რეზონანსი
(30.06.2020)

ბატონო ბიძინა,  

მოგმართავთ საქართველოს სოფლისა  და  სოფლის მეურნეობის აღორძინების კავშირის (ს/კ 400177651) სახელით, რომლის დაფუძნებულები არიან ყოფილი სოფლის მეურნეობის პროფილის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკები, დარგის ცნობილ მეცნიერთა, პროფესიონალ-პრაქტიკოსთა, ფერმერთა და ეკონომისტთა სამივე თაობის წარმომადგენელები. კავშირის  მიზნები და ამოცანები გამომდინარეობს არსებული გამოწვევებიდან - სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სისტემური კრიზისის დასაძლევად, გასაჯაროებულია მასმედიით, აგრეთვე ელექტრონული სოციალური ქსელებით და მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.

დღიდან დაარსებისა, კავშირი აქტიურად ჩადგა ქვეყნის უპირველესი ამოცანის - მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურში. კორონავირუსის პანდემიის პირობებში საზოგადოება იძულებულია ახალი შესაძლებლობების ძიებით მოირგოს და შეეგუოს რეალობას.    

ჩვენდა საუბედუროდ, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდანვე, აგრარული სფეროს მიმართ დამოკიდებულება - თავიდან უგუნურობით, შემდგომ დანაშაულებრივი ქმედებებით, ყოველწლიურად მკვეთრად უარესდებოდა. ყოფილი მთავრობის ეკონომიკის მინისტრის (2004-2005) მავნებლურმა, კორუფციულმა პოლიტიკამ - "საქართველოში სოფლის მეურნეობა არაა კონკურენტუნარიანი, ამიტომ ფეხებზე დავიკიდოთო" - ეს დარგი  საბოლოოდ დაასამარა. დღეს მოხმარებული სასურსათო პროდუქციის 80%-ზე მეტი იმპორტულია, რაც დიდ რისკებთანაა დაკავშირებული და საფრთხეს უქმნის ჩვენ ქვეყანას. გაეროს რეზოლუციით  ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგება, თუ მოხმარებული სურსათის 20%-ზე მეტი იმპორტულია. საუბედუროდ, ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს აქვს ხელსაყრელი ბუნებრივი, კლიმატური პირობები და ინტელექტუალური პოტენციალი. ქართველი და უცხოელი მეცნიერების მიერ შექმნილი ინოვაციური ტექნოლოგიების ახლებური გამოყენებით,  ეროვნული წარმოების ბიოლოგიურად სუფთა სასურსათო პროდუქციით შესაძლებელია საკუთარი მოსახლეობის მზარდი მოთხოვნების არა მხოლოდ დაკმაყოფილება, არამედ მისი ექსპორტიც. ამასთან, მნიშვნელოვნად გააუმჯობესდება  ექსპორტ-იმპორტის სალდო და  ჩვენსავით პატარა,  ჩრდილოეთის ქვეყანის ნიდერლანდების მსგავსად, საქართველოც შეიძლება იქცეს მსოფლიოში აგრარული პროდუქციის უმსხვილეს ექსპორტიორად.

ჩვენმა კავშირმა გადაწყვიტა დააფუძნოს  „საქართველოს აგრარული აღორძინების პარტია”. დაინტერესებულთ გავაცანით   პარტიის პროგრამული  დებულებები და დასკვნები, რომლის  სლოგანია - ”სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის აღორძინება გადაარჩენს საქართველოს!”  ეს ნიშნავს, რომ წელში გაიმართება სოფელი და სოფლის მეურნეობა,  გადაიჭრება სასურსათო თვითუზრუნველყოფის, მიგრაციის შეჩერების,  ქალაქსა და სოფელში ცხოვრების ხარისხის დაახლოების, ეროვნული ვალუტის დასტაბულირების,  მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების,  ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისა და, რაც მთავარია, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პრობლემები.

ჩვენ მზად ვიყავით  პარტიის დასაფუძნებლად. სამწუხაროდ, მოძრაობის სპონსორების მხრიდან თავი იჩინა განსხვავებულმა მიდგომებმა, რის გამოც გავემიჯნეთ მათ. არჩევნებისათვის გააქტიურებული რამოდენიმე პარტიამაც შემოგვთავაზა მათთან გაერთიანება, დამაინტერესებელი პირობებით. რა თქმა უნდა უარი უთხარით , რადგან არ გვჯერა, რომ ისინი მოინდომებენ ჩვენი პროგრამის განხორციელებას არჩევნების შემდეგ. ამიტომ დროებით, თავი შევიკავეთ ამ პარტიის დაფუძნებაზე და კვლავ განვაგრძობთ მოქმედებას „სოფლისა და სოფლის მეურნეობის აღორძინების კავშირის“ სახელით.

სრულიად ვუჭერთ მხარს მოდერნიზაციის გზით სოფლის გასაძლიერებლად საქართველოს  მთავრობისა და პარლამენტის მიერ ბოლო დროს აღებული კურს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭერთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის-„ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“-  რეალიზებას და გამოვთქვამთ მზადყოფნას ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ გეგმის წარმატებით განხორციელებაში.

ბატონო ბიძინა, გვჯერა რა თქვენი, თქვენს მიერ დაფუძნებული  პარტიის საქმიანობის. კარგად ვიცნობთ თქვენს მიერ გაწეულ ქველმოქმედებებს, გასული წლის სექტემბრიდან ვითხოვთ, თქვენთან ჩვენი კავშირის თუნდაც მცირე აქტივისტთა ჯგუფის  შეხვედრას, (დარგის მეცნიერთა და პრაქტიკოსთა) რაც ვერ შევძელით. რამოდენიმეჯერ განცხადებით მოგმართეთ მართველი პარტიის  ოფისში, ასევე ვთხოვეთ თქვენი პარტიის აქტიურ წევრებს (არჩევნებამდე შეგნებულად არ ვასახელებთ ამ პიროვნებებს), რომლებიც შეგვპირდნენ და დღემდე ვერ მოგვიხერხეს თქვენთან შეხვედრის ორგანიზება. საჩვენოდ არაფერს ვითხოვთ, არც დაფინანსებას, არც რაიმე თანამდებობებეს. გვინდა პირადად გაგაცნოთ ჩვენი კავშირის პროგრამა, მოწონების შემთხვევაში კი გთხოვთ თქვენი პარტიის პროგრამას, მის დასახელებას გამოკვეთილად დაამატოთ - ”საქართველოს აგრარული აღორძინება”. რაც მოგვცემს საშუალებას  ჩვენი კავშირი და ჩვენი პროგრამის მხარდამჭერთა დიდი ჯგუფი არჩევნებში აქტიურად დავუდგეთ გვერდით „ქართულ ოცნებას-დემოკრატიულ საქართველოს“, პარლამენტში  უმრავლესობით მოსასვლელად და  იქ დესტრუქციული პიროვნებების  მოხვედრის შესამცირებლად. თქვენი მხარდაჭერით შესაძლებლი იქნება დასახული მიზნების განხორციელება-ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის კომპლექსური აღორძინება,შესაბამისი ინფრასტრუქტურების განვითარება, აგრარული სისტემური კრიზისის დაძლევა. რაც მოგვცემს საშუალებას ჩვენმა შვილებმა და მათმა თანატოლებმა უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ.

ბატონო ბიძინა, ვიმედოვნებთ, დროულად გამონახავთ მცირე დროს ჩვენთან შესახვედრად.

პატივისცემით,

მურმან ქურიძე 

კავშირის თავმჯდომარე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი,  მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი.      ტელ. 599 93 40 40.

კავშირთან თანამშრომლობენ:

აკადემიკოსები: ნოდარ ჭითანავა, პაატა კოღუაშვილი, თამაზ კუნჭულია, ზურაბ ცქიტიშვილი, ომარ ქეშელაშვილი, ელგუჯა გუგუშვილი, გურამ პაპუნიძე

მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: რამაზ გახოკიძე (სახელმწიფო პრემიების ლაურიატი), ლია კვარაცხელია, მიხეილ ჯიბუტი, შოთა ჩხეიძე, პაატა გიორგაძე, ანზორ მესხიშვილი, ნიკოლოზ სულხანიშვილი, მარიამ ხოსიტაშვილი

ირაკლი გოგავა - საერთაშორისო ექსპერტი სოციალურ საკითხებში  

გოჩა ცოფურაშვილი - სოფლის მეურნეობის აკადემიის ექსპერტი  

ნიკოლოზ ჩხეიძე - ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციის თავმჯდომარე  

დიმიტრი კოსტაროვი  - ტ/კ "საფერავი"  

შოთა მაჭარაშვილი - ჟურნალ“ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქტორი

ირინე ფოცხვერაშვილი - საქართველოს ფერმერთა პოფკავშირების პრეზიდენტი 

დარიკო თოდრია - სს საქართველოს ტუნგო და ეთერზეთების გენერელური დირექტორი 

გურამ საღარაძე - პენსიონერთა საერთაშორისო ალიანსის“არიერგარდის“ თავჯდომარე 

დენიზა სუმბაძე - საქართველოს ეროვნული პრობლემების ანალიტიკური დარბაზის ხელმძღვანელი 

ანზორ საკანდელიძე - რეფორმატორთა კავშირის თავჯდომარე 

გიორგი მუხაშავრია - ინჟინერ-გამომგონებელი

ჩაწერა სახელი