რეზონანსი
(29.06.2021)

სამშაბათს საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა და დადებითობის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. სპეციალისტთა ნაწილი ამას მთავრობის მიერ ერთი კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად მიიჩნევს, რომლითაც ღია სივრცეებში პირბადის გარეშე ყოფნა დაშვებული გახდა. მათი თქმით, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია არის თუ არა ეს ახალი „აფეთქ ების" დასაწყისი. ჯანდაცვის სამინისტრო კი ზრდის განსხვავებულ მიზეზს ასახელებს.

ახალი შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა ბოლო რამდენიმე კვირაში პირველად გადაცდა 1000-ს და სამშაბათს, 29 ივნისს 1 194 შეადგინა. ასევე მკვეთრად გაიზარდა დადებითობის მაჩვენები, რომელიც სამშაბათს 4.02% იყო. ბოლო 14 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 2.5% იყო, ბოლო 7 დღის საშუალო მაჩვენებელი კი - 2.45%.

პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აკრძალვების შემსუბუქების შესახებ 22 ივნისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. საბჭოს გადაწყვეტილებით, 22 ივნისიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილება და გარდა ამისა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება 1-ლი ივლისიდან კომენდანტის საათის გაქუმების შესახებ.

ჯანდაცვის სამინისტროში იმფიცირებულთა გაზრდილ სტატისტიკას ქვეყანაში ინდური შტამის ცირკულაციას უკავშირებენ.

„ე.წ. ინდური შტამის, „დელტა" ვარიანტის გავრცლების შესახებ ადრეც გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განცხადება. ბოლო პერიოდში კიდევ 7 შემთხვევა დადასტურდა, რაც მიუთითებს იმას, რომ შტამი ქვეყანაში ცირკულირებს. შეფასებითი მაჩვენებლით, დაახლოებით 10%-დან 20%-მდეა შესაძლო გავრცელება ამ შტამის.

„ისიც არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევების სწრაფი გავრცელება და შდარებით მძიმე მიმდინარეობა, რაც გაზრდილ სიკვდილიანობას უკავშირდება, კავშირში იყოს „დელტა" შტამის გავრცელებასთან", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ პირდადის ტარებასთან დაკავშირებით რეგულაციების შემსუბუქებამ მოსახლეობის „მოდუნება" გამოიწვია, რასაც ბუნებრივად მოჰყვა ახალი შემთხვევების ზრდა.

მისი თქმით, ვირუსი იმ შემთხვევაშიც მარტივად გადამდებია, როდესაც ღია სივრცეში ჯგუფური შეკრებები ხდება და ადამიანებს ერთმანეთთან საუბრისას ახლო კონტაქტი აქვთ. ამასთან, საზოგადოების მნიშნელოვანი ნაწილი პირბადეს დახურულ სივრცეშიც აღაარ ატარებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა.

„მიუხედავად იმისა, რომ ღია სივრცეში ინფექციის გადადების საშიშროება მცირეა, ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც პირბადეს დახურულ სივრცეშიც არ იყენებენ. შეზღუდვის შემსუბუქება საზოგადოების ნაწილმა ისე აღიქვა, თითქოს მათ თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება ყველგან პირბადის გარეშე, რაც ერთგვარი პრობლემაა", - აცხადებს ხმალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე