ია აბულაშვილი
(15.07.2021)

 

 ცნობილი ქართველი მეცნიერი თემურ ნანეიშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დაგეგმილ ვიზიტს თბილისში დროულს უწოდებს და იმედი აქვს, რომ ევროპელი დიპლომატი თავისი თვალით ნახავს, რა ხდება საქართველოში. პოლიტიკურ პარტიებს კი მიმართავს, რომ დოკუმენტს, რომელსაც 19 აპრილს შარლ მიშელის ჩართულობით, ხელი მოაწერეს, რეალიზება სჭირდება და კეთილი ინებონ, დოკუმენტში გაწერილი ყველა პუნქტი შეასრულონ.

ცნობისთვის, ვროპული საბჭოს პრეზიდენტი თბილისს 18-19 ივლისს ეწვევა.

„ძალიან კარგია თუ ჩამოდის; თავისი თვალით ნახავს, რა ხდება ქვეყანში, როგორ იქცევიან პოლიტიკური პარტიები, კერძოდ ოპოზიცია. როგორ სრულდება მის მიერ შედგენილი შეთანხმება, რომლზედაც ამ დრომდე ხელს არ აწერს მთავარი ოპოზიციური ძალა „ნაცმოძარაობა". მოსამართლეების დანიშვნის საკითხში კარგად არა ვარ ჩახედული, მაგრამ როგორც გავიგე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხმა ევროპელების ვნებათაღელვა გამოიწვია და შენიშვნებიც მისცეს „ოცნების" ხელისუფლებას. პოზიცია იქნება თუ ოპოზიცია, ხელი რომ მოაწერე, პირობას შესრულება უნდა. თუ რაიმე ხარვეზია - გასწორდეს, დრო ჯერ კიდევ არის.

რაც შეეხება ჟურნალისტებს და მათ მიერ წამოყენებულ მოთხოვნეს საპროტეტსო აქციებზე, არ ვიზიარებ, იმიტომ, რომ ჟურნალისტის საქმე არ არის პოლიტიკა და პოლიტიკური განცხადებები „გადადექი-გადმოდექი".

მიტინგების მეტი რა გვინახავს, მაგრამ მსგავსი არაფერი, ან რას სიტყვებს ხმარობენ, გაბედავდა კი რომელიმე მათგანი მიშას დროს ასეთ განცხადებებს? რაც მოუვიდოდათ, ნახავდნენ... ვეჭვობ, რომ პროცესები საქართველოდან შორს, კიევიდან იმართება. სააკაშვილი ვერ ისვენებს, რაც ქვეყნიდან გაიქცა სულ მიზეზს ეძებს, რომ რევოლუცია დაიწყოს; ახლაც ეს აქვს ალბათ ჩაფიქრებული, მაგრამ არ გამოსდის. თუმცა ოპოზიციამ თავისი ავანტურისტული მოქმედებებით მოახერხა მიზანმიმართული პროვოკაციის მოწყობა. ფაქტია, რომ პროცესები ძალიან არის მიშვებული, სახელმწიფოს ასე მასხარად აგდებას კი მოჰყვება ის, რაც ვნახეთ და რასაც ახლა ვხედავთ," - განაცხადა „რეზონანსთან" თემურ ნანეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე