ნაზი ბერიძე
(19.09.2023)

გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირში 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ და თქვა, რომ საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს პროგრესი, მთავრობამ რეკომენდაციების შესრულების მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი გრძელდება.

ღარიბაშვილის ჰანცხადებით, ევროკავშირის მიერ გამოკვეთილი ოთხივე საკითხი, რომლებზეც პროგრესის ხილვა სექტებრის ბოლომდე სურთ, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება. ამ საკითხებს შორისაა დეოლიგარქიზაცია და სასამართლო სისტემის რეფორმირება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ დროა, კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ საჭირო პრიორიტეტბი შეასრულოს.

„მივესალმები ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ დღევანდელ განცხადებას. კიდევ ერთხელ გავიმეორე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს წევრობის პერქპექტივისადმი. ახლა დროა, კონკრეტულად შესრულდე საჭირო პრიორიტეტები კანდიდატის სტატუსის განსაბლოკად", - წერს მიშელი

ამას გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში მდგრადი განვითარების სამიტზე, დიალოგის ფორმატში გამართულ დისკურსიაზე - „ინტეგრირებული პოლიტიკისა და საჯარო ინსტუტუტების გაძლიერება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად" სიტყვით გამოვიდა.

მანამდე, საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს დერეკ შოლეს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, ასევე ორი ქვეყნის საერთო ინტერესების გამყარების მიზნით არსებული თანამშრომობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.

„ირაკლი ღარიბაშვილმა და დერეკ შოლემ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე იმსჯელეს. მხარეებმა ასევე განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება, პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს რეგიონული უსართხოების უზრუნველყოფის პროცესში და აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად",-აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მხარეებმა, ასევე იმსჯელეს უკრაინაში მიმდინარე ომზე და შედეგად რეგიონსა და მსოფლიოში შეცვლილ უსაფრთხოების გარემოზე.

ღარიბაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცსაც შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.

ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის უპრეცენდენტო დინამიკას და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს გერმანიის ძლიერ პოლიტიკურ გზავნილებს. მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების მზადოფნა გამოთქვეს

ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლაფ შოლცმა ევროინტეგრაციის კუთხით არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს და საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაფასეს. პრემიერ-მინისტრმა ოლაფ შოლცს ევროინტეგრაციის გზაზე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება დასკვნით ეტაპზეა.

პრემიერის თქმით, წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირთან სამართლიანი და სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია. ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერის იმედი აქვს

გარდა ამისა, პრემიერი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მდგრადი განვითარების მიმართულებით გაეროს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე