რეზონანსი
(27.08.2019)

 მოგახსენებთ, რომ ჩემი პროგრამა შეეხება პროექტს „უსაფრთხო ოჯახი“. მისი მიზანია მოსახლეობის დაცვა უდიდესი მსხვერპლისაგან გაზის მეურნეობაში არსებული ხარვეზების გამო. 

ცნობილია, რომ საქართველოს მოსახლეობის 90 % ბუნებრივ აირს იყენებს ჰიგიენური მიზნებისთვის და როგორც გათბობის საშუალებას. განსაკუთრებით დიდია მოთხოვნილება ბუნებრივ აირზე ზამთრის პერიოდში. ეკონომიური სიდუხჭირის გამო, მოსახლეობა მოიხმარს ღია წვის კამერებით მომუშავე გაზისა და წყლის დაბალფასიან გამაცხელებლებს, რომლებიც გამოირჩევა უსაფრთხოების დაბალი ხარისხით. ამას ემატება ისიც, რომ აღნიშნული ხელსაწყოები და დანადგარები დამონტაჟებულია ტექნიკურად გაუმართავად. სწორედ არასწორად და არაუსაფრთხოდ დამონტაჟებული გაზის დანადგარების უმრავლესობა ღია წვის კამერით იწვევს აბონენტების მოწამვლას ნამწვი აირებით, რომელიც შეიცავს ნახშირჟანგს, CO-ს. 

ხშირია ჩვეულებრივი საწვავი გაზის მოხმარებისას სხვა სახის ტექნიკური პირობების დარღვევის შემთხვევებიც. მათ შორის უმნიშვნელოვანესია გაზის პოტენციური გაჟონვის ადგილების განიავების საკითხი. უსაფრთხოების ამ ნორმის დარღვევა განაპირობებს სწორედ ლოკალურ აფეთქებებს.

დარღვევებს აქვს ადგილი სადისტრიბუციო კომპანიების მიერ დანადგარების გათიშვებისას ქსელიდან - როცა დანადგარები ითიშება, ხოლო გაზის მიწოდება აბონენტებს არ უწყდებთ და აბონენტები თვითნებურად რთავენ გათიშულ დანადგარებს. კერძო კომპანიები ფიქრობენ მხოლოდ მოგებაზე. ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ უსაფრთხოების წესის დამრღვევ აბონენტს შეუწყვიტონ გაზის მიწოდება, მას უთიშავენ დანადგარს, რომელიც კვლავ აბონენტის კონტროლქვეშ რჩება. ამიტომ აბონენტი, გაზის სადისტრიბუციო კომპანიის თანამშრომლის წასვლისთანავე, თვითნებურად რთავს დანადგარს და კვლავ უსაფრთხოების წესების დარღვევით აგრძელებს გაზის მოხმარებას. ეს კომპანიის დანაშაულია, რომელსაც მასობრივი მსხვერპლი მოსდევს.

სადისტრიბუციო კომპანიები, რომლებიც ახდენენ საქართველოს ტერიტორიაზე გაზის დისტრიბუციას, არ ზრუნავენ აბონენტების უსაფრთხოებაზე.

აბონენტების დასაცავად საჭიროა შემდეგი ღონისძიებების დანერგვა:

  • სემეკმა მისცეს მითითება გაზის სადისტრიბუციო კომპანიებს, შეუწყვიტოს გაზის მიწოდება აბონენტებს, სანამ არ მოხდება მათი უზრუნველყოფა გაზის დეტექტორებით და ელექტროამომრთველებით სადისტრიბუციო ქსელში.
  • სახელმწიფომ უნდა მოახდინოს დეტექტორების შეძენა და მათი მონტაჟი თანადაფინანსებით სადისტრიბუციო კომპანიებთან. 
  • სახელმწიფომ უნდა განახორციელოს მკაცრი კონტროლი სადისტრიბუციო კომპანიების საქმიანობაზე უსაფრთხოების კუთხით. 
  • განხორციელდეს მკაცრი კონტროლი საწვავი გაზის მოხმარების საქმეში უსაფრთხოების წესების დაცვაზე სახელმწიფოს მხრიდან, რომელიცაა კონსტიტუციურად პასუხისმგებელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. სახელმწიფომ უნდა შეძლოს ყველა აბონენტის დაცვა.

იდეალური ვარიანტი იქნება, ჩვენი სახელმწიფო ხელს თუ შეუწყობს დეტექტორების და ელექტროვენტილების წარმოების შექმნას ქვეყანაში, რითაც დასაქმდება ასობით ადამიანი. იმის გამო, რომ პროექტი შეიცავს როგორც ეკონომიურ, ისე პოლიტიკურ მხარეს.

პატივისცემით,

დავით გუჯაბიძე

ჩაწერა სახელი