რეზონანსი
(06.11.2019)

ემიგრანტების იმედი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში საინტერესო ისტორიას აქვეყნებს:

"ნამდვილი ამბავია, ტაქსის მძღოლი, რომელიც ერთ სოფელში გამოძახებაზე მივიდა, ის ჰყვებოდა. ერთ სოფელში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, ორი პატარა ბავშვი დარჩა. ქმარმა მალევე მოიყვანა სხვა ქალი,  რადგან უჭირდა შვილების გაზრდა... დედინაცვალმა ერთ დღეს გამოიძახა ტაქსი და მეორე სოფელში გააგზავნა ბავშვები დედის დედასთან… ორ სოფელს შუაზე ჰყოფდა რკინიგზა, სადაც მატარებელს უნდა გამოევლო. იქ ყოველთვის იდგა მეისრე და კეტავდა გზას, გარკვეულ დროით… 

ტაქსს როგორც კი უნდა გადაეკვეთა ეს რკინიგზა, მძღოლს წინ გადაეფარა თმაგაშლილი ქალი. ტაქსი გაჩერდა და გადმოვიდა ქალის გადასაყვანად გზიდან, ამ დროს ხედავს მატარებელმა გაიარა და რომ არა ქალი, ავარია გარდუვალი იყო… მეისრეს დაავიწყდა გზის გადაკეტვა. როდესაც დანიშნულ ადგილზე მიიყვანა ბავშვები, მოხუც ბებოს მიეხმარა ბავშვების შეყვანაში, რადგან პატარას დასძინებოდა… დააწვინა საწოლზე და რას ხედავს, საწოლის თავთან იმ ქალის სურათი ეკიდა გადიდებული, რომელმაც გზა გადაუღობა… ასე იხსნა დედამ შვილები… ტაქსის მძღოლს თმა გაუთეთრდა შიშით", - წერს შოთო სიხარულიძე.

ჩაწერა სახელი