რეზონანსი
(10.09.2019)

 ქართველმა მომღერალმა, თაკო გაჩეჩილაძემ დიდი ხანია თავისი ცხოვრება უცხოელ პროდიუსერსა და კომპოზიტორს, ბორისლავ მილანოვს დაუკავშირა, რომელიც „ევროვიზიაზე“ გაიცნო.

წყვილს გოგონა, გაბრიელაც შეეძინათ.

 თუმცა, მათი ქორწილი გუშინ 8 სექტემბერს საქართველოში შედგა. თაკომ ქორწილში მხოლოდ უახლოესი მეგობრები დაპატიჟა, რომელთა შორის, რასაკვირველია, იყვნენ მისი დიდი ხნის მეგობრები ქართული შოუბიზნესიდან.

 თაკოს და მის მეუღლეს ბედნიერების დღე სიმღერით მიულოცეს სტეფანემ, ქრისტინე იმედაძემ, ნინი ბადურაშვილმა, სალომე ბაკურაძემ და სხვებმა.

ჩაწერა სახელი