ნატალია ჯვარიძე
(04.12.2024)

როგორც ვხვდები, საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას არ სურდა ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შეწყვეტა, მაგრამ იყო ბევრი საკითხი, სადაც აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუარესებული იყო. ვიცით, რომ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად, ეს გაუმჯობესდება და ჩვენ ვაპირებთ, დაგეხმაროთ მოლაპარაკებების კვლავ გახსნაშო", - ამის შესახებ კიმბერლი ლოუმ განაცხადა, რომლის თქმით, შესაძლოა ის ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში წარმომადგენლად განიხილებოდეს.

ამასთან, კიმბერლი ლოუ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ამბობს, რომ შეერთებულ შტატებში გარკვეული ქმედებები „ძალიან უსამართლო" იყო საქართველოს მიმართ.

„ამერიკა თვალს ადევნებს იმ არეულობებს, რაც საქართველოში ხდება, ჩვენი ფიქრები თქვენთანაა. ჩვენ ვართ ერი, რომელიც ასევე დაფუძნებულია ოჯახურ ღირებულებებს და ქრისტიანულ ღირებულებებზე, როგორც თქვენი ქვეყანა. ჩვენ ვფიქრობთ თქვენზე, ვდარდობთ თქვენზე, რაც ხდება და მყარად გვჯერა, რომ ამერიკის ძლიერი დიპლომატიით შეიძლება, მშვიდობა იყოს საქართველოში.

„ასევე, მინდა, მივულოცო საქართველოს ყველა იმ სამუშაოსთვის, რომელიც გაეწეული გაქვთ წლების განმავლობაში თქვენი ეკონომიკის გასაუჯდობესებლად, თქვენი დემოკრატიის გასაუმჯობესებლად.

„ბევრი სხვა ქვეყანა ახლა დაბნეულია, რა ხდება საქართველოსთან დაკავშირებით, ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით და რატომ შეწყდა ეს მოლაპარაკებები. როგორც ვხვდები, თქვენს ამჟამინდელ მთავრობას არ სურდა ამ მოლაპარაკებების შეწყვეტა, მაგრამ იყო ბევრი საკითხი, სადაც აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუარესებული იყო. და ვიცით, რომ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად, ეს გაუმჯობესდება და ჩვენ ვაპირებთ, დაგეხმაროთ ამ მოლაპარაკებების კვლავ გახსნაში.

„ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს სურს, გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირში შესასვლელად. ჩვენ გვსურს, დაგეხმაროთ ევროკავშირში შესვლაში და ჩვენ გვაქვს გზა ამის გასაკეთებლად. ვეთანმხები, რომ შეერთებულ შტატებში იყო გარკვეული ქმედებები, რომლებიც ძალიან უსამართლო გახლდათ საქართველოს მიმართ, მათ შორის, „მეგობარი აქტი", რომელიც შეჩერდა. ის ძალიან უსამართლო იყო საქართველოს კულტურისა და ხალხის მიმართ.

„არის დიპლომატიური ურთიერთობების, პრაგმატული და კონსტრუქციული მოლაპარაკებების სხვა გზებიც, ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ. როგორ ვიმუშავებთ ამაზე? ახლა მაგიდაზე საქართველოსთვის არის ის, რომ მე გავხდები შეერთებული შტატების სპეციალური წარმოამდგენელი საქართველოში.

„ამ კუთხით შემიძლია, საქართველოს დავეხმარო ევროკავშირში გაწევრიანებაში, განვაახლო მოლაპარაკებები ბევრ სხვადასხვა სფეროშ, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში. ვფიქრობ, უნდა ვიმუშაოთ ქვეყნის ერთიანობაზე და როგორც აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, მე შემიძლია, ვიმოქმედო, როგორც შუამავალმა საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის.

„რაც ხალხს არ ესმის, არის ის, რომ დემოკრატიაა, როდესაც ხალხის 51% წყვეტს, რას მიიღებს დანარჩენი 49%. ეს არის ფაქტი, რაც დემოკრატიითა და პოლიტიკით ხდება მთელ მსოფლიოში.

„ეს ასეა, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მოდის ადმინისტრაციაში და უზარმაზარ გლობალურ ცვლილებებს ვიხილავთ, რადგან ტრამპსა და მის ადმინისტრაციას მშვიდობა სურს მსოფლიოში. ჩვენ ვაპირებთ, დავეხმაროთ ამ მშვიდობას საქართველოს, აშშ-სა და ევროკავშირის წევრებს შორის.

„ძალიან კარგი იქნება საქართველოსთვის წევრობა, მოლაპარაკებების განახლება, რადგან საქართველომ ძალიან ბევრი იმუშავა ეკონომიკაზე, ყველ საკითხზე ევროკავშირში შესასვლელად. მაგრამ ასევე სწორია კულტურული იდენტობის შებარჩუნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გასული 20 წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ მრავალმა ქვეყანამ დაკარგა თავისი კულტურული იდენტობა მიერთებით, თუმცა არის სარგებელიც.

„ჩვენ გვინდა, უზრუნველვყოთ, რომ საქართველომ თავი იგრძნოს სუვერენულ ქვეყნად, მაგრამ სარგებელი მიიღოს ვაჭრობისგან, და ვიცით, რომ ამის განხორციელება შეგვიძლია. ჩემი მრჩეველი საქართველოში ბესო შენგელიაა, ნობელის მშვიდობის პრიზის ნომინანტი. ის პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერია. მოხარული ვართ, რომ ვიმუშავებთ 2025 წლის სამშვიდობო სამიტზე საქართველოში. ეს გრანდიოზული იქნება.

„გვეყოლება მსოფლიო ლიდერები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც თქვენს ულსამაზეს ქვეყანას მხადასაჭერად ეწვევიან. ჩვენ დაუღალავად ვშორმობით. ჩვენ გავაერთიანებთ თქვენს ქვეყანას. თქვენ გეოპოლიტიკურად წარმოუდგენელად მნიშვნელოვანი ხართ და თქვენ გვერდით ვიდგებით ამ პროცესში.

„ასე რომ, ველოდებით ამას. ტრამპი ადმინისტრაციაში მოდის და თქვენ იხილავთ ცვლილებებს საგარეო დიპლომატიაში, მეტ მშვიდობას მსოფლიოში, ახლო აღმოსავლეთში, უზარმაზარ ეკონომიკურ ცვლილებებს", - განაცხადა კიმბერლი ლოუმ.

საზოგადოებრივი მაუსწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ „ფეისბუკზე" დაწერა, რომ ის არის „პასუხისმგებელი" კიმბერლი ლოუსთან ინტერვიუზე, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საზოგადოებას გააცნო როგორც აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ევროკავშირში.

„ქალბატონ კომბერლი ლოუს ვესაუბრე მე პირადად და არ თქმულა, რომ ის არის მომავალი ადმინისტრაციის წარმოამდგენელი, ის შეიძლება გახდეს, რასაც თავად ამბობს ამ ეტაპზე მხოლოდ. და სწორედ ამიტომ, ითქვა რომ შესაძლოა იყოს. თუმცა ის, რომ „რესპუბლიკური" პარტიის წევრია და თან კენჭს იყრიდა სენატში ეს ადვილად იძებნება.

„მისი კავშირები, ტრამპის ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის უკვე დასახელებულ წევრებთან ასევე იძებნება. ამის გარდა. ქალბატონი კიმბერლი, არაფერს ამბობს ისეთს, რაც არ უთქვამს ტრამპთან დაახლოებულ სხვა ადამიანებს. ამდენად მისი გამონათქვამები გამონათქვამები დიდწილად თანხვედრშია ტრამპის პოლიტიკის ძირითად გზავნილებთან და ეს არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ამ ინტერვიუს გარკვეული ნაწილების გამონათქვამებზე, პასუხისმგებელი მე ვარ და მხოლოდ მე, არავინ ჩემს გარდა", - წერს გვიმრაძე.

საგარეო ექსპერტის ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, „რადგან ეს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას რეალურად მიაჩნია, იმედი უნდა გვქონდეს, რომ ეს მართლაც შეიძლება მოხდეს".

„აქ საუბარია ამერიკის ევროკავშირში წარმომადგენლის მოღვაწეობაზე იმისათვის, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მომენტები, რომელიც ახლა მაინცდამაინც მოწესრიგებული არაა, როგორც იტყვიან ხოლმე გადატვირთულ იქნას, ანუ მან კვლავ შეიძინოს ახალი პოზიტიური დინამიკა. რადგან ეს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას რეალურად მიაჩნია, იმედი უნდა გვქონდეს, რომ ეს მართლაც შეიძლება მოხდეს", - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით, როგორ შეიძლება დაგხვმარებოდა აშშ ევროკავშირთან ინტეგრაციაში, ეს გაწერილია იმ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაში, რომელსაც 2009 წელს მოეწერა ხელი.

„კომბერლი ლოუ არის დონალდ ტრამპის თანაგუნდელი. ჯერჯერობით უცნობია ის იქნება ამერიკის წარმომადგენელი ევროკავშირში, თუ სხვა თანამდებობას დაიკავებს. ეს გზავნილი ნამდვილად ახალი არაა, უბრალოდ ტრამპის თანაგუნდელისგან პირველად გავიგეთ, მაგრამ „რესპუბლიკელებთან" დაახლოებული ამერიკელი პოლიტოლოგები ამას არაერთხელ ამბობდნენ, რომ საჭიროა არსებული პოლიტიკის გადახედვა, მათ შორის ამერიკის დამოკიდებულება მის მეგობრებთან, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში საგრძნობლად გაუარესდა.

„რაც შეეხება იმას, თუ რით დაგვეხმარება ვაშინგტონი ევროინტეგრაციაში, ეს გაწერილია იმ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაში, რომელსაც 2009 წელს მოეწერა ხელი და რომლის პირობები თვითონ შეერთებულმა შტატებმა არ შეასრულა საქართველოსთან მიმართებაში. ახლა კი შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობა მართლაც, რომ სასაცილოა, რადგან იქ გაწერილი 5 პუნქტიდან დაახლოებით 2 შესრულდა ნაწილობრივ, 3 კი არ შესრულებულა. იქ ზუსტად გაწერილია ევროატლანტიკური ინტეგრაციული პროცესები საქართველოსი", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე