რეზონანსი
(24.06.2021)

მოძრაობა „ერის“ დამფუძნებელი, ლევან ვასაძის მდგომარეობაზე ურთიერთგამომრიცხავი ცნობებია. ერთი ვერსიით, ის მოწამლეს და მძიმედაა, მოძრაობის პრესსამსახურში კი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზულ პრობლემებს უარყოფეს. ამბობენ,  ბიზნესმენის თანამებრძოლი სოსო მანჯავიძე კი ამბობს, რომ ვასაძის მდგომარეობა მართლა გაუარესდა, რის გამოც თურქეთში გადაიყვანეს, თუმცა მოწამლვის ვერსიას სკეპტიკურად უყურებს. 

ბიზნესმენი ამ დორისთვის თურქეთის ერთ-ერთი კლინიკაში მკურნალობს. ის ოთხშაბათს სასწრაფო ჩარტერით  გადააფრინეს. ახლობლები ექიმების დასკვნას ამ დრომდე ელოდებიან.

მოძრაობა „ერის“ დამფუძნებელი ოთხშაბათს თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში მიიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ  საქართველოდან თურქეთში უნდა გადაფრენილიყო. ვასაძის თანაგუნდელები არ გამორიცხავენ, რომ ის მოწამლეს. ის ქობულეთში ამომრჩევლებთან შეხვედრას მართავდა, ხოლო სახლში დაბრუნებულმა თავი შეუძლოდ იგრძნო. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ კი მისი თურქეთში გადაყვანა გადაწყდა.  

ვასაძის თანაგუნდელი სოსო მანჯავიძე „რეზონანსთან“ ადასტურებს, რომ ბიზნესმენი ახლა თურქეთის საავადმყოფოში იმყოფება. მისი მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა და საქართველოში ვერ დაადგინეს, რა გახდა ამის მიზეზი. ამიტომ გადაწყდა თურქეთში გამგზავრება. 

„მოულოდნელად ჯამრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ეს რამ გამოიწვია, ვერაფრით გაირკვა. ამიტომ კვლევებზე თურქეთში  გამგზავრეება გადაწყდა. ამჟამად საავადმყოფოშია. სისუსტე და ჰაერის უკმარისობა აქვს. ასევე ბევრი სხვა სიმპტომი, რომელიც ვერ გაიგეს, რისგან არის გამოწვეული. დღეს მისი კვლევა დაიწყეს და ალბათ პასუხებსაც გაგვაგებინებენ, ამ ყველაფის მიზეზი რა არის. გავრცელდა მედიაში ინფორმაცია თითქოს მოწამლეს, არ ვიცი ზუსტად  - ვერც კის  ვიტყვი და ვერც არას. გამორიცხული არაფერია, რადგანაც სრულიად ჯამრთელ ადამიანს მოულოდნელად ასეთი სიმპტომები დაეწყო. თუმცა მოწამვლის შესახებ ინფორმაცია მაინც არასერიოზული მგონია, ღმერთმა დაიფაროს ასე იყოს. უბრალოდ ყველაფერი იმდენად მოულოდნელად მოხდა, რომ ალბათ ასეთი ეჭვების გაჩენაც ლეგიტიმურია“, - ამბობს სოსო მანჯავიძე „რეზონანსთან“. 

გავრცელებულ ინფორმაციას ლევან ვასაძის ჯანმრთელობის კრიტიკულად გაუარესების შესახებ „ერის“ პრესსამსახურში უარყოფენ. თუმცა ადასტურებენ, რომ ლევან ვასაძე თურქეთში ნამდვილად იმყოფება და არ გამორიცხავენ, რომ ის შესაძლოა კლინიკაში მხოლოდ ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდეს. პრესსამსახური განცხადების გავრცელებას გეგმავს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე