„რეალურად გამოდის, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას, მათ შორის არც იმას ვინც ამ ლოზუნგს მმისდევს, არ ესმით საპარლამენტო მმართველობის არსი და ფუნქცია", - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტან გაძირაძე „რეზონანსთან" საუბრისას, „ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერონ დეკლარაციას, რომლის თანახმადაც ისინი უარს იტყვიან „ქართულ ოცნებასთან" კოალიციის შექმნაზე.
ძაბირაძის თქმით, ასეთ დეკლარაციაზე ხელისმოწერა ავტომატურად ნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიები კოალიციას უქმნიან „ნაციონალურ მოძრაობას".
„თავისთავად ძალიან საინტერესო იქნება, რომელი პოლიტიკური ძალები შეუერთდება ამ მოწოდებას, იმიტომ, რომ როდესაც ლაპარაკია იმაზე შეხვალ თუ არა „ოცნებასთან" კოალიციაში თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი პოზიცია, როდესაც საპარლამენტო მმართველობა გაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ირიბად აღიარო შენი შესვლა კოალიციაში „ნაციონალურ მოძრაობასთან".
„თუ დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდიხარ იმ ლოზუნგით, რომ არც „ნაციონალური მოძრაობა" გინდა და არც „ქართული ოცნება" და იმ ამომრჩეველს ეძებ, რომელიც არცერთ მხარეზე არ არის მიბმული, მაშინ, რა თქმა უნდა, ამ დეკლარაციას ხელი არ უნდა მოაწერო.
„ჩვენ მუდმივად ვლაპარაკობდით საპარლამენტო მმართველობის აუცილებლობაზე, ვლაპარაკობდით იმზე, რომ უნდა გადავიდეთ ამ მმართველობაზე და რეალურად გამოდის, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას, მათ შორის არც იმას ვინც ამ ლოზუნგს მმისდევს, არ ესმით საპარლამენტო მმართველობის არსი და ფუნქცია", - ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, ასეთი მოქმედება პარტიული ინტერესებიდან გამომდინარეობს და არა სახელმწიფოებრივიდან და მხოლოდ და მხოლოდ მტრის ხატის შექმნას ემსახურება.
„მე კოალიციაში შევალ იმ ძალასთან, რომელიც ყველაზე მეტად დააკლმაყოფილებს ჩემს პროგრამას. ამ შემთხვევაში ჩემი მანდატი ვიღაცას საჩუქრად კი არ გადაეცემა, არამედ გადაეცემა პირობით. დავუშვათ, სიტყვაზე ვამბობ, თუ ხარ მწვანეთა მოძრაობა და შენი მანდატი სჭირდება ერთ ან მეორე ჯგუფს, შენ აყენებ ეკოლოგიური პრობლემების სამინისტროს შექმნას. ამ სამინისტროს იბარებ და შენს ამომრჩეველს, რომელსაც ამდენი ხმნის განმავლობაში ეუბნებოდი, რომ ეკოლოგია არის პირველი რიგის ამოცანა, ეუბნები, რომ აი მე ჩემი პირობა რასაც გეუბნებოდით შევასრულე და არა იმიტომ, რომ „ქართული ოცნება" კარგია ან „ნაციონალური მოძრაობა" ცუდია.
„თუ მე დღეს წინასწარ ლაპარაკობ, რომ ან ერთთან, ან მეორესთან ან საერთოდ არცერთთან არ შევალ, მაშინ გამოდის, რომ ისევ შავ-თეთრად ვყოფთ ქვეყანას. 30 წელია ასე მოვდივართ. ეს არის მტრის ხატის შენარჩუნების სურვილი.
„არ უნდა შეხვიდე იმიტომ, რომ „ქართული ოცნება" ანგრევს ქვეყანას, მაგრამ მე თუ ჩემი პროგრამა მაქვს და ვიცი, რომ ეს ქვეყანას კი არ ანგრევს აშენებს, რატომ არ უნდა შევიდე კოალიციაში ამაზე აქვს ვინმეს პასუხი? ჩვენ კი მუდმივად გვაბრუნებენ შავ-თეთრში, რომ აი ის ანგრევს ქვეყანას და მე კარგი ვარ. მერე მოვა მეორე ძალა და იტყვის იგივეს. მტრის ხატის თამაშით ვთამაშობთ 30 წელია და ვერ ამოვედით ამ ჭაობიდან.
„ოპოზიციის ყველაზე კარგი შედეგი ის იქნება, რომ „ქართულმა ოცნებამ" ერთპარტიული მთავრობა ვერ შექმნას. მათ უნდა შეიმუშავონ რაღაც გეგმა, რომელიც იქნება საფუძველი მათი კოალიციური ხელისუფლებისა", - აღნინა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე