ია აბულაშვილი
(07.05.2020)

"ხელისუფლება სწორი მიმართულებით მიდის და კარგია რომ ადეკვატურია. მთავარია, გაიხსნას ქალაქები და ამუშავდეს საწარომები. რაც შეეხება კომენდანტის საათს და საგანგებო მდგომარეობის მოხსნას, აქ ცოტა სიფრთხილეა საჭირო, რადგან არ ვიცით, როგორ წავა ინფექციის გავრცელების პროცესი.

"სიტუაციის გართულების შემთხვევაში, ისევ თუ გამოცხადდება საგანგებო მდგომარეობა, ეს მოსახლეობის ფისქოლოგიურ მდგომარეობაზე უფრო ცუდად იმოქმედებს"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე პრემიერ-მინსტრ გახარის განცხადებას შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით.

პრემიერის განცხადებით, 11 მაისიდან თბილისში შესვლა და გამოსვლაზე ყველა სახის შეზღუდვა იხსნებ. ასევე, 11 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის საწარმო და მაღაზია, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის გარდა. პირველი ივლისიდან კი საქართველო უცხოური ტურისტების მისაღებად მზად იქნება.

"ხელისუფლება სწორი ნაბიჯებით მიდის, კარგია რომ ადექვატურად იქცევა. მთავარია, გაიხსნას ქალაქები, ამუშავდეს წარმოება და ბიზნესი, რაც ეკონომიკას შეღავათს მისცემს.

"თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, როდის ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ამ ხალხმა ხომ სამსახურებში უნდა იარონ? რაც შეეხება ტურიზმს, აქ დიდი იმედები არ უნდა გვქონდეს, რადგან ეკონომიკური კრიზისი შეეხო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელს მსოფლიოს და ფაქტია, რომ ტურისტების დიდი ნაკადი ვერ იქნება. ქართულმა ტურიზმმა ამ მოცემულობაში, არა წინასვლაზე, არამედ გადარჩენაზე უნდა იზრუნოს.

"კომენდანტის საათთან და საგანგებო მდგომარეობის მოხსნასთან დაკავშირებთი, ვფიქრობ, ცოტა ფრთხილი მიდგომაა საჭირო, რადაგნ ჩვენ არ ვიცით, როგორ წავა ინფექციის გავრცელების პროცესი.

"თუ სტაბილური იქნება მდგომარეობა, ეტაპობრივად ამის მოხსნაც შეიძლება, ვიდრე ხელახლა გახდეს საჭირო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ეს უფრო მძიმედ აისახება მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

"ამიტომ, ოპოზიციაც ფრთხილი უნდა იყოს თავის განცხადებებში, ერთი-ორი კვირით საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნებით არაფერს წააგებს. საგანგებო მდგომარეობა დათქმულ ვადაში თუ მოიხსნება, კონსტიტუციაში შესწორებების შეტან მოესწრება"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

ჩაწერა სახელი