მთელი ეს პროცესი დასულდება?

ი.კ: მესამე მოსმენისას შესაძლებელია მხოლოდ უმნიშვენლო ცვლილებების შეტანა. მაგალითად, შესაძლოა, ვენეციის კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების ნაწილი იყოს გათვალისიწნებული და ამით ეს პროცესი დასრულდება. შესაბამისად, დაისვენებს ხელისუფლებაც და პრეზიდენტიც. რასაც ოპოზიციაზე ვერ ვიტყოდი.

“რ”: ოპოზიციის უკმაყოფილებას იწვევს საკრებულოს გადაწვეტილებაც, რომელმაც 1 ლარად გაასხვისა პუშკინის მიმდებარე ტერიტორია. როგორ შეაფასებდით საკრებულოს ქმედებას?

ი.კ: პუშკინის სკვერის და პანორამა თბილისის მიმდებარე ტერიტორია დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილის სახელთან. ამ ტერიტორიის გაკეთილშობილებაში ეს ადამიანი დებს მილიონებს. ეს არის საუკუნის პროექტი. როგორ ფიქრობთ, ამ ტერიორიაზე გაცილებით მაღალი თანხა რომ დაეწესებინათ, ბიძინა ივანიშვილი ვერ გადაიხდიდა ამ ფულს? მაგრამ ამ სიტუაციაში, დიდი ინვესტიციას ის ქალაქის განვითრებაში დებს და მიმაჩნია, რომ საკრებულოს გადაწვეტილებაც სწორია. უბრალოდ, ამას ოპოზიცია წინასაარჩევნოდ იყენებს, რათა მმართველი გუნდისა და ივანიშვილის სახელი დაკნინოს. საკრებულოს სხვა შეცდომები უფრო აქვს, ბევრი რამ ვერ გაკეთდა და რაც გაკეთდა, იმასაც შესაბამისი პიარი არ ჰქონდა. თორემ, კონკრეტულად ამ გადაწვეტილების ნაწილში, მე ვფიქრობ, აბსოლუტურად სწორად მოიქცა.

“რ”: თუმცა, ჩვენ გვახსოვს, რომ სახელმწიფო ქონების 1 ლარად გასხვისების გამო, მოქმედი ხელისუფება და მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” ყოველთვის აკრიტიკებდა...

ი.კ: აქ განსხვევება ის არის, რომ მიხელ სააკაშვილმა 1 ლარად უამრავი ნაგებობა გაასხვისა, რომელიც დღემდე არ განვითარებულა ან პირად საკუთრებაში მოხმარდა კონკრეტულ პირებს. ამ შემთხვევაში კი ჩადებული ინვესტიცია ისევ ამ ტერიტორიის განვითარებას, შესაბამისად, ქალაქს მოხმარდება.

“რ”: საკრებულომ აღნიშნული გადაწვეტილება 29 დეპუტატის ხმით მიიღო, რის გამოც ოპოზიცია ჩივილს აპირებს. მათი თქმით, ეს ხმები არ იყო საკმარისი გადაწყვეტილების მისაღებად. რამდენად მოსალოდნელია, რომ გადაწყვტილება სასამართლომ უკანონოდ სცნოს ?

ი.კ: იურიდიულ ნიუანსებში ჩახედული არ ვარ, მაგრამ არა მგონია, საკრებულოს და მის იურისტებს რამე შეშლოდათ და კვორუმის არარსებობის შემთხვევაში, ეს გადაწყვტილება მიეღოთ. თუ ოპოზიცია აცხადებს, რომ კვორუმი არ იყო, მაშინ ამას დოკუმენტური დასაბუთება სჭირდება. თუ ეს დამტკიცდა, მაშინ შეიძლება პროცესი გაგრძელდეს. თუმცა, მაინც მიმაჩნია, რომ ეს საკითხი დასრულებულია და სასამართლოც შესაბამის გადაწვეტილებას მიიღებს.

“რ”: მართალია, ოპოზიცია ერთმანეთის აქციებს არ უერთდება, მაგრამ მათი საერთო პოზიციაა, რომ გადაწყვეტილება უკანონოა და პერმანენტულ პროტესტს გეგმავენ. მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით და ეს იქონიებს თუ არა ამომრჩეველზე გავლენას?

ი.კ: მე ვფიქრობ, საარჩევნო ბატალიების საკითხი გადაწყვეტილია და დიდი ალბათობით, არც მეორე ტური იქნება. ამის მიზეზია თუნდაც ის, რომ ოპოზიცია ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია. ასე რომ, საზოგადოების დიდი ნაწილი, მაინც სახელისუფლებო კანდიდატს დაუჭერს მხარს.

“რ”: ოპოზიიციის წინააღმდეგობა ახსენეთ და აქვე გკითხავთ. სულ ცოტა ხნის წინ, მიხელ სააკაშვილმა და გიგი უგულვამ ერთმანეთი საჯაროდ გააკრიტიკეს. როგორ ფიქრობთ, ასეთი განცხადებები არჩვნების წინ რამდენად სწორია?

ი.კ: მე ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა სრულიად უადგილო იყო და მსგავსი განცხადება არჩვნების წინ არ უნდა გაეკეთებინა. მეორეს მხრივ, არც უგულავაგან უნდა წამოსულიყო საპასუხო განცხადება. ამით ერთმანეთს ართმევენ ხმებს. მიხეილ სააკაშვილის კოზირი აქვს ის, რომ თუ არჩევნებში “ნაციონალები” დამარცხდებიან, ამას “ევროპულ საქართევლო” დააბრალებს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე პარტია დამარცხდება და ისინი ქვეყანაში პოლიტიკური ამინდის შექმნას ვერ შეძლებენ. მეტიც, მათ შორის წინააღმდეგობა მომავალში კიდევ უფრო გაზირდება. ამ პარტიებს შანსი მხოლოდ ამ არჩევნებში აქვთ, თორემ, საპრეზიდენტოში, მათი კანდიდატები მარცხისთვის არიან განწირულნი. თუმცა, აქ შეეძლოთ რაღაც გაეკეთებინათ, თუნდაც საერთო კანდიდატი ჰყოლოდათ, მაგრამ საკუთარი ტაქტიკით, რიტორიკითა და ლანძღვით საქმეს არ აკეთებენ. მათ რეალური ხედვა აღარ აქვთ, გარდა ხელისუფლების კრიტიკისა და ეს არის მათი პრობლემა.

ჩაწერა სახელი