შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2 აპრილს საქართველოზე პირველი კომენტარი გააკეთა. განცახდებაში წერია, რომ „დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება ცენზურით ან ციხეში ჩასმით", განცხადებიდან ვკითხულობთ, რომ აშშ თავისი მიდგომის შეფასებას საქართველოს მიმართ განაგრძობს. ოპოზიცია აცხადებს, რომ აშშ-ს რიტორიკა გამკაცრდება, „ოცნებაში" კი მოლოდინის რეჟიმი ისევ ჩართულია.
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონასთან" აცხადებს, რომ სახდეპის განცხადება, რაც ქართულ სააგენტო „გლობალნიუსის" კითხვაზე ოფიციალურ პასუხს წარმოადგენს, მკაფიო, კომპეტენტური და კვალიფიციურია, და აშკარაა, აშშ-ს პრეზიდენტი მე-3, მე-4 დონის საკითხებს სწორედ გამოცდილ სპეციალისტებს ანდობს.
„ჩანს, რომ საქართველოზე მკაფიოდ მუშაობს გუნდი, რომელმაც კარგად იცის, აქ რა ხდება, ძალიან კვალიფიკაციური, კონკრეტული, კომპეტენტური ტექსტია და მცოდნე ხალხის დაწერილი. ისიც აშკაარდ ჩანს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ამ ხალხს ენდობა, პროფესიონალებს, ეს არ არის ტრამპის პირველი საკითხები - გრენლანდია, კანადა და ა.შ., აშაკარაა, რომ მე-3 , მე-4 დონის საკითხებს ის ანდობს პროფესიონალებს."
ზაქარეიშვილმა დასძინა, რომ რადგან განცხადება დაწერილია, „გადათქმაც" იოლად ვერ მოხდება.
„სახელმწიფო დეპარტამენტის წერილი და მათი პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, როცა ეს არის დაწერილი, რადგან ისინი იოლად ვერ გადათქვამენ. ეს რომ ტრამპს ეთქვა, შეიძლება მერე გადაეთქვა."
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ამბობს, რომ სახდეპის ეს განცხადება „დიდი აჟიოტაჟის საფუძველი ოპოზიციისთვის ნამდვილად არ არის".
„განსაკუთრებული აჟიოტაჟის საფუძველი ნამდვილად არ არის, რამეთუ ხაზგასმულია, რომ მათ სურთ ურთიერთობის გაუმჯობესება, და ოპონენტების დევნა და დაპატიმრება მიუღებელია, თუმცა აქ არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი, მათ მოჰყავთ ციტატა - ვიცე-პრეზიდენტ ვენსის გამონათქვამი მიუნხენის კონფერენციიდან. ის სპეციფიკურად საუბრობდა, თუ სწორად მახსოვს რუმინეთსა და გერმანიაზე, ასე რომ, ვენსის ციტატა, ყველა ქვეყანას მიუსადაგო კონტექსტის გარეშე გაუგებარია.
„მე უფრო დავინახე მნიშვნელოვანი წინსვლა საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში, როცა ელჩი დანიგანი ეწვია ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილს და ახალი ადმინისტრაციის პირობებში სამომავლო ეკონომიკურ პროექტებზე ისაუბრეს," - განაცხადა აბაშიძემ.
გააგრძელებს თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია წინამორბედის რიტორიკას
პაატა ზაქარეიშილი, ფიქრობს, რომ არანაირი პოლიტიკური გადატვირთვა არ მოხდება, და ტრამპი ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიციას შეინარჩუნებს.
„ტექსტი მკაფიოა, რომ არ მოხდება არანაირი პოლიტიკური გადატვირთვა საქართველოსთან, დიპ-სტეიტიები და სხვა ყველაფერი ზღაპარია და ტრამპის ახალი ადმინისტრაცია განაგრძობს იმ პოზიციას, რომელიც ჰქონდა ბაიდენს. ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ „ქართული ოცნება" ამას არ მიიღებს, მისთვის მთავარია, ახლა ადგილობრივ არჩევნებშიც მიითვისოს ძალაუფლება მორიგ ჯერზე, ამიტომ ყველაფერ ამას გადადებს ადგილობრივ არჩევენებამდე, თუმცა შემდეგ შეიძლება რაღაცა გამოსწორდეს."
გია აბაშიძე კი განსხვავებულად ფიქრობს, ამბობს, რომ აშშ-ს ტონი მკაცრი არაა.
„ახალ ადმინისტრაციას რომ ჰქონდეს მკაცრი ტონი, ორი დღით ადრე არ განიხილებოდა სიღრმისეულად ეკონომიკური თანამშრომლობის პროექტები საქართველოსთან, ეს ორ დღეში არ იცვლება. თუ სახელმწიფო დეპარტამენტის აქცენტი იყო პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე, ამის თქმა მკაფიოდ შეიძლებოდა, თუმცა ამას ვერ ვხედავთ, ისევე როგორც დანიგანს არასდროს უთქვამს რამე მზია ამაღლობელზე."
რას უნდა ველოდოთ
„არაფერი არ შეიცვლება მომავალში ქართული ოცნების მხრიდან" - განაცხადა პაატა ზაქარეიშილმა. „ - მათ უკვე შექმნეს რეგიონალური მმართველობის ცენტრი და მოხდა საკადრო ცვლილებები. დიდი ალბათობით უსაფრთხოების სამსახურები ჩაატარებენ ადგილობრივ არჩევნებს, მათ ეშინიათ ადგილობრივ არჩევნებში წაგება, ამიტომ მოიძიეს ეს საგამოძიებო კომისიაც, მოასუფთავებენ საარჩევნო გარემოს და თვიანთი სატელიტი პარტიებით ყოველგვარი გაყალბების გარეშე მიითვისებენ ადგილობრივ არჩევნებშიც ძალაუფლებას.
„მათი მთავარი ამოცანა აქეთ მიდის - არც ამერიკა, არც ბრიუსელი , არც მთვარე, არც მარსი, მათ არ აინტერესებთ 2025 წლის ოქტომბრის ბოლო, როცა იქნება ადგილობრივი არჩევნები, შემდეგ როცა 3 წელი არჩევნები არ იქნება, შეიძლება იყოს რაღაც დათმობა. ვინაიდან გაყალბებაც ვერ დაუმტკიცდებათ, რადგან ოპოზციამ არ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, დასავლეთიც მეტ-ნაკლებად მათ ძალაუფლებას თუ არ აღაირებს, მიიღებს მაინც," - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
აბაშიძე კი ფიქრობს, რომ „ოცნებას" უკვე აქვს გავლებული წითელი ხაზები და ყურადღება დიპ-სტეიტზეც გაამახვილა.
„რაც შეეხება კომპრიმისებს, „ოცნებას" წითელი ხაზი უკვე გავლებული აქვს, რომ არანაირი ვადამდელი არჩევენები არ იქნება საქართველოზე მიმდინარეობს ზეწოლა და ეს არის დიპ-სტეიტი, ის ძალიან გამჯდარია სხვადასხვა ინსტიტუტში, ჰყავს მე-5 კოლონა ნაცმოძრაობის სახით და რაც უფრო ძლიერია დასავლური წნეხი, მით უფრო ღვივდება ანტიდასავლური განწყობები საზოგადოებაში. რით ვერ შეიგნეს დასავლურმა აქტორებმა, რომ ისინი აკეთებენ რუსულ საქმეს," - განაცხადა აბაშიძემ
რა წერია ოფიციალურ განცხადებაში
აშშ-ს საელჩო ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხზე სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი ავთენტურია. გთვაზობთ უცლელად აშშ-ს სახელმწიფო დეპრტამენტის პირველ კომენტარს საქართველოზე.
„ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მიდგომის შეფასებას საქართველოს მიმართ ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის. აშშ-მა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის.
„რაც შეეხება „ქართული ოცნების" მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს - როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებთ მას, ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით, თუ ვინ უნდა გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი.
„შეერთებული შტატები, 33 წლის განმავლობაში, საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია და ამ ხნის განმავლობაში ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში", - ნათქვამია სახდეპისგან მიღებულ წერილში, რომელსაც გამოცემა აქვეყნებს.
საყურადღებოა ისიც, რომ 2025 წლის 15 მარტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი „ქართული ოცნების" მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს სამინისტროს შენობაში შეხვდა.
საელჩოს განაცხადა, რომ ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს „გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება".
„ტრამპი ჩვენია"-რას ამბობენ ოპოზიციაში, და რას „ოცნებაში"?
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება" ჩიხში შედის, ხოლო „ტრამპი ჩვენია ზღაპარიც გაქრა". „ვეღარც ხალხს ატყუებენ და ვეღარც დასავლეთს! რეჟიმის ირგვლივ რკალი ვიწროვდება - დრო მათ წინააღმდეგ მუშაობს! ივანიშვილისთვის ჩიხიდან გამოსავალი ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა! ჩვენი ბრძოლა ამართლებს - ახლა უკან დახევის დრო არ არის!"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე, სტრატეგია „აღმაშენებლის" გენმდივანი.
აშშ-სა და საქართველოს შრის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძეც. „ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ქართველი ხალხი, ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქვეყნის ინტერესები. მერე არის ყველაფერი დანარჩენი, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობები. რა არის ამაში გაუგებარი. მარტივად ვაკვირდებით პროცესებს, ვართ მოლოდინის რეჟიმში. მოლოდინი მქონდა , რომ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს ხელიუფლებას მადლობას ეტყოდა იმისთვის, რომ დიფ-სტეიტზე საუბრობდა მაშინ, როდესც ამას ვერავინ ბედავდა," - განაცხადა კალაძემ
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე