ბაჩანა ტყემალაძე
(08.02.2023)

ქართველი მეხანძრეები თურქეთის ქალაქ ადიამანში, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამაშველო ღონისძიებს მთლი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ. საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე მოწყობილია საველე ბანაკი და ქართველი მეხანძრე-მაშველები ადიამანის გუბერნიაში მოქმედ ოპერატიული მართვის ცენტრთან მჭიდრო კოორდინაციაში არიან.

სამაშველო ოპერაციების შედეგად, მათ მოახერხეს საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალის ამოყვანა, რომელიც კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ახლა სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი

60 მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი თურქეთში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გაემგზავრა. მალევე ქალაქ ადიამანში კიდევ 40 მეხანძრე-მაშველი გაგზავნეს, რომლებიც უახლოეს პერიოდში შეუერთდებიან მაშველების ძირითად ჯგუფს.

ჯგუფი აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური დამაშველო მოწყობილობით, და დაკომპლექტებულია სპეციალურად მიწისძვრის შდეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით.

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 11 200-ს გადააჭარბა. თურქეთში მსხვერპლთა რიცხვი 8 574-ია, სირიაში კი 2 662-ს შეადგენს.

თურქეთში პირველი მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით დილის 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7.8 მაგნიტუდას შეადგინა, ხოლო მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7.5 მაგნიტუდა იყო, იმავე დღეს, 13:24 საათზე მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე