ია აბულაშვილი
(05.11.2019)

 "ეს არის მისი პირადი ინდივიდუალური გადაწყვეტილება, თუ პოლიტიკაში დარჩენას აპირებს, ამას ექნება გამართლება, რომ პოლიტიკაში მყოფი ადამიანი არ უნდა იყოს დატვირთული ბიზნეს კომპონენტებით" - ასე ეხმაურება ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ბიძინა ივანივშილის ინტერვიუს, სადაც ის აცხადებს, რომ აპირებს თავისი ქონების 90%-ი ქველმოქმედებას მოახმაროს.

"ბიძინა ივანიშვილის გეგმებს არ ვიცნობ, ამიტომ გამიჭირდება მისი გადაწყვტილების შეფასება. რაც შეეხება განაცხადს, რომ აპირებს თავისი ქონების 90%-ი ქველმოქმედებას მოახმაროს, ეს მისი პირადი, ინდივიდუალური გადაწყვტილებაა.

"თუ პოლიტიკაში დარჩენას აპირებს, ამას ექნება გამართლება, რომ პოლიტიკაში მყოფი ადამიანი არ უნდა იყოს დატვირთული ბიზნეს კომპონენტებით. რა მიმართულებით წავა ეს ქველმოქმედება, ესეც მისი გადასაწყვეტია"- აცხადებს "რეზონანსთან" დემურ გიორხელიძე.

ჩაწერა სახელი