რეზონანსი
(13.08.2020)

ბატონო გიორგი!

განმეორებით, მოკრძალებით მოგმართავთ საქართველოს სოფლისა  და  სოფლის მეურნეობის აღორძინების კავშირის (ს/კ 400177651. 08.06.2016)-„საქართველოს აგრარული აღორძინების“ სახელით, რომლის დამფუძნებულები არიან ყოფილი სოფლის მეურნეობის პროფილის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკები, დარგის ცნობილ მეცნიერთა, პროფესიონალ-პრაქტიკოსთა, ფერმერთა და ეკონომისტთა სამივე თაობის წარმომადგენლები. 

კავშირის  მიზნები და ამოცანები გამომდინარეობს ქვეყანაში არსებული გამოწვევებიდან - სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სისტემური კრიზისის დასაძლევად, რაც გასაჯაროებულია მასმედიით, აგრეთვე ელექტრონულ-სოციალური ქსელებით და რომელიც მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობს.

დღიდან დაარსებისა, ჩვენი კავშირი აქტიურად ჩადგა ქვეყნის უპირველესი ამოცანის - მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურში. რაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჩვენი მოსახლეობის პირველი რიგის ამოცანა უნდა გახდეს. საზოგადოება იძულებულია ახალი შესაძლებლობების ძიებით მოირგოს და შეეგუოს ამ რეალობას.    

ჩვენდა საუბედუროდ, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდანვე, ჩვენი ქვეყნის აგრარული სფეროს მიმართ დამოკიდებულება  თავიდან უგუნურობით, შემდგომ დანაშაულებრივი ქმედებებით, ყოველწლიურად მკვეთრად უარესდებოდა. ყოფილი მთავრობის ეკონომიკის მინისტრის (კ. ბენდუქიძის) მავნებლურ-კორუფციულმა პოლიტიკამ - "საქართველოში სოფლის მეურნეობა არაა კონკურენტუნარიანი, ამიტომ ფეხებზე დავიკიდოთო"  - ეს დარგი  საბოლოოდ დაასამარა. 

დღეს მოხმარებული სასურსათო პროდუქციის 80%-ზე მეტი იმპორტულია, რაც დიდ რისკებთანაა დაკავშირებული და საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანასა და მის მომავალს. გაეროს რეზოლუციით  ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგება, თუ მოხმარებული სურსათის 20%-ზე მეტი იმპორტულია. საუბედუროდ, ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს აქვს ხელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობები და ინტელექტუალური პოტენციალი, ქართველი და უცხოელი მეცნიერების მიერ შექმნილი ინოვაციური ტექნოლოგიების, ახლებური მიდგომების გამოყენებით, არა მარტო დავაკმაყოფილოთ ჩვენი მოსახლეობის მზარდი მოთხოვნები ეროვნული  წარმოების, ბიოლოგიურად სუფთა სასურსათო პროდუქციით, არამედ უზრუნველვყოთ მისი ექსპორტიც და ექსპორტ-იმპორტის სალდოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. ჩვენსავით პატარა, ჩრდილოეთის ქვეყანის, ნიდერლანდების მსგავსად, საქართველოც შესაძლებელია ვაქციოთ მსოფლიოში აგრარული პროდუქციის უმსხვილეს ექსპორტიორად.

ჩვენი  პროგრამით, საქართველოს  აგრარული აღორძინება  განხილული უნდა იქნეს, როგორც ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა, რათა საქართველო ჩამოყალიბდეს აგრარულ-ინდუსტრიულ ქვეყნად, რომლის განხორციელების შედეგად მიიღწევა ჩვენი უმთავრესი მიზნები: წელში გაიმართება სოფელი და სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა და მასთან დაკავშირებული დარგები, გადაიჭრება მიგრაციის შეჩერების,  სასურსათო თვითუზრუნველყოფის, ქალაქსა და სოფელში ცხოვრების ხარისხის დაახლოების, ეროვნული ვალუტის დასტაბულირების, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისა და, რაც მთავარია, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პრობლემები. 

არჩევნებისათვის გააქტიურებულმა რამოდენიმე პარტიამ შემოგვთავაზა მათთან გაერთიანება, დამაინტერესებელი პირობებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიების უმეტესობას  ვაფასებთ, მაგრამ მათი მოკრძალებული შესაძლებლობის გამო, რა თქმა უნდა,  უარი ვუთხარით. პროგრამის გასაცნობად. ჩვენი კავშირის აქტივისტთა მცირე ჯგუფით შეხვედრის თხოვნით,  არა  ერთხელ მივმართედ მმართველი პარტიის თავჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, გენერალურ და აღმასრულებელ მდივნებს, პარლამენტის თავჯდომარეს, ქვეყნის პრეზიდენტს. მიgვიღო მხოლოდ პრეზიდენტმა, მას ვთხოვეთ მართველი პარტიის თავჯდომარესთან შეხვედრაში დაგვხმარებოდა. პასუხმა გაგვაოცა - მსგავსი მხარდაჭერები, ჩემს ფუნქციაში არ შედისო.

სრულიად ვიზიარებთ მოდერნიზაციის გზით სოფლის გასაძლიერებლად საქართველოს  მთავრობისა და პარლამენტის მიერ ბოლო დროს აღებულ კურსს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის - „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ - რეალიზებას და გამოვთქვამთ მზადყოფნას, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ გეგმის წარმატებით განხორციელებაში.

ბატონო გიორგი, ჩვენ გვჯერა თქვენი, მადლიერი ვართ თქვენი საქმიანობით, განსაკუთრებით პანდემია კორონავირუსის ლიკვიდაცისას გამოვლენილი უნარით.   საჩვენოდ არაფერს ვითხოვთ - არც დაფინანსებას, არც რაიმე თანამდებობებს - გვინდა პირადად გაგაცნოთ ჩვენი კავშირის პროგრამა, მოწონების შემთხვევაში კი გთხოვთ, თქვენი პარტიის პროგრამას, მის დასახელებას გამოკვეთილად დაამატოთ - ”საქართველოს აგრარული აღორძინება”. ეს მოგვცემს საშუალებას  ჩვენი კავშირი და ჩვენი პროგრამის მხარდამჭერთა დიდი ჯგუფი არჩევნებში აქტიურად დავუდგეთ გვერდით „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“, პარლამენტში  უმრავლესობით მოსასვლელად და იქ დესტრუქციული პიროვნებების  მოხვედრის შესამცირებლად. ჩვენი გვერდში დგომით თქვენ გაცილებით მეტ მხარდამჭერს შეიძენთ, ვიდრე დაკარგეთ თქვენი უკვე ყოფილი თანაპარტიელების  თქვენგან  წასვლით. 

თქვენი მხარდაჭერა გახდება ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის კომპლექსური აღორძინების, შესაბამისი ინფრასტრუქტურების  განვითარების, აგრარული სისტემური კრიზისის  დაძლევის გარანტი.  რაც მოგვცემს საშუალებას თაობებმა  იცხოვრონ უკეთეს ქვეყანაში.

ბატონო გიორგი,  ვიმედოვნებთ, რომ დროულად მოახერხებთ ჩვენ თხოვნაზე რეაგირებას. ეს წერილი, გთხოვთ, სამინისტროში არ გადააგზავნოთ, ისეთივე არასერიოზულ პასუხს მივიღებთ, როგორიც მივიღეთ  პირველ გზავნილზე.

პატივისცემით  მ უ რ მ ა ნ   ქ უ რ ი ძ ე 

კავშირის თავმჯდომარე,  ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი,  მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი.  

მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, აგრარული კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე;

ქ.თბილისი, იოსებიძის ქ. N 53, ბინა 39.        მობ.599 93 40 40; 

კავშირთან თანამშრომლობენ:

აკადემიკოსები: ნოდარ ჭითანავა, პაატა კოღუაშვილი, თამაზ კუნჭულია, ზურაბ ცქიტიშვილი, ომარ ქეშელაშვილი, ელგუჯა გუგუშვილი, გურამ პაპუნიძე

მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: რამაზ გახოკიძე (სახელმწიფო პრემიების ლაურიატი),  ლია კვარაცხელია,  გივი სულაბერიძე,  მიხეილ ჯიბუტი,  შოთა ჩხეიძე, პაატა გიორგაძე,  ანზორ მესხიშვილი,  ნიკოლოზ სულხანიშვილი, მარიამ ხოსიტაშვილი

ირაკლი გოგავა - საერთაშორისო ექსპერტი სოციალურ საკითხებში  

ნიკოლოზ ჩხეიძე - ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციის თავმჯდომარე  

გივი თალაკვაძე - საქრთველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის თავჯდომარე

გურამ საღარაძე - პენსიონერთა საერთაშორისო ალიანსის“არიერგარდის“ თავჯდომარე 

ანზორ საკანდელიძე - რეფორმატორთა კავშირის თავჯდომარე 

დენიზა სუმბაძე - საქართველოს ეროვნული პრობლემების ანალიტიკური დარბაზის ხელმძღვანელი 

დიმიტრი კოსტაროვი  - ტ/კ "საფერავი"თავჯდომარე  

შოთა მაჭარაშვილი - ჟურნალ "ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქტორი

გოჩა ცოფურაშვილი - სოფლის მეურნეობის აკადემიის ექსპერტი  

ირინე  ფოცხვერაშვილი - საქართველოს ფერმერთა პოფკავშირების პრეზიდენტი

დარიკო თოდრია - სს  საქართველოს ტუნგოს და ეთერზეთების გენერელური დირექტორი 

გიორგი მუხაშავრია - ინჟინერ-გამომგონებელი

ჩაწერა სახელი