თამთა ჩაჩანიძე
(25.06.2021)

ძალიან ხშირია, რომ ადრე ჩატარებული გამოკვლევა უფრო დაბალ პროცენტს იძლევა და მერე არჩევნებზე პარტიები უფრო მაღალ პროცენტს იღებენ, რადგან ბევრი ადამიანი გადაწყვეტილებას არჩევნებისთვის ბოლო დღეს იღებს, ორი თვით ადრე კი თვითონ ამომრჩეველმაც არ იცის, როგორი ქნება მისი გადაწყვეტილება კონკრეტულდ არჩევნების დღით - ამის შესახებ „რეზონანსთან" პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომლითაც „მთავარი არხისა" და „ფორმულას" სოციოლოგიურ კვლევებს გამოეხმაურა.

„მთავარი არხის" დაკვეთით „იპსოსმა" სოციოლოგიური კვლევა ცაატარა, საკითხზე ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს ამომრჩევლები ხმას რომელ პარტიას მისცემდნენ, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 23% "ნაციონალურ მოძრაობას", 8% კი გიორგი გახარიას მიერ ახლადშექმნილ პარტიას - „საქართველოსთვის".

სხვა პარტიების შესახებ მონაცემები კი ასეთია: „გირჩი - მეტი თავისუფლება" - 5, „ევროპული საქართველო" - 3%, ლეიბორისტული პარტია - 3%, „პატრიოტთა ალიანსი" - 3%, „ლელო საქართველოსთვის" - 2%, „სტრატეგია აღმაშენებელი" - 2%,. „მოქალაქეები" - 2%, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - 1%, "დროა" - 1%, "გირჩი" - 1%, „ერთობა, რაობა, იმედი - ერი" - 1%, სხვა - 2%, უარი პასუხზე - 11%.

რაც შეეხება „ფორმულას" კვლევას, საკითხზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? „ედისონ რისერჩის" სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, რეიტინგები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 32%, „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია" - 24%, გიორგი გახარია - „საქართველოსთვის" - 13%, გიორგი ვაშაძე „სტრატეგია აღმაშენებელი" - 4%, „ლელო" - 4%;

შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტული პარტია - 3%, დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი - „პატრიოტთა ალიანსი" - 3%, ლევან ვასაძე - „ერი" - 3%, ზურაბ ჯაფარიძე - „გირჩი - მეტი თავისუფლება" - 2%, „გირჩი" - 2%, ანა დოლიძე - „ხალხისთვის" - 2%, ალექსანდრე ელისაშვილი - „მოქალაქეები" - 2%, „ევროპული საქართველო"-1%, ელენე ხოშტარია - „დროა" - 1%, ირაკლი ოქრუაშვილი - გამარჯვებული საქართველო - 1%, ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - 1%.

საყვარელიძის თქმით, ადგილობრივ არჩევნებამდე დაახლოებით 2-3 თვეა დარჩენილი, ხოლო ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი რამ ხდება საიმისოდ, რომ ადამიანის საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს.

„ეტყობა ეს კვლევებიც მაგისთვის არის გამიზნული, რომ გაარკვიონ 43%-ის საკითხი. ძალიან ხშირია, რომ ადრე ჩატარებული გამოკვლევა უფრო დაბალ პროცენტს იძლევა და მერე არჩევნებზე პარტიები უფრო მაღალ პროცენტს იღებენ, რადგან ბევრი ადამიანი გადაწყვეტილებას არჩევნებისთვის ბოლო დღეს იღებს, ორი თვით ადრე კი თვითონ ამომრჩეველმაც არ იცის, როგორი ქნება მისი გადაწყვეტილება კონკრეტულდ არჩევნების დღით.

„ორი თვის განმავლობაში ბევრი რამ ხდება საიმისოდ, რომ ადამიანის გადაწყვეტილებებზე გავლენა იქონიოს. ამ შდეგებს რაც შეეხება, „ოცნების" ერთ-ერთი ცნობილი მომხრე იძახდა, რომ გახარიას დაუწერეს შედეგიო, რაც მიუთითებს იმას, რომ „ნაციონალებთან" კავშირში არისო. ვფიქრობ, არც 8 და არც 10% ჩასაწყობი პროცენტები არაა. თუ საკუთარი პარტნიორის გაქაჩვა უნდოდა, ალბათ სხვა სურათს დადებდა, როგორც ამბობენ, გახარიას მომხრე „ნაცმოძრაობა".

„ამ შემთხვევაში კი შედეგების თანამიმდევრობა რეალობასთან ალბათ უფრო ახლოსაა და დამატებითი ძალისხმევის ნიშნებს ნაკლებად ატარებს, ერთადერთი ვეჭვობ, რომ შესაძლოა გახარიას პროცენტები მომატებული კი არა დაკლებული აქვს, რადგან „ოცნების" მეტოქეობის გარდა გახარია „ნაციონალების" მეტოქეცაა, ამ ძალთა დაპირისპირებას მოგეხსენებათ, რომ გამოკვლევები ყოველთვის ასახავს ხოლმე.

„გახარიას მესამე ადგილი ნაწილობრივ იმითაა გამოწვეული, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს დანარჩენ მის დაბლა მყოფ პარტიებში იმედი გაუცრუვდა, რადგან მაგალითად „ლელო", „ევროპული საქართველო", „სტრატეგია" და ა.შ ექვსი თვის განმავლობაში დაბეჯითებით იდგნენ ქუჩაში და იძახდნენ, რომ პარლამენტში შესვლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებაო. მოქალაქე კი, რომელსაც საღი აზრი თვითონაც აქვს და უფრო მეტი, ვიდრე პოლიტიკოსებს, ამ საღი აზრით აფასებს სიტუაციას და მისთვის ექვსთვიანი ჟინიანობა ჭკვიანურად გამოიყურება? რომ არ შევალთ პარლამენტშიო და მერე შევიდნენ ისე, რომ იმ აქციაზე რისთვის იდგნენ საერთოდ გაუგებარი გახდა.

„აქედან გამომდინარე, როცა მოქალაქეები ასეთ სურათს უყურებენ, მერე ზემოთ ჩამოთვლილი პარტიებისთვის ხმები აღარ ემეტებათ, „ნაციონალებს" მხარს ისინი უჭერენ, ვინც მხარს ყოველთვის დაუჭერენ, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს მუდმივი ამომრჩეველი არ ჰყავს და ამიტომაც არც რეიტინგი არ აქვთ, ესაა პასუხი თუ რატომ გავიდა გახარია მესამე ადგილზე,

„არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე ეს სოციოლოგფიური მონაცემი ნორმალურია, ოღონდ იმის გარანტია, რომ „ოცნება" 43%-ს აიღებს თუ ვერა ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, რადგან ოპოზიცია ახალ და ძველ ოპოზიციად რომ გავყოთ, ახალი ოპოზიციური პარტიები გახარიას და ვასაძის სახით თუ გაჩნდა, ისინი ბევრ ხმებს უკვე გადაუწყვეტელი ამომრჩევლიდან წამოიღებენ, ეს ხმები კი ამათ რომ მოემატებათ. ბუნებრივია, პროცენტულ თვლაში „ოცნებას" დააკლდება,"- განაცხადა საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე