რეზონანსი
(30.12.2021)

არჩევნები მნიშვნელოვანი მოვლენაა დემოკრატიული საზოგადოების ცხოვრებაში. მისი ჩატარების ხარისხი დიდ ყურაღებას მოითხოვს. უთუოდ საგულისხმო საკითხია ამომრჩეველთა სიებისა და რაოდენობის სიზუსტე. ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზებისა და მიზნების გამო, ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში ჩატარებული არჩევნები ხასიათდება ამომრჩეველთა რიცხოვნების უზუსტობით, როგორც ეს ირკვევა მოსახლეობის რაოდენობასა და ასაკობრივ სტრუქტურასთან ამომრჩეველთა რაოდენობის შედარებით. გაკვირვებას იწვევს, თუ რატომ ხდება ამ საკითხის ყურადღების გარეშე დატოვება.

საუბარი არის შემდეგზე: საქართველოს მოსახლეობა, სტატისტიკის მიხედვით, შეადგენს 3728,6 ათას კაცს. აქედან 0-18 წლისაა 972 ათასი (ციფრები მიახლოებითია, მცირე ცდომილებით). ამომრჩეველთა რაოდენობა, ოფიციალური მონაცემებით, 3497,34 ათასს შეადგენს. ფაქტობრივად, არასაარჩევნო ასაკის მოსახლეობის გამოკლებით, რაც 972 ათასს, ე.ი. 26%-ს უდრის. ამომრჩეველთა ოფიციალური რაოდენობის მიხედვით კი, მოსახლეობის ეს ნაწილი გამოდის 231,3 ათასი, რაც სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს. ამომრჩეველთა ფაქტობრივი რაოდენობა, აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე, უნდა იყოს 2757 ათასი და არა _ 3497,34 ათასი, ე.ი. ამ ოფიციალურ მონაცემებზე 740 ათასით ნაკლები. გაუგებარია, ამომრჩეველთა ეს ზედმეტი რაოდენობა საიდან აღმოჩნდა სიებში.

ქალაქ თბილისის მიხედვით გვაქვს შემდეგი მდგომარეობა: ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 1 173 ათასს, ამომრჩევლის ასაკამდე მოსახლეობა _ 305 ათასს. ამომრჩეველთა რაოდებობა, ოფიცილური მონაცემებით, არის 1,003 ათასი. საარჩევნო ასაკამდე მოსახლეობის გამოკლებით, ე.ი. ამომრჩევლის ფაქტობრივი რიცხვი, თბილისში უნდა იყოს 868 ათასი და არა 1002, 9 ათასი. მაშასადამე, აქ ზედმეტი გამოდის 135 ათასი. 

სავარაუდოა, რომ ანალოგიური მდგომარეობა მეტ-ნაკლები ზომით არის სხვა რეგიონებში.

მიმაჩნია, რომ ამ საკითხით უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი სტრუქტურები და მიიღონ საჭირო ზომები ხარვეზის გამოსასწორებლად.

გიორგი მალაშხია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე