თამთა ჩაჩანიძე
(29.06.2021)

ქვეყნის მასშტაბით 236 ასაცრელი პუნქტი უკვე მზადაა. უახლოეს დღებში ვაქცინების ახალი დიდი პარტია შემოვა და ივლისიდან საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება. ეს საკითხი სამშაბათს საკოორდინაციო საბჭოზე განიხილეს, ოთშაბათს კი ამაზე უკვე პარლამენტშია დაგეგმილი მსჯელობა. მთავრობის გეგმით, დღეშ 10-დან 15 ათსამდე აცრა უნდა გაკეთდეს. რამდენადაა მზად ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა ამისთვის და როგორ შეეძლებათ მოქალაქეებს ვაქცინაციის კურსის გავლა?

სპეციალისტების თქმით, ასაცრელი პუნტქების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მომზადებული პერსონალი არსებულს დაემატება, ხოლო მოქალაქეები აცრის გაკეთებას ჩაწერითაც და ე.წ. ცოცხალი რიგითაც შეძლებენ.

სამშაბათს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შესაბამის უწყებებს დაავალა, რომ უახლოეს დღეებში მასობრივი ვაქცინაციის შეუფერხებლად წარმართვისთვის, ამცრელი ცენტრები სრულ მზადყოფნაში იყოს. როგორც მან აღნიშნა, ივლისის პირველ დღეებში, როდესაც ქვეყანა მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს, უმნიშვნელოვანესია ვაქცინაცია სწრაფი ტემპით წარიმართოს. პრემიერის თქმით, აცრის ინფრასტრუქტურის, ამცრელი ბრიგადების რაოდენობისა თუ რეგისტრაციის პროცესის გამართულობის კუთხით ნებისმიერი ხარვეზი დაუშვებელია.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შეზღუდვების შემსუბუქებისა და ტურისტული სეზონის ფონზე, მასობრივი ვაქცინაციის ეფექტური მართავა აუიცილებელია, რათა ქვეყანაში სტაბილური ეპიდსიტუაცია შენარჩუნდეს.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიეტის ყოფილი ხელმძღვანელი და ექსპერტი აკაკი ზოიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ მისი ინფრმაციით, მასობრივი ვაქცინაციის დაწყების შემდეგ ადამიანები აცრას ჩაწერითაც და პირდაპირ ცენტრში მისვლითაც შეძლებენ. ასევე მისი ინფორმაციით, ამცრელი სივრცეები შესაძლოა თბილისის ზღვასთან მდებარე „ჰუალინგ ცენტრსა" და გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯიას" სივრცეებში განთავსდეს.

„მე რამდენადაც ვიცი, ვაქცინაცია წინასწარი ჩაწერითაც და ცოცხალი რიგითაც იქნება, რადგან მხოლოდ წინასწარ ჩაწერაზე 15-20 ათასი ადამიანის გატარება რთული იქნება. ერთ-ერთი ცენტრი, ჩემი ინფრმაციით „ჰუალინგია", იყო „ექსპო ჯორჯიაზე" საუბარი, პრემიერს კერძო კლინიკებთან ჰქონდა შეხვედრა და რამდენიმე კლინიკაში იქნება გახსნილი ასევე დიდი ცენტრი.

„აქ მხოლოდ დიდი, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებზე არაა საუბარი. ამის გარდა საუბარია იმაზეც, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში იყოს გახსნილი შესაბამისი ვაქცინაციის პუნქტი - კლინიკებში, ვთქვათ, სოფლის ამბულატორიებში და ა.შ. - სადაც იქნება შესაძლებლობა, რომ მივაწოდოთ ლოჯიოსტიკურად ვაქცინა და ასევე ექიმები გადავამზადოთ, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინებით ადამიანების აცრა შეძლონ," - განაცხადა ზოიძემ.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე კი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ოთხშაბათს მასობრივ ვაქცინაციის საკითხებზე პარლამენტში მისი კომიტეტი იმსჯელებს, გადაწყვეტილებები კი საზოგადოებისთვის ცნობილი ივლისის დასაწყისში გახდება.

„ამ თემასთან დაკავშირებით კომიტეტი გვაქვს და ერთ-ერთი საკითხი ორგანიზაციის კუთხით ეს განიხილება. რამდენადაც ვიცი, პროცესი რამდენიმე კომპონენტიანია. ერთია ინფრასტრუქტურის მზაობა. ასევე, როგორც ვიცი, ასაცრელი პუნტქების რაოდენობა იზრდება. მომზადებული პერსონალი არსებულს დაემატება. დაწესებულებები, სადაც აცრა იქნება, განახლებულ რეესტრში აუცილებლად იქნებიან მითითებული.

„ჯერჯერობით წინასწარი ჩაწერის რეჟიმია, მაგრამ არის ფიქრი იმაზე, რომ დღეში სადღაც 20 ათასზე უნდა ავიდეს და ამიტომ მსჯელობა მიდის, თუ მოსახლეობისთვის და პოპულაციისთვის უკეთესი როგორ იქნება და შეთანხმებული ვარიანტი იქნება წარმოდგენილი. რაც მთავარია, ვაქცინების ის რაოდენობა, რაც ამ მასშტაბის ვაქცინაციისთვისაა საჭირო, უზრუნველყოფილი იქნება.

„ესაა რა ინფორმაციასაც დღეისთვის ვფლობ. ხოლო ხვალ ამის დაზუსტება მოხდება. ამ საკითხზე კომიტეტზე ვიმსჯელებთ და კიდევ დამატებითი ინფორმაცია იქნება. ყოვლ შემთხვევაში პირველი რიცხვიდან დაპირებისამებრ ჩვენი საზოგადოება ზუსტად იქნება ინფორმირებული დროზე, ვადაზე, რაოდენობაზე და ადგილებზე," - განაცხადა კახაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

მანამდე ცნობილი იყო, რომ საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში დიდი ამცრელი სივრცეები ჩამოყალიბდება, თბილისში საუბარი იყო „ექსპო ჯორჯიას" შენობაზე, რაზედაც კახაძე აცხადებს, რომ ველაფერი 30 ივნისს დაზუსტდება, თუმცა დასძენს, რომ ამცრელი პუნქტების რაოდენობის მკვეთრი გაზრდაა დაგეგმილი.

„ხვალ ეს დაზუტდება, მე ზუსტად ვერ გეტყვით, ეს ვარიანტიც განიხილება, თუმცა დღეს ასაცრელი პუნქტების რაოდენობა თუ არ ვცდები 236-ია და როგორც მე დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელობამ რამდენიმე დღის წინ საუბრისას გამაცნო, მათი მკვეთრი გაზრდაცაა გეგმაში. ხვალ რომ დავაზუსტებთ, მოსახლეობასაც ზუსტ ინფორმაციას მივაწვდით.

„ჩვენ ეს გამოწვევა მიღებული გვაქვს და კადრი ინფრასტრუქტურა და თავად ასაცრელი მასალა, ანუ ვაქცინა მზად იქნება, ესაა ივლისის პირველი კვირის ბოლომდე," - განაცხადა კახაძემ.

მიმდინარე თვეში კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში დიდი ამცრელი სივრცეები ჩამოყალიბდება.

მისი თქმით, დედაქალაქის მაგალითზე მიმდინარეობს მოლაპარაკება „ექსპო ჯორჯიასთან", სპორტულ დაწესებულებებთან, მოლებთან ფართების გამოყენებაზე, რათა ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იყოს როგორც დაჯავშნით, ასევე, ცოცხალი რიგით, ვირტუალური კაბინეტებით.

„ქვეყნის 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში მინიმუმ 3 ან 4, ხოლო დანარჩენ ქალაქებში - თითო-თითო", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით,მასობრივი ვაქცინაციისას, დღეში 10 000-დან 15 000-მდე აცრა უნდა გაკეთდეს, რომ ივლისის შემდეგ ექვსი თვის მანძილზე ქვეყანა იმ სამიზნეებზე გავიდეს, რასაც ეროვნული გეგმა ითვალისწინებს.

როგორც ორშაბათს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ჯამში 1 მლნ დოზა „სინოფარმი" და „სინოვაკი" საქართველოში კვირის ბოლოს შემოვა და ვაქცინაციის პროცეში მომავალი კვირიდან ჩაერთვება.რაც შეეხება სხვა ვაქცინებს, როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცნობილია ისიც, როდის შემოვა ქვეყანაში „ფაიზერის" ვაქცინა, თუმცა ზუსტ თარიღს გაუთქმელობის ვალდებულების გამო არ ასახელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე