ია აბულაშვილი
(10.02.2020)

"ამ ვიზიტებიდან გამოჩნდა ის, რომ ამერიკელების ტონი არ იყო ისეთი მკაცრი, როგორც ეს ჩანდა იმ კრიტიკულ წერილებში. პირიქით, ჭარბობდა ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობა და თანამშრომლობის პერსპექტივა" - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მმართველი გუნდის ვიზიტებს აშშ-ში.

"ფრაგმენტებშიც არ ჩანდა, რომ არიქა, ოპოზიციის ყველა სურვილი გაითვალისწინეთო. ამერიკული მხარ ნამდვილად ვერ ეტყოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მაჟორიტარული სისტემა ცუდია, რადგან თავად ამ სისტემით ირჩევნე ყველას.

"აქ ლაპარაკი არ არის სისტემა ცუდია თუ არა, ლაპარკია იმაზე, რომ შეთანხმდით და ქვეყანაში არ იყოს არეულობაო. ხომ არ ეტყოდნენ წადით და თავპირი ამტვრიეთ ერთმანეთსო, ეტყოდნენ შეთანხმდითო.

"ამიტომ ვამბობ, რომ ამ ვიზიტებიდან მე დავინახე, რომ მათ გეგმებში ნამდვილად არ შედის ოპოზიციური ტალღის გაძლიერება, პირიქით, მომხრე არიან რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა. ხელისუფლებისდამი კეთილგანწყობა და თანამშრომლობის პერსპექტივა.

"ასე, რომ ოპოზიციის განცხადებები, რომ ქვას-ქვაზე არ დატოვებდნენ, იმედები გაუცრუვდათ და ტონალობაში დაბნეულობა შეინიშნება. ნახეს, რომ 300 კაცით ძნელია ქვეყანაში ქვა-ქვაზე არ დატოვო. ამას ემატება სააკაშვილის განცხადება, რომ თავის შტაბს ქმნის, რამაც როგორც ჩანს დაბნეულობა შეიტანა ოპოზიციაში.

"არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილის ფაქტორმა საფრთხე შეუქმნას ოპოზიციის ერთობასაც. ვფიქრობ, "ოცნებამ" სააკაშვილი უნდა დააჯილდოვოს ამ განცხადების გაკეთებისთვის" - განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

ჩაწერა სახელი