„ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ, აიარონ და ჩაიარონ, ამით მაინც ვერაფრის ჩვენებას ვერ შეძლებენ კონგრესისთვის. სულ რომ ათი კაცი გამოვიდეს, ის ძალები, რომლებიც ამათ ავალებენ, მათ ხელში რომელი საინფორმაციო საშუალებებიცაა ისინი ათს წარმოადგენენ ასიათასად",- განაცხადა ანალიტიკოსმა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონსნთან", 22 მარტის დაანონსებული აქცია-მსვლელობის შეფასებისას, რომელიც აშშ-ს კონგრესში განსახილველ „მეგობარ აქტთანაა" დაკავშირებული.
როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ, მსვლელობა შაბათს 20 საათზე გაიმართება მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტამდე. როგორც "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, 22 მარტს იქნება გზავნილი, რომ საქართველო არ არის მარტო და რომ ბრძოლა დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული მომავლისთვის საერთაშორისო მხარდაჭერას იმსახურებს.
„22 მარტს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტამდე გაიმართება მსვლელობა, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის მტკიცე მხარდაჭერას „მეგობარი აქტის" მიმართ. ამერიკის „მეგობარი აქტის" ინიციატივა საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ადასტურებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურყევ ურთიერთობას. ეს არის გზავნილი, რომ საქართველო არ არის მარტო და რომ ჩვენი ბრძოლა დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული მომავლისთვის საერთაშორისო მხარდაჭერას იმსახურებს.
„ჩვენ, პროდასავლური პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეები, ვერთიანდებით, რათა ნათლად განვაცხადოთ -საქართველო ირჩევს დემოკრატიას, სუვერენიტეტს და დასავლურ მომავალს! 22 მარტს, მოდით ყველამ ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და მომავალი!", - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, რომ ეს არის ე.წ. დიფ სტეიტთან ბრძოლის ნაწილი, როგორც საქართველოში, ისე აშშ-ში.
„ეს არის ოპოზიციისადმი სპეციალური დავალება მისი პატრონების მიერ, რომ ასეთი მსვლელობა გააკეთონ და ასე წარმოაჩინონ. დიფ სტეიტი არის ის ძალა, რომელიც არსებობს, სულდგმულობს და რომელსაც მსოფლიოში იმ უზარმაზარი გავლენების დაკარგვა, რომელიც ჯერჯერობით აქვს. თუმცაღა ამ ორი თვის მანძილზე მისი პოზიციები ძალიან შეირყა.
„აქამდე არავის წარმოედგინა არც „ამერიკის ხმისა" და რადიო „თავისუფლების" გაუქმება და არც იუსაიდისა და ეროვნულ დემოკრატიული ფონდის საქმიანობის შეჩერება. ამიტომ ამათ სხვა გზა არ აქვთ, რადგან ის მკვებავი წყარო, რომელზეც მიმსხდრები იყვნენ, აღარ ექნებათ და ამავე დროს პატრონებისაგან აქვთ მიღებული ეს დავალება. კი ბატონო, ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ, აიარონ და ჩაიარონ, ამით მაინც ვერაფრის ჩვენებას ვერ შეძლებენ კონგრესისთვის.
„სულ რომ ათი კაცი გამოვიდეს. ის ძალები, რომლებიც ამათ ავალებენ, მათ ხელში რომელი საინფორმაციო საშუალებებიცაა, ათს წარმოადგენენ ასიათასად. ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ სინამდვილეში ჩვენმა ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რას წარმოადგენენ და ვინ არიან. ეს დამტკიცდა არჩევნებზე, როდესაც მილიონ 200 ათასმა კაცმა აირჩია ის, ვინც აირჩია - საქართველოს ხელისუფლება", - განაცხადა მან. გვენეტაძის თქმით, ის ხალხი, ვინც კონგრესში მეგობარი აქტის გარშემო ტრიალებს „დიფ სტეიტის ორგანული ნაწილია".
„ესეც დიფ სტეიტის ორგანული შემადგენელი ნაწილია. მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი და არა ცალმხრივი. ამას წინა ადმინისტრაცია აკეთებდა, ნარჩენები ვერ მოისპობოდა და დღესაც არსებობს აშშ-ის კონგრესშიც. მათ ჯერ კიდევ უნდათ იმ სისხლისმღვრელი ომის გაგრძელება, რომელიც უკრაინაში მიდის. ამას ადასტურებს ევრობიურიკრატიის დღევანდელი წარმომადგენლების ხმაშეწყობილი განცხადებები. სურთ, მათი შავბნელი საქმეები არ გამომზეურდეს, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ სადამსჯელო სკამები ელოდებათ.
„მეგობრობის აქტში უპირველეს ყოვლისა ორივე ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული და სამწუხაროდ ეს ცალმხრივია, რომელშიც უპირველეს ყოვლისა ქართულლი მხარის ინტერესები უგულებელყოფილია. თუმცაღა ამ აქტს განვითარება არ უწერია, რადგან ქართველი და ამერიკის ხელისუფლების ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, როგორც ღირებულებებში, ისე იდეოლოგიაში, ამიტომ ეს ყველაფერი წარმავალია. უილსონები წარმავალია, ბაიდენები უკვე წასულები არიან ქართველი და ამერიკის ხალხის მეგობრობა კი მუდმივად რჩება.
„დღეს აშშ-ში მიდის ბრძოლა, ვინ ვის. ტრამპს უკან გზა ჩახერგილი აქვს, ამიტომ ეს გადამწყვეტი ბრძოლაა, რომელშიც გამოვრიცხავ და არ შეიძლება ტრამპი და მასთან ერთად პროგრესული კაცობრიობა დამარცხდეს და ცხოვრება ისე გაგრძელდეს, როგორც ბაიდენის და მისი ადმინისტრაციის დროს იყო - ლიბელარული ფაშიზმის პირობებში, რომელიც უგულებელყოფდა იმას, რომ კაცს კაცი უნდა ერქვას და ქალს ქალი. ეს დაუნდობელი ბრძოლაა, რომელიც დამთავრდება იმ ღირებულებების გამარჯვებით, რომელ ღირებულებებზე ბრძოლაც საქართველომ ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე აშშ-მ",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე