ია აბულაშვილი
(16.07.2021)

 

პოლიტოლოგი რამაზ საყარელიძე ჟურნალისტების მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, რომელიც 24 საათიანი მაუწყებლობის შეჩერების შემდეგ, რუსთაველის პროსპექტზე გადაინაცვლებს უცვლელი მოთხოვნით - „გადადგეს ღარიბაშვილი და გომელაური", აცხადებს, რომ ეს აქცია „დიდი წონისა და ზომის ვერ იქნება", რადგან ხალხი იმ ჟურანლისტების დაძახილზე არ მივა, რომლებმაც ბარიკადებზე „ნაციონალი" პოლიტიკოსები ჩაანცვლეს.

„თითქოს დღეს აღმოაჩინეს, რომ ჟურნალისტიკა შეჭრილა პოლიტიკაში; ჟურანლისტების გარკველი ნაწილი 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული პოლიტიკაში და „ვარდების რევოლუციის" მოწყობაში ლომის წილი მიუძღვით. ეს ხალხია დღესაც, ამიტომ სიახლე არფერია, ისინი ყოველთვის მოქმედებდნენ პოლიტიკური ინტერესებით და მუშაობდნენ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებზე.

ახლა, როდესაც დაინახეს, რომ ამ პოლიტიკური ჯგუფების მიმართ ხალხის ნდობა არ არის, თავად დადგნენ ბარიკადებზე ხელისუფლების შესაცვლელად; მაგრამ მოსახლეობის მოტყუება არც ისე მარტივია. მეხსიერებაში ჩარჩენილია პარტიის რუპორები, ჟურანლისტურ ნიღაბს მორგებულნი, როგორ ამართლებდნენ რეჟიმს. დღესაც იგივე ხდება, ზუსტად ერთნაირი ლექსიკა, ერთნაირი პათოსი და მიზანი, ბრძოლის მთავარი მეთოდი ბულინგი, რომელსაც ძალიან დიდი დოზით იყენებენ.

რაც შეეხება პროგნოზს, ვფიქრობ „ნაციონალი" პოლიტიკოსების ნაცვლად ბარიკადებზე ასული ჟურნალისტების დაძახილზე ხალხი არ მივა, ეს პირველი აქციის შემდეგაც გამოჩნდა, აქცია გამეჩხერებული იყო. ანუ თუ ამ ფიგურებმა უკვე ვერ მოიზიდეს ხალხი, მაშინ რა ძალით უნდა გადააგდონ ღარიბაშვილი და გომელაური?!" - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე