"ოცნება" არ დაუშვებს რეფერენდუმის ჩატარებას, რადგან მშვენივრად იციან როგორი განწყობებია საზოგადოებაში"
ეკატერინე ბასილაია
(21.04.2017)

 "ქართული ოცნება" კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვას 2 კვირაში დაიწყებს, თუმცა პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ აუცილებელია დღის წესრიგში რეფერენდუმის ან პლებისციტის საკითხი დადგეს და ამომრჩეველმა ოფიციალურად დააფიქსიროს სურს თუ არა "ოცნების" მიერ შემოთავაზებული შეცვლილი კონსტიტუცია.

მითუფრო იმ ფონზე, როდესაც "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ კონსტიტუციის პროექტს ყველა ოპოზიციური პარტია მიუღებლად მიიჩნევს და საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტს უცხადებს.

პლიუს, ექსპერტებისა და არასამთავრობოების დიდი ნაწილიც დიდი კრიტიკით გამოდიან და შაბათს კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე პროექტისთვის ხმის მიცემას არ გეგმავენ.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძის თქმით, როდესაც პოლიტიკური პარტიები არ მონაწილეობენ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესში და მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტია ერთპიროვნულად წყვეტს ყველა საკითხს, რაც ქვეყნის უზენაეს კანონს ეხება, რეფერენდუმის ჩატარება აუცილებელია, თუმცა ამბობს იმასაც, რომ მმართველი პარტია ამას არაფრით დათანხმდება.

"საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის" დამფუძნებელი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ არც მმართველ პარტიას და არც ოპოზიციას არ აძლევს რეფერენდუმის ჩატარება - "ქართული ოცნება" არ დაუშვებს რეფერენდუმის ჩატარებას, რადგან მმართველ პარტიაში მშვენივრად იციან როგორი განწყობებია საზოგადოებაში, 92%-ს ნათქვამი აქვს, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა არ მოსწონს.

"ოპოზიცია კი არ შეეცდება საკონსტიტუციო ცვლილების რეფერენდუმზე გატანა მოითხოვოს, რადგან მას ხელს აძლევს ხელისუფლება საზოგადოებასთან დაპირისპირებაში შევიდეს და ამით "ცოტათი მაინც გაცოცხლდეს ნახევრად მკვდარი ოპოზიცია".

პოლიტოლოგების თქმით, ხალხს საკუთარი პოზიცია, რომ საკონსტიტუციო ცვლილება არ მოსწონს, უკვე დაფიქსირებული აქვს, აპრილის დასაწყისში აი-რა-ის კვლევა გამოქვეყნდა, სადაც გამოკითხულთა 92%-მა თქვა, რომ პრეზიდენტის პირდაპირი წესით, ხალხის მიერ არჩევას ემხრობა და ეს ერთი საკითხის მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩეველს "ოცნების" მიერ დაწერილი კონსტიტუციის პროექტი არ მოსწონს.

ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ როდესაც "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს, ის შეეცდება კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებები შეიტანოს, რომელიც ერთ კონკრეტული პარტიის ინტერესებს მოერგება.

აქიდან გამომდინარე, რეფერენდუმის ჩატარება ძალიან კარგი იდეაა, რადგან თითოეულ მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

მისი თქმით, რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობაც არსებობს, თუ 200 ათასი ადამიანის ხელმოწერა მოგროვდება, თუმცა რამდენად დათანხმდება ამას "ქართული ოცნება", ეს სხვა საკითხია.

"ჩვენ ვიცით, რომ აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდა აი-რა-ის კვლევა, სადაც გამოკითხულთა 92% პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა. აქედან გამომდინარე, უკვე აშკარაა, რომ მოსახლეობა უფრო "ოცნებისგან" განსხვავებულ იდეებს დაუჭერს მხარს და ამიტომაც "ოცნების" ინტერესებში არ შედის რეფერენდუმი.

"ჩვენ ვიცით, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ამის მაგალითია შვეიცარია, სადაც პლებისციტი და რეფერენდუმი მუდმივად ტარდება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ეს იქნება საგარეო პოლიტიკა თუ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხები.

"იგივე რეფერენდუმით გადაწყდა ევროკავშირში გაწევრიანებაც და ჩვენ ასეთ დემოკრატიულ ქვეყნების მაგალითს მივბაძოთ," - აღნიშნავს ჩიტაძე.

"საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის" დამფუძნებელი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ რეფერენდუმი და პლებისციტი ძალიან კარგი იდეაა, მაგრამ ამას "ქართული ოცნება" არ დაუშვებს.

"კონსტიტუციის დამკვეთი ხალხია და წესით, პოლიტიკური ელიტა, როგორც ხალხის მსახური, ამ დაკვეთებს უნდა ასრულებდეს. ხელისუფლება კი ჯიუტად ცდილობს, რომ ამის საპირისპიროდ მოიქცეს.

"ბუნებრივია, პლებისციტის ან რეფერენდუმის ინიცირებაც ხელისუფლების მხრიდან უნდა მოხდეს და ისინი ამას არ დაუშვებენ, რადგან მშვენივრად იციან როგორი განწყობებია საზოგადოებაში.

"ისინი კი ამბობენ, რომ არ ენდობიან კვლევებს, მაგრამ კვლევა შეიძლება მახინჯდებოდეს 5-7%-ით, ხოლო როდესაც 92% გეუბნება, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა იყოს არჩეული, შენ კი ჯიუტად მაინც შენსას იძახი, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაციაში დაინტერესებული არ ხარ, ხალხის აზრი არ გაინტერესებს.

"შესაბამისად, როცა ამბობენ, ჩვენ ჩვენი აზრები ხომ ვთქვით და ახლა სახალხო განხილვებს ვიწყებთო, ბუნებრივია ჩვენ ამაში ეჭვი შეგვეპარება, რომ ისინი არანაირ სახალხო განხილვებს არ აპირებენ. იმიტომ, რომ ხალხის განწყობა უკვე დაფიქსირებულია და ეს ხელისუფლებაში მშვენივრად იციან", - ამბობს ხუხაშვილი.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება შეეცდება ვითომ საერთო-სახალხო განხილვა დაიწყოს, შეკრიბოს თავისი აქტივისტები დარბაზებში და "იაფფასიანი სპექტაკლები გვაჩვენონ".

ხუხაშვილი ამბობს იმასაც, რომ არც ოპოზიცია შეეცდება საკონსტიტუციო ცვლილების რეფერენდუმზე გატანა მოითხოვოს.

"ოპოზიციას ბევრჯერ დაუქადნია და არ გაუკეთებია. თან, ვთვლი რომ ოპოზიციას პოლიტიკურად ხელს აძლევს კიდეც ხელისუფლებამ რაც შეიძლება მახინჯი კონსტიტუცია დადოს. ეს ოპოზიციას პოლიტიკური პროცესის გამწვავების, კრიზისის შექმნის გარკვეულ პერსპექტივას შეუქმნის.

"პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით, რაც უფრო მეტ შეცდომებს დაუშვებს ხელისუფება დღეს, ნახევრად ცოცხალი ოპოზიციისთვის ის უკეთესია, მისთვის ეს გაცოცხლების შანსია. ხელისუფლების საზოგადოებასთან დაპირისპირება ოპოზიციას აძლევს ხელს. სხვა საკითხია, მოახერხებენ ამა თუ არა ტემპერატურის აწევას.

"საბოლოო ჯამში, როდესაც ხელისუფლება უპირისპირდება არა მხოლოდ პოლიტიკურ ელიტას, არამედ ხალხის განწყობას, ბუნებრივია ეს ცეცხლთან თამაშია", - დასძენს ხუხაშვილი

ჩაწერა სახელი
giorgi (22.04.2017)
cagebuli mxolod xalxi rcheba yoveltvis. fashgistur-shovinisturi kremli movishoret da washgingtonbis sodomistur-fashisaturi diktatura camovikidet,.

ჩვენ,ქართველი ხალხი: (21.04.2017)
უწინდელ დროში... ყველამ წააგო-ვინც დაივიწყა რომ: ხალხი ზღვაა, რომელსაც ღელვა სჩვევია...

giorgi (21.04.2017)
paralelurad plebisciti unda chatardes, 1.surs tu ara saqartvelos mosaxleobas margvelashvilis da misi xrovis rchena? 2.surs tu ara saqartvelos mosaxleobas gasamartldes da aikrdzalos sadisturi nacxrova tavisi mutaciit? 3.surs tu ara saqrtvelos mosaxleobas, rom konstituciashi chaiceros qorcinebis sakitxi? 4. surs tu ara saqartvelos mosaxleobas ucxo qveynebis spec-samsaxurebis mier sheqmnil dafinansebuli organizaciebi, romlebic arasamtavroboebebis saxels arian amofarebuli? 5.surs tu ara saqartvelos mosaxleobas amerikis elchis jkuis darigebebi? 6.surs tru ara saqartvelos mosaxleobas gasamartldnen 1991-92 clebis putchis momcyobni? da a.sh.

მოქ. (21.04.2017)
თუ გვინდა დაბალანსებული ხელისუფლება გვქონდეს, პირდაპირი წესით, ხალხი უნდა ირჩევდეს, პრეზიდენტს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავ-რეს, გენ.პროკურორს, სახალხო დამცველს, აუდიტის სამსახურის უფროსს... კონსტიტუციაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყანაში არ არსებობს, ამიტომ ის უნდა გავიდეს რეფერენდუმზე და არა კომუნისტებისდროინდელ მოჩვენენით სახალხო განხილვაზე...