თამთა ჩაჩანიძე
(07.05.2021)

ციხეში ყოფნით მელიამ საკუთარი თავი ამოწურა და ალბათ იმიტომაც დათანხმდა ამ გირაოს, მიხვდა, რომ ციხეში ყოფინის გაგრძელება და ე.წ. მარიაჟობა მის ავტორიტეტს მაღლა კი არა, პირიქით დაბლა სწევს - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ ევროკავშირის გირაოზე დათანხმებასთან დაკავშირებით.

ეს განცხადება ენმ-ს წევრმა გიორგი ბოტკოველმა გააკეთა: „ის (ნიკა მელია) თანახმაა ევროკავშირის გირაოზე, მაგრამ ეს არ არის გირაო, ეს იქნება გამოსასყიდი ცივილიზებული სამყაროს მხრიდან პოლიტიკური პატიმრის. დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან მალე მოხდება და მელია თავისუფალი იქნება, ეს შეიძლება იყოს 3, 5 დღე, ქ კვირა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მალე იქნება. ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით მისი პოზიცია უცვლელია".

ხელისუფლების წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის მხრიდან გიარაოს გადახდა პოლიტპატიმრად აღიარებას არ ნიშნავს.

„მელიამ თავი ჩაიგდო სასაცილო და ცუდ მდგომარეობაში, როდესაც ის დაეთანხმა იმას, რომ პრაქტიკულად, ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარი. „ნაცმოძრაობის" რეალური თავმჯდომარის სურვილებზე და გეგმებში ჩაჯდა და ახლა ცდილობს, როგორმე თავი დაიძვრინოს იმ თავისი არასწორი პოზიციებიდან, რაც თავის დროზე დააფიქსირა და უამრავჯერ შეცვლა," - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, გირაოს გადახდა ნიშნას იმას, რომ ის იმ გზას მიჰყვება, რომელიც სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუსახეს და არ აქვს მნიშვნელობა ამას რომელიმე ქვეყანა გადაუხდის თუ ორგანიზაცია.

„მე არ ვიცი ეს ინფორმაცია რამდნად დადასტურებულია, რადგან მას (მელიას) შეუძლია დღეს ერთი თქვას და ხვალ მისი ადვოკატები, ან პარტიის წევრები გამოვიდნენ და ახალი ვერსია განაცხადონ.

„ეს ნიშნავს იმას, რომ მელია აღიარებს, გირაო უნდა გადაიხადოს, რასაც ის აქამდე არ აღიარებდა და კატეგორიულად ეწინააღმდეგებპოდა. არა აქვს მნიშვნელობა ევროკავშირი გადაუხდის, აშშ თუ აფრიკის რომელიღაც სახელმწიფო, გირაოს გადახდა ნიშნავს იმას, რომ შენ კანონს ემორჩილები და იმ გზას მიჰყვები, რაც სამართალდამცავმა ორგამნოებმა დაგისახეს. „ნაციონალურ მოძრაობას" და მელიას მხარდამჭერებს უნდათ, რომ ეს პოლიტიკურად გააფორმონ ისე, რომ რადგანაც გირაოს ევროკავშირი უხდის, ეს იმას ნიშნავს, რომ მელია თითქოს პოლიტპატიმრად აღიარეს, მაგრამ ეს არსად არ წერია და მე ჯერ ევრკავშირის, ან გირაოს გადამხდელი ორგანიზაციის მხრიდან რამე მსგავსი განცხადება ან მინიშნება არ მინახავს, რომ ისინი მელიას უხდიან გირაოს, როგორც პოლიტპატიმარს.

„მე როგორც ვიცი და როგორც შარლ მიშელის დოკუმენტიდან ჩანს, ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი იმისა, რომ რადგანაც მელია საქართველოს ტერიტორიაზე ვინმეს, ან მის მიერ გადახდილ გირაოს არ იღებს, მას ამ თანხას ევროკავშირი გადაუხდის და გარეთ გამოვა. ესაა და ეს. აქედან რომ რაღაც პოლიტიკური ქულები გამოადნონ, შეიძლება ვიღაცისთვის ეს სატყუარა იყოს, მაგრამ არ მგონია, რომ ეს საზოგადოებამ მაინცდამაინც ირწმუნოს.

„აქ მეორე პრობლემაცაა, ჩვენი საზოგადოება ნიკანორ მელიას პრობლემით დაიღალა, მაშინ როდესაც პანდემიის მესამე ტალღაა, ამდენი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია, გეოპოლიტიკური გამოწვევებია, ამ დროს მთელი პოლიტიკური ცხოვრება მიჩერებული იმას თუ მელია ციხიდან რა პირობებით გამოვა, ანუ ეს ყველაფერი არასერიოზულობის და დაბალი პოლიტიკური კულტურის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც ძალიან სამწუხაროა. თორემ რა თქმა უნდა მელია ციხიდან გამოვა, მე მგონი ციხეში ყოფნით მან თავისი თავი ამოწურა და ალბათ იმიტომაც დათანხმდა ამ გირაოს, მიხვდა, რომ ციხეში ყოფნის გაგრძელება და ე.წ. მარიაჟობა მის ავტორიტეტს მაღლა კი არა პიქით დაბლა სწევს," - განაცხადა მან.

კითხვაზე, თუ ადგილობრივ არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის შემთხვევაში მელიას რა შანსები აქვს, ანჯაფარიძე ამბობს, რომ ამჯერად ოპოზიციიდან მელიას მხარდაჭერა თავდაპირველის მსგავსი არაა, თუმცა თუ „ნაციონალური მოძრაობა" მელიას კანდიდატად დააყენებს, მას მხარს მის ირგვლივ მყოფი პატარა პარტიები დაუჭერენ.

„სიმართლე გითხრათ არ ვიცით, შესაძლოა იყოს, შეიძლება არა, რამდენადად ვიცი თავდაპირველი ჩანაფიქრი იყო ის, რომ, როცა მისი პოლიტიკური აქციები ჯერ კიდევ მაღალი იყო, ადგილობრივ არჩევნებზე, თბილისის მერის პოსტზე პოზიციის ერთაინი კანდიდატი უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ, რაც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მელიას კანდიდატობას მხარს არ დაუჭერს, იქ „ლელომ" განაცხადა, რომ ჩვენ ჩვენი კანდიდატი გვეყოლებაო. თუ „ნაციონალური მოძრაობა" მელიას კანდიდატად დააყენებს, მას მხარს მის ირგვლივ პატარა პარტიები დაუჭერენ, ვქთვათ დავით ჭიჭინაძე, ნინო ბურჯანაძე და სხვები, კი ბატონო მათ შეუძლიან მათ ეს გააკეთონ, შანსი 50/50-ზეა," - განაცხადა ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე