ია აბულაშვილი
(02.11.2019)

 "რადგან, ამ რეაქციულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს პატრიარქს, ახლა სამიზნედ მთლიანად მართლმადიდებლური სარწმუნოება აიღეს და მიდის დიდი შეტევა; მაგრამ არაფერი გამოუვათ, რადგან საქართველო აქამდე მართლმადიდებლური რწმენით მოვიდა, თუ ეს მოხდება, მაშინ ქართველი ერიც გადაგვარდება"- ასე ეხმაურება აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი საქართველოს პატრიარქის ილია მეორის მიმართ გამოთქმულ სკანდალურ განცხადებებს.

"ძალიან მძიმე მოვლენასთან გვაქვს საქმე. ეს არის დიდი შეტევა პატრიარქზე და ჩვენს სარწმუნოებაზე. რატომღაც არავინ მიაქცია ყურადღება, ერთ-ერთი ტელევიზიით გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ქვეყნები, სადაც მართლმადიდებლური სარწმუნოებაა, ცხოვრების დონე ყველაზე დაბალია.

"დასკვნა თქვენ გამoიტანეთ, თურმე მართლმადიდებლობა ყოფილა მთავარი მიზეზი, რომ ამ ქვეყნებში ცხოვრების დონე დაბალ ნიშნულზეა. რადგან ამ რეაქციულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს პატრიარქს და პირველი ნიშანი იყო, იმ უღირსი კაცის, პეტრეს გამონათქვამები პატრიარქის მიმართ. ის არის იარაღი და დაითანხმეს, რომ ეს ეთქვა.

"ახლა სამიზნედ აიღეს მთლიანად მართლმადიდებლური სარწმუნოება და მასზე მიდის დიდი შეტევა. საზოგადოების აზრი არ აინტერესებთ, მთავარია, თქვან თავისი სათქმელი. მაგრამ, ამ რეაქციულ ძალებს არაფერი გამოუვათ; საქართველო აქამდე მართლმადიდებულური რწმენით მოვიდა.

"რაც შეეხება შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს, ჩვენს პატრიარქს ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს საზოგადოებაში. ერთხელ თქვა ფანჯრებში სანთლები დაანთეთო და მთელი საქართველო დღემდე ფანჯრებში სანთლებს ანთებს.

"მაგრამ, ის, რომ საპატრიარქოში ყველაფერი კარგად არ არის და ეს უკვე გამოჩნდა, ამ სიტუაციას ერთი კაცი ვერ დაალაგებს, ამიტომ პატრიარქის ირგვლივ უნდა გაერთიანდნენ ჭეშმარიტი მეუფეები და ყველა პრობლემა საპატრირაქოს წიაღში უნდა მოგვარდეს" - განაცხადა "მთელ კვირასთან" თემურ ნანეიშვილმა.

 

ჩაწერა სახელი