„ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს და ისჯება კიდეც, მაგრამ პარტიის აკრძალვა უახლოეს პერიოდში არ მსმენია"
ნატალია ჯვარიძე
(28.03.2025)

„ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვა ძალიან დიდი შეცომაა, რომელიც დიდ რეზონანსს გამოიწვევს არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც და ეს უფრო გაართულებს ვითარებას", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი იგორ კვესელავა „ქართული ოცნების" გეგმას, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის" და „მისი სატელიტი" პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე.

„პირდაპირ გეტყვით, ეს შეცდომაა და გაუთვლებობა. ჯერ ერთი, ამ ხელისუფლებას თავის გუნდში ძალიან ბევრი „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ჰყავს და ისინი პარლამენტშიც არიან. აკრძლვა ფაშისტური მეთოდი იყო, რომელსაც სხვათაშორის კომუნისტები და ჰიტლერი იყენებდნენ. ბოლო წლებში მე არ გამიგია, რომ პარტია აიკრძალოს. ეს შეცომაა, რომელიც დიდი რეზონანსს გამოიწვევს, არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც და ეს უფრო გაართულებს ვითარებას. ამას მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვება ევროპიდან და ალბათ ამერიკის გარკვეული ჯგუფების მხრიდან. იმ ფონზე, როცა ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია, ამის დრო არაა.

„ეს თანხმობისკენ გადადგმული ნაბიჯი კი არ არის, არამედ ურთიერთობების გამწვავებისკენ. ეს არის საერთაშორისო საზოგადოების გაღიზიანების საკითხი. მე მესმის, რომ არ ჰქონეთ ურთიეთობა, მაგრამ აკრძალვა ვერც კი წარმომიდგენია. ვინ მოიგონა სართოდ ეს? ან ვინ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უნდა აკრძალულიყო. შეიძლება არავითარი კავშირი აღარ გააბან, თუმცა მოდი, ერთი წუთით დავუშვათ, „ნაციონალური მოძრაობა" რომ პარლამენტში შესულიყო, მაშინ ეს როგორ მოხდებოდა? მაინც აკრძალავდნენ? პარლამენტში არ შედიან, მაგრამ არჩეულები ხომ არიან?

„არ შეიძლება ასე ცალსახად ვთქვათ, რომ „ნაცმოძრაობაში" ყველა ბოროტი იყო. მე ამ იდეას არ ვემხრობი, მაგრამ გამორიცხული არაა იგივე „ოცნებასაც" დაემართოს და მაშინ რა ვქნათ? ავკრძალოთ? არასწორი და გაუმართლებელი ნაბიჯია. ბუნებრივია, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს და ისჯება კიდეც, მაგრამ პარტიის აკრძალვა უახლოეს პერიოდში არ მსმენია. ეს ვიღაცის წისქვილზე წყალს დაასხამს.

„თუ ასე მოხდა, სავარაუდოდ, პარტია მუშაობას მაინც გააგრძელებს, თუნდაც ფარულად, ან სხვა სახელმწიფოში, მაგალითად ბალტიისპირეთში, ან ევროპის სხვა ქვეყნებში. სხვა „ნაციონალური მოძრაობა" თავს დასჯილად არ გამოაცხადებს და გარედან იმუშავებს, ვინაიდან მას თავისი მხადამჭერები მაინც ჰყავს.

„ეს უკიდურესი შემთხვევაა, მაგრამ რას მისცემს ეს „ქართულ ოცნებას"? დღეს ის ისე მყარად არ დგას ფეხზე და მის მიმართ განწობა მთელ ევროპაში და ამერიკის გარკვეულ ჯგუფეში მკვეთრად უარყოფითია. მათი აკრძალვა საერთოდ გაანადგურებს მათ? ესაა საკითხავი. ეს მხოლოდ სიტუაციას გაართულებს. მე მესმის, რომ სერიოზული შეცდომები იქნა დაშვებული და სხვათაშორის მე ვარ პირველი, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის" შესახებ წიგნი გამოვუშვი, სადაც ავღწერე, როგორ მუშაობდნენ და რას აკეთებდნენ. თუ ეს პარტია აიკრძალა, მაშინ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ის ადამიანებიც დააპატიმრონ, რომლებიც იმ დროისთვის პარტიაში შევიდნენ... შეიძლება პოლიტიკის სფეროში და სხვებგან ძალიან უარყოფითი შედეგები დადეს, თუმცა დღეს ისინი „ქართულ ოცნებაში" არიან", - განაცხადა იგორ კვესელავამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე