მარიამ ნებულიშვილი
(18.08.2020)

„ნაციომნალური მოძრაობა" გამოდის ინიციატივით, რომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერონ დეკლარაციას, რომ ისინი მომავალ პარლამენტში არ შექმნიან კოლიციას „ქართულ ოცნებასთან". ამას თავად ოპოზიციაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ექსპერტთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამით „ნაცმოძრაობა" კიდევ ერთხელ ცდილობს დანარჩენი ოპოზიციის საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევას.

„ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უახლოეს პერიოდში უნდა მოვაწეროთ ხელი დეკლარაცია,ს რომ არ შევუქმნით კოალიციას იმ ძალას, რომელმაც 8 წლის განამვლობაში ჩამოშალა ყველაფერი- ეკონომიკა, უსაფრთხოება, განვითარების იმედი და ა.შ.", - განაცხადა ნაცმოძღაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სამშაბათს ლეიბორისტთა ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ.

როგორც „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობ, ეს ინიციატივა „ევროპულ საქართველოსაც" ჰქონდა და ლეიბორისტების ოფისში შეკრებილი ოპოზიციური ერთობა მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას.

„ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ ჩვენ. ჯერ კიდევ შარშან ეს ინიციატივა საჯაროდ დავაყენეთ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პროპორციული არჩევნების დაპირება გასცა. მაშინ ბევრმა პარტიამ გამოთქვა მზადყოფნა ამასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ახლაც ჩვენ ვართ იმ პოლიტიკური პროცესების ავანგარდში, ვინც ასეთი პოლიტიკური შეთანხმების მომხრეები არიან და რაც უფრო მეტი პოლიტიკური ძალა დაუჭერს მხარს ამ ინიციატივას, მით უფრო კარგია.

„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ოპოზიციური ძალა, რომელიც ჩვენთან ერთად იკრიბება, ამ შეთანხმებას ხელს მოაწერს და თუ ვინმე არ მოაწერს, მაშინ პირდაპირ იტყვის, რომ მზადაა ხელი შეუწყოს ივანიშვილის დიდხანს დარჩენას ხელისუფლებაში და მხარს უჭერს ივანიშვილის მმართველობას", - თქვა სერგი კაპანაძემ „რეზონანსთან".

რაც შეეხება „ლელოს" პოზიციას, რომელიც ლეიბორისტების ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის რიგებში არ არის, კახა კოჟორიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ მათი პოლიტიკური მოძრაობა „ქართულ ოცნებასთან" კოალიციაში შესვლას არ აპირებს. ისინი შეთანხმების გარეშეც ამ აზრზე არიან და გადაწყვეტილებას არ შეიცვლიან. თუმცა, „ლელო" დაზუსტებით არ ამბობს მოაწერს თუ არა შეთანხმებას ხელს.

„მამუკა ხაზარაძემ, სანამ ეს ინიციატივა გაჟღერდებოდა, რამდენიმე თვით ადრე, პოლიტიკური განაცხადის პირველკივე დღეებში საჯაროთ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილთან კოალიცია არ შედგებოდა. ჩვენი პოზიცია ამის შესახებ არ შეცვლილა და არც შეიცვლება, ბიძინა ივანიშვილთან კოალიცია არ მოხდება", - ამბობს კახა კოჟორიძე „რეზონანსთან".

პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია „რეზონანასთან" ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში „ქართული ოცნება" მაინც მოახერხებს კოალიციის ფორმირებას.

„პოლიტიკური განაცხადის კონტექსტში ჩემთვის გასაგებია, რომ ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ. თუმცა, აქ ერთი ფაქტორია - რომ არსებობს ისეთი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც უარს არ ამბობენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე. ეს შეიძლება იყოს ოპოზიციური პარტიები მოტივაცია, რომ რიგ საკითხებში „ქართულ ოცნებასთან" ითანამშრომლონ და ერთ რანგში გამოვიდნენ.

„პრაქტიკული თვალსაზრისით ეს როგორ იქნება, ცოტა გაურკვეველია. პრინციპში ყველა კვლევა აჩვენებს, რომ მმართველ გუნდს სხვა პარტიებთან შედარებით, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უჭერს მხარს. ამ კვლევების მიხედვით, „ქართული ოცნება", „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო" პირველ რიგში არიან ის ძალები, რომლებმაც კოალიცია უნდა შექმნან. ამიტომ პრაქტიკული თვალსაზრისით რა შედეგებს ისახავს მიზნად ეს განაცხადი, ცოტა გაუგებარია. მაგრამ არიან ძალები, მათ შორის „პატრიოტთა ალიანსი", რომელიც ამას არ შეუერთდება და მერე უკვე ამ ძალებთან გააკეთებს კოალიციას მმართველი გუნდი", - თქვა გამზარდიამ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ, რომელიმე პოლიტიკური პარტია შეთანხმებას დაარღვევს, ეს პირველ რიგში ამ პოლიტიკური პარტიის იმიჯს დააზიანებს. გამზარდიას შეფასებით, შესაძლებელაი ასეთ დროს დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა რიგგარეშე არცევნებიც კი მოითხოვონ.

„მე არ მგონია, რომ ამ შეთანხმებას რაიმე სამართლებრივი ძალა ჰქონდეს, ეს უფრო პოლიტიკური განცხადებაა და იმიჯმეიკინგის მიხედვით იქნება უარყოფითი ფაქტორი, თუ რომელიმე პოლიტიკური აპრტია მას დაარღვევს. თუ ასე მოხდა, მაშინ ოპოზიციის მხრიდან ამას რიგგარეშე არცევნების ჩატარების მოთხოვნა უნდა მოჰყვეს", - თქვა მან.

გამზარდიას აზრით, ასეთი შეთანხმების დადება ორპოლუსიანობის გაზრდას არ ემსახურება. თუმცა, მისი თქმით, ეს ამავდროულად უპირველესად ოპოზიციის ინტერესებში არ შედის.

„ინიციატივა ვისიცაა, ნებისმიერ შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ მას სურს დანარჩენ ოპოზიციაზე გავლენის მოხდენა. მაგრამ ესეც ბუნებრივი პროცესია, როესაც ოპოზიციური პარტიები ცდილობენ ერთმანეთზე ზეგავლენის მოპოვებას. პირიქით, ამ შემთხვევაში ჩანს, რომ ასეთი ორპოლუსიანობა, როგორც აქამდე იყო, აღარ არის.

„ქართული ოცნებისთვის" სასურველი იქნებოდა, თუკი ყველა ოპოზიციური პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან" გაიგივდებოდა. თავად ოპოზიციითვის და „ნაციონალური მოძრაობისთვის" კი ეს იდეალური გადაწყვეტილება არ იქნებოდა", - ამბობს არჩილ გამზარდია „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე