რეზონანსი
(19.05.2020)

დღესდღეობით ჩვენი ქვეყნისათვის, სადაც სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სისტემური კრიზისია, პირველი რიგის ამოცანა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მადლობა ღმერთს, ეს სადავო აღარ არის.

ჩვენდა საუბედუროდ, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან მოყოლებული, აგრარული სფეროს მიმართ დამოკიდებულება ყოველწლიურად მკვეთრად უარესდებოდა, თავიდან უგუნურობით, შემდგომ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად. ბენდუქიძის მავნებლურმა, კორუფციულმა პოლიტიკამ - "საქართველოში სოფლის მეურნეობა არაა კონკურენტუნარიანი, ამიტომ ფეხებზე დავიკიდოთო" - საქართველო საბოლოოდ უფსკრულში გადაჩეხა. დღეს მოხმარებული სასურსათო პროდუქციის 80%-ზე მეტი იმპორტულია, რაც დიდ რისკებთანაა დაკავშირებული და საფრთხეს უქმნის ჩვენ ქვეყანას. გაეროს რეზოლუციით იმ ქვეყნის სასუსათო უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგება, თუ მოხმარებული სურსათის 20%-ზე მეტი იმპორტულია. საუბედუროდ, ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს აქვს ხელსაყრელი ბუნებრივი, კლიმატური პირობები და ინტელექტუალური პოტენციალი, რათა ქართველი და უცხოელი მეცნიერების მიერ შექმნილი ახალი მაღალი ხარისხის ჯიშებით და ინოვაციური ტექნოლოგიების, ახლებული მიდგომების გამოყენებით, განსაკუთრებით: ჩვენი მეცნიერების მიერ შექმნილი ბიოენერგოაქტივატორი "ბიორაგი"-ს (რ. გახოკიძე), აზიური ფაროსანას ლიკვიდაციისათვის დღესდღეობით მსოფლიოში დაშვებული ტოქსიკური ქიმიური ნივთიერების, პესტიციდ - "ბიფენტრინი"-ს მაგიერად, ბიოპრეპარატ "ანტიფარი"-ს, (რ.გახოკიძე, ლ.კვარაცხელია) ჩანაცვლებით, ასევე მალფუჭებადი ხილისა და ბოსტნეულისაგან ვაკუუმშრობის ინოვაციური მეთოდის დანერგვით ეკოლოგიურად სუფთა ჩირებისა და "ბატონები"-ს დამზადებით (გ.მუხაშავრია) და სხვა ახალი მეთოდების გამოყენებით შესაძლებელი იქნება არა მარტო დავაკმაყოფილოთ საკუთარი მოსახლეობის მზარდი მოთხოვნები ეროვნული წარმოების, ბიოლოგიურად სუფთა სასუსათო პროდუქციით, არამედ უზრუნველვყოთ მისი ექსპორტიც და ექსპორტ-იმპორტის სალდოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესება, როგორც ეს შეძლო ჩვენსავით მცირე, ჩრდილოეთის ქვეყანა ნიდერლანდებმა, იგი იქცა მსოფლიოში აგრარული პროდუქციის უმსხვილეს ექსპორტიორად.

ჩვენ - "საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის აღორძინების კავშირმა", (ს/კ 400177651, 08.06.2016), რომელიც დაფუძნებულია: ყოფილი სოფლის მეურნეობის პროფილის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერ-მუშაკთა, დარგის ცნობილ მეცნიერთა, პროფესიონალ-პრაქტიკოსთა, ფერმერთა და ეკონომისტთა სამივე თაობის წარმომადგენლების მიერ, რომლის მიზნები და ამოცანები გამომდინარეობს არსებული გამოწვევებიდან, მივიღეთ გადაწყვეტილება დავაფუძნოთ "საქართველოს აგრარული აღორძინების პარტია", რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის კომპლექსურ აღორძინებას, შესაბამისი ინფრასტრუქტურების განვითარებას.

მთავრობამ მნიშვნელოვანი სუფსიდირება, სისტემური და სტრუქტურული რეფორმა, მკაცრი რეგულირება უნდა განახორციელოს სოფლის მეურნეობის იმ სტრატეგიული დარგების ასაღორძინებლად, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას.  პანდემია - კორონავირუსი ახალი წესრიგით ცხოვრებას აიძულებს მოსახლეობას. ასეთია დღევანდელი და ხვალინდელი დღის რეალობა.  საზოგადოება იძულებულია ახალი შესაძლებლობების განუხრელი ძიებით მოირგოს და შეეგუოს ამ რეალობას. ამ საქმიანობების განსახორციელებლად პარლამენტს და მთავრობას წარვუდგენთ იმ ცვლილებების ნუსხას კანონმდებლობაში და სამთავრობო სტრუქტურებში, რაც აუცილებელი იქნება ამ დარგების სისტემური კრიზისისგან თავის დასაღწევად. დასაფუძნებელი პარტიის პროგრამული დასკვნები და დებულებები საჯაროდ არის გამოცხადებული მასმედიისა და ელექტრეონული ქსელების მეშვეობით. პირადად გავუგზავნეთ: საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს პარლამენტის თავჯდომარეს, მმართველ პარტიას. ვიმედოვნერთ, რომ ჯეროვან ყურადღებას დაგვითმობენ.

საქართველოს აგრარული აღორძინება განხილული უნდა იქნეს, როგორც ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს აგრარულ-ინდუსტრიულ ქვეყნად, რომლის განხორციელების შედეგად მიიღწევა ჩვენი უმთავრესი მიზნები: სოფლის აღორძინება, მიგრაციის შეჩერება, სასურსათო თვითუზრუნველყოფა ქალაქსა და სოფელს შორის ცხოვრების ხარისხის დაახლოება, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, ეროვნული ვალუტის დასტაბილურება, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება და რაც მთავარია, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა. ამასთან, ეს პროცესები უნდა განხორციელდეს სოფლის აღორძინების, სოფლად მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ზრდის პარალელურად, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის რეალიზებით.

მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, ხელისუფლებას პოლიტიკურ პარტიებს, სამეცნიერო და აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორის, მასმედიის წარმომადგენლებს, ფართო საზოგადოებას, მხარი დაუჭირეთ წარმოდგენილ ღონისძიებებს და დაუყონებლივ დავიწყოთ მათი განხორციელება, რათა შეჩერდეს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სისტემური კრიზისი, ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ. 

სრულიად ვუჭერთ მხარს მოდერნიზაციის გზით სოფლის გასაძლიერებლად საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიერ ბოლო დროს აღებულ კურს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის - "ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე" - რეალიზებას და გამოვთქვამთ მზადყოფნას საქართველოს აგრარული აღორძინების პარტიამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთო ძალისხმევაში, ჩვენს მიერ წარმოდგენილ პროგრამის შესაბამისად.

სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის აღორძინება გადაარჩენს საქართველოს!

ველით თქვენს მხარდაჭერას!!!

მურმან ქურიძე - კავშირის თავმჯდომარე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი. მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი; მობ. 599 93 40 40.

კავშირთან თანამშრომლობენ:

აკადემიკოსები: ნოდარ ჭითანავა, პაატა კოღუაშვილი, თამაზ კუნჭულია, ზურაბ ცქიტიშვილი, ომარ ქეშელაშვილი, ელგუჯა გუგუშვილი, გურამ პაპუნიძე;

მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: რამაზ გახოკიძე (სახელმწიფო პრემიების ლაურიატი), ლია კვარაცხელია, მიხეილ ჯიბუტი, შოთა ჩხეიძე, პაატა გიორგაძე, ანზორ მესხიშვილი, ნიკოლოზ სულხანიშვილი, მარიამ ხოსიტაშვილი.

საერთაშორისო ექსპერტი სოციალურ საკითხებში - ირაკლი გოგავა;

სოფლის მეურნეობის აკადემიის ექსპერტი - გოჩა ცოფურაშვილი;

ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიცია - თავმჯდომარე - ნიკოლოზ ჩხეიძე;

ტ/კ "საფერავი" - დიმიტრი კოსტაროვი;

ჟურნალ "ახალი აგრარული საქართველოს" რედაქტორი - შოთა მაჭარაშვილი;

საქართველოს ფერმერთა პროფკავშირების პრეზიდენტი - ირინე ფხოველიშვილი;

პენსიონერთა საერთაშორისო ალიანსის "არიერგარდის" თავმჯდომარე - გურამ საღარაძე;

საქართველოს ეროვნული პრობლემების ანალიტიკური დარბაზის ხელმძღვანელი - დენიზა სუმბაძე;

რეფორმატორთა კავშირის თავმჯდომარე - ანზორ საკანდელიძე;

ინჟინერ-გამომგონებელი - გიორგი მუხაშავრია;

ჩაწერა სახელი
მედეა (22.05.2020)
დიდებული საქმე წამოგიწყიათ სახელოვანო ადამიანებო! ახლა სიტყვა მთავრობას ეკუთვნის, რამდენად ახლოს მიიტანს გულთან თქვენს განზრახვას და მხარს დაგიჭერთ ფინანსურადაც. გისურვებთ ულევ წარმატებებს!