რეზონანსი
(07.11.2019)

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები მედიის ყურადღების ცენტრში ძირითადად მაშინ ხვდებიან, როცა გახმაურებულ საქმეებზე აკავებენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ შვილები მამის გზას ნაკლებად ირჩევენ. ბევრი მათგანი წარმატებულია კიდეც.

გვანცა ონიანი

ტარიელ ონიანის ქალიშვილი, გვანცა, რუსული პრესის ყურადღების ცენტრში მუდმივად ხვდება. ჟურნალისტებმა მას „კრიმინალის პრინცესა“ უწოდეს. გვანცა მოსკოვში ცხოვრობს. ხშირად მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. განსაკუთრებით უყვარს ელიტურ კურორტებზე დასვენება, მას ხშირად შეხვდებით მონაკოში, მიკონოს კუნძულსა და სოჭში.

2005 წელს რუსი მაფიოზების წინააღმდეგ, ესპანელმა სამართალდამცავებმა სპეც-ოპერაცია „კრაზანა“ ჩაატარეს.

რუსული მაფიის წინააღმდეგ, სპეცოპერაცია ესპანეთის პარალელურად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდა. ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთსა და იტალიაში 45 ადამიანი დააკავეს.

ოპერაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ონიანი ვიღაცამ გააფრთხილა. ვილაში შევარდნილ სამართალდამცავებს ქართველი ავტორიტეტი ადგილზე აღარ დახვდათ. სამაგიეროდ, აღმოაჩინეს ტარიელ ონიანის ქალიშვილი გვანცა ონიანი, რომელიც მაშინ 12 წლის იყო.

ქეთა თოფურია

მომღერალ ქეთა თოფურიას არასდროს დაუმალავს, რომ მისი მამა, ანდრო თოფურია ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი იყო. ის დღემდე ამაყობს იმით, რომ ანდრო თოფურიას შვილია. თავად ქეთა კი შოუბიზნესში მოღვაწეობს და ერთ-ერთი წარმატებული მომღერალია.

ნინი შუშანაშვილი 

ცნობილი „კანონიერი ქურდის“ ლაშა შუშანაშვილის ქალიშვილია. ნინი შუშანაშვილი წარსულში სიმღერით იყო გატაცებული და ბავშვობაში მღეროდა კიდეც, მაგრამ როცა წამოიზარდა, დიდ სცენაზე ყოფნა აღარ მოუნდა და ის არც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. უფრო მეტიც, არც ინსტაგრამი აქვს და არც „ფეისბუქის“ პირადი გვერდი.

2010 წელს ლაშა შუშანაშვილი სამართალდამცავებს გარიგებით გაექცა, ამბობენ, რომ მან ბერძენ პოლიციელებს ამის სანაცვლოდ 800 000 ევრო გადაუხადა.

გურამ ხეცურიანი

ახალგაზრდა სპორტსმენი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონია. ის კრიმინალური ავტორიტეტის ავთანდილ ხეცურიანის შვილია. ავთანდილ ხეცურიანს კრიმინალურ სამყაროში "ბოქსიორას" სახელით იცნობდნენ. ის 2018 წლის ნოემბერში, იტალიაში დაიღუპა და ქუთაისში დაკრძალეს.

კოკა კობალაძე

კოკა თინეიჯერებში და არა მხოლოდ, დიდი პოპულარობით სარგებლობს. წლებია, უკვე წარმატებული პოეტია და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. მის პოპულარობას ხელს მისი გარეგნობაც უწყობს.

კოკა კობალაძე 2018 წელს ხმაურიანი ინციდენტის მთავარი გმირი გახდა. მამის ალექსანდრე კობალაძის, ზედმეტსახელად „სიუს“, ადგილსამყოფელის გარკვევის მიზნით, პოლიციელები სახლში შეუვარდნენ და სცემეს.

სამართალდამცავების უკანონო ქმედებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ახალგაზრდა პოეტის მამა საფრანგეთში დააკავეს და ახლა სასჯელს იხდის.

primetime.ge

ჩაწერა სახელი