რეზონანსი
(02.02.2021)


 პანდემიის დაწყებამდე პოლონეთის ეკონომიკური მაჩვენებლები ჩინებული იყო: ცხოვრების დონე სწრაფად უახლოვდებოდა OECD- ის ყველაზე მოწინავე ქვეყნების დონეს, ხოლო უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულად დაბალ დონემდე დაიწია და OECD-ს საშუალო მაჩვენებელზე დაბალი იყო. სხვა ქვეყნების მსგავსად, COVID-19-ით გამოწვეულმა კრიზისმა მკვეთრად შეაფერხა ქვეყნის განვითარება. ამასთან, პოლონეთმა წარმატებით მოახერხა ეკონომიკური დანაკარგების შემცირება.ჩვენი მოლოდინია, რომ წელს მშპ 3.5% -ით შემცირდება, მაშინ როცა 2021 წელს 2.9% -ით ხოლო 2022 წელს 3.8% -ით გაიზრდება.

ფისკალური და მონეტარული დახმარების წყალობით, კრიზისი ნაკლებად მწვავე იყო, ვიდრე OECD-ს უმეტეს ქვეყნებში.

პირდაპირი ფისკალური დახმარება, როგორიცაა საგანგებო დახმარების სახსრები ჯანდაცვის, შინა მეურნეობებისა და ფირმების მხარდასაჭერად, 2020 წლისთვის მშპ-ს დაახლოებით 5,2% შეადგენს. გარდ აიმისა, რომ გათვალისწინებულია ე.წ. „ფინანსური ფარი", რომელიც მოიცავს საკრედიტო გარანტიებს, მთავრობამ ასევე შესთავაზა მშპ-ს დაახლოებით 10% -იანი პირდაპირი ან არაპირდაპირი ფისკალური მხარდაჭერა. ცენტრალურმა ბანკმა შეამცირა მისი პოლიტიკის მაჩვენებელი 0,1%-მდე და შემოიღო უპრეცედენტო რაოდენობრივი შემსუბუქება. თუ ეკონომიკური პირობები კვლავ შესუსტდება, ხელისუფლებამუნდაგანაგრძოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიმედოვნებთ დაველოდებით, რომ პოლონეთი ამ კრიზისიდან ნაკლები დანაკლისებით გამოვა, ვიდრე ბევრი სხვა ქვეყანა, წინამდებარე კვლევა ასახავს რიგ მნიშვნელოვან გამოწვევას. აქედან გამოვყოფდი ხუთ პრიორიტეტულს.

პირველი, სამთავრობო პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს მოთხოვნა, სანამ მოხდება მოსახლეობის უმეტესობის ვაქცინაცია, რაც ეკონომიკური პირობების გარკვეულ ნორმალიზაციას უზრუნველყოფს. ამან უნდა დაეხმაროს ყველაზე მეტად დაზარალებულებს, მათ შორის დაბალი კვალიფიკაციის, დროებით და თვით დასაქმებულ მუშაკებს. უკვე კრიზისამდე, ისინი პოლონეთის მუშახელის საკმაოდ დიდ წილს შეადგენდნენ, ხოლო მათი წილი კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებში საკმაოდ სუსტი იყო.

მეორე, უნდა გამოსწორდეს ჯანდაცვის სისტემის ფუნდამენტური ხარვეზები. 2019 წელს ჯანდაცვის ხარჯებმა მშპ-ს მხოლოდ 6.2%-ი შეადგინა, რაც მესამედით ნაკლებია OECD- ს საშუალო მაჩვენებელზე. სიცოცხლის ხანგრძლივობა - 77.7 წელი 2018 წელს - თითქმის სამი წლით დაბალია OECD-ს საშუალო მაჩვენებელზე. წამყვან პრიორიტეტს კვლავ პანდემიასთან ბრძოლა წარმოადგენს - განსაკუთრებით ვაქცინის უზრუნველყოფა, თუმცა ამასთან ერთად არსებითია პირველადი ჯანდაცვისა და პროფილაქტიკის გაძლიერება.

მესამე, მთავრობამ კრიზისის შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს მწვანე ინვესტიციების წინ წამოსაწევად და დააჩქაროს უფრო მწვანე ეკონომიკაზე ტრანსფორმაცია.

ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი წვრილი ნაწილაკებისგან მაღალია და ეკონომიკის CO2 ინტენსივობა 30%-ით მაღალია OECD- ს საშუალო მაჩვენებელზე, ელექტროენერგიის წარმოებისთვის ნახშირზე გადაჭარბებული დამოკიდებულებით.

მკაფიო გარემოსდაცვითი სტრატეგიის მიღება, უკეთეს ფასობრივ სიგნალებთან ერთად, განსაკუთრებით მანქანებზე და ნახშირბადის გამონაბოლქვზე გადასახადების შემოღება, პრიორიტეტული უნდა იყოს. ეს უნდა მოიცავდეს დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების დახმარებას, უარყოფითი სადისტრიბუციო ეფექტის თავიდან ასაცილებლად.

მეოთხე, ზრდა უფრო ინკლუზიური უნდა გახდეს ხანდაზმული მუშაკებისა და ქალების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდით. სამუშაო ასაკის მოსახლეობა იკლებს, ხოლო უნარების დეფიციტი მატულობს. ქმედითი საპენსიო ასაკი დაბალია:

ქალებისათვის ეს იყო 60,6 წელი 2018 წელს, რაც სამი წლით ნაკლებია OECD- ს საშუალო მაჩვენებელზე.

არსებული წესები სთანახმად, მომდევნო ათწლეულების განმავლობაში საპენსიო ჩანაცვლების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად უნდა დაიწიოს. ამან შეიძლება გაზარდოს ხანდაზმულთა სიღარიბე, განსაკუთრებით ქალების.

უკეთესი პენსიების უზრუნველსაყოფად, საპენსიო ასაკის ქალი დამამაკაცი თანდათან უნდა იყოს გათანაბრებული და გაიზარდოს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შესაბამისად. ბავშვების საგანმანათლებლო შედეგების გასაუმჯობესებლად და ქალთა შრომით ბაზარზე ინტეგრაციისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ბავშვთა სოციალური დაცვის და გრძელვადიანი დაცვის საშუალებების კიდევ უფრო გაფართოება, რაც მიზნად ისახავს დაბალშემოსავლიანი ოჯახებისა და დაუცველი რეგიონების დასახლებას.

და ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა პროდუქტიულობის ზრდისა და რეგიონალური უთანასწორობის შესამცირებლად. მთავრობამ უნდა გააგრძელოს ადმინისტრაციული ტვირთის შემსუბუქება; შემდგომი კლასტერული პოლიტიკის შემუშავება, რაც მცირე კომპანიებს დაეხმარება მენეჯმენტისა და ექსპორტის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაში; დ აინვესტიციების გაზრდა უნარებში, განსაკუთრებით მენეჯმენტის სასწავლო პროგრამების საშუალებით.

პოლონეთის ძლიერი ეკონომიკური იმპულსი საშუალებას იძლევა, რომ COVID-19 კრიზისს შედარებით კარგად გაუმკლავდეს. მაგრამ პანდემიამ გააუარესა მანამდე არსებული ზოგიერთი გამოწვევა და შექმნა ახალი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შევძლებთ მათ გადალახვას, როგორც წარსულში არაერთხელ მომხდარა. დარწმუნებული იყავით, რომ OECD მზად არის თქვენთან ერთად იმუშაოს პოლონეთში უკეთესი ცხოვრების დონის უზრუნველყოფის მიზნით.

ტექსტი ერთდროულად ქვეყნდება პოლონეთის ყოველთვიურ ჟურნალში „Wszystko Co Najważniejsze" ვარშავის საფონდო ბირჟასთან პარტნიორობით.

 

ანხელ ხურია (OECD, გენერალური მდივანი)

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ჩაწერა სახელი