ია აბულაშვილი
(28.11.2022)

"ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარე ნიკა მელია "კარტების გახსნას" არ ჩქარობს, თუმცა, კულუარულ- არაფორმალური გავლენების კვალზე მინიშნებებს უკვე აკეთებს. ენმ-ის თავმჯდომარე შეშფოთებულია, რომ წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა, სამარცხვინო სახეს იღებს, რაც შეიძლება დამაზიანებული აღმოჩნდეს, როგორც პარტიისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის.

"ასეთ დროს და ასეთი ფორმით, საარჩევნო მარათონის გამოცხადება უადგილო იყო, მაგრამ ახლა, არსებულ ვითარებაში არჩევნები უკვე აუცილებელია. ეს პროცესი ოფიციალურად ჯერ არც დაწყებულა და უკვე სცდება ნორმალური პოლიტიკური პროცესის ფარგლებს, იღებს სამარცხვინო სახეს, რაც შესაძლოა დამზიანებელი აღმოჩნდეს როგორც პარტიისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის.

"ოპონენტები ბევრს საუბრობენ საჯაროობაზე, გამჭვირვალობასა და დემოკრატიაზე. ამ დროს კონცეპტუალური სვლები საერთოდ კულისებიდან კეთდება და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს კულუარულ- არაფორმალური გავლენების კვალი. ოპონენტები იდეებითა და პროგრამებით ბრძოლას გაურკვეველი წარმომავალობის კომპრომატებით ბრძოლას ამჯობინებენ. ვერცერთი კანდიდატი ვერ გამოვა ამ ბრძოლიდან გამარჯვებული, თუ საერთო ბრძოლაში დავმარცხდით"- აცხადებს ნიკა მელია.

მელიას თანამებრძოლი ბაჩო დოლიძე ენმ-ის შიდაპარტიულ საარჩევნო კამპანიას პოლიტიკურ კლოუნადას უწოდებს და დარწმუნებულია, რომ პროცესი, რომელიც ვითარდება, დამოუკიდებლად არ ვითარდება, კონკრეტულ მიზანს ემსახურება. ბაჩო დოლიძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფი რამდენიმე დღეში მორჩება ტექნიკურ სამუშაოებს და უახლეს დღეებში დაინიშნება პოლიტსაბჭო.

"ნაცმოძრაობის" არჩევნებს ეხმაურებიან მმართველ გუნდში. "ოცნებაში" აცხადებენ, რომ პარტიის შიგნით პროცესი პარტიული კულტურის განვითარებას არ ეხება და ბრძოლა მიდის ძალაუფლების გადანაწილებისთვის.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძისთვის გასაკვირი არ არის, რაც ხდება მთავარ ოპოზიციურ ძალაში, რადგან, მისი თქმით, "ნაციონალების" ყველა მოთხვონა და ნაბიჯი არის გაუგებარი.

"ძალიან სამწუხარო სურათი იქმნება, თვითკრიტიკაზე არიან გადასული თუ მართლაც კლოუნადაა, გაუგებარია; მაგრამ ფაქტია, რომ ერთმანეთს დაერივნენ, მორევის თავი კი არ აქვთ.

"ძალიან დაულაგებელი ხალხია, ყოველთვის ჰქონდათ გაუგონარი მოთხოვნები, თუ ნაბიჯები. არცერთი მათი მოთვხოვნა არ იყო დაკავშირებული ქვეყანასთან. დასანანია, ის, რომ მათი ასეთი მოუწესრიგელობა აისახება ქვეყანაზე. ეს პარტია ემორჩილებოდა მხოლოდ ერთ კაცს, დღეს ამ კაცს აღარ აქვს პარტიის დამოჩილების უნარი; აქედან გამომდინარე, როცა პარტიაში ყველა თავის ჭკუაზეა მიშვებული იქ იწყება ქაოსი; ქაოსი კი "ნაცმოძრაობაში" დაიწო.

"რა შედეგით დასრულდება არჩევნები მთავარ ოპოზიციურ პარტიაში, არ ვიცი, რადგან არ ვიცით, თითოეული კანდიდატი რა მოტივით მოქმედებს, რა მექანიზმები მოქმედებს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნების შემდეგ კონკურნეტებმა ერთმანეთს არჩევნების გაყალბება დააბრალონ - განაცხადა რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

პოლიტოლოგი ვახტნაგ ძაბირაძე აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებით გაირკვევა, განიცადა ცვლილებები პარტიამ თუ ისევ ის პარტიაა, რომელიც 2003-ში მოვიდა.

"ნაცმოძრაობაში ახალი და გამორჩეული არაფერი ხდება, გინდა კლოუნადა უწოდე და გინდა რა? წინასაარჩევნო პროცესს ახასიათებს მკაცრი რიტორიკა, ბრალდებები, ანუ ჩვეულებრივი პროცესია ქართული პოლიტიკისთვის.

"მთავარია, არჩევნები იყოს გამჭვირვალე, ვის მხარეს არის ამომრჩეველი, ეს არის მნიშვნელოვანი ამ პროცესში. ასევე, არჩევნების შედეგებით გამოვიტანთ დასკვნას, მართლაც განიცადა რებრენდინგი ამ პარტიამ, თუ დარჩა იმ პარტიად, რომელიც მოვიდა 2003 წელში.

"სხვათაშორის ამ არჩევნების შედგებით გვექნება საშუალება შევაფასოთ რა ხდება ქართულ პოლიტკიურ სპექტრში, რადგან მრჩება შთაბეჩჭდილება, რომ ყველა ამ პოლიტიკურ პროცესს, როგორც "ქართულ ოცნებაში", ისე ოპოზიციაში აკონტროლებს ივანიშვილი, უშუალოდ თუ შუამავლებით"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე