გვანცა ღვედაშვილი
(24.10.2016)

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მარნეულის #48-ე საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა გაიმარჯვა, ხოლო ზუგდიდის 66-ე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ სანდრა რულოვსს მოუგო. თუმცა, ამის მიუხედავად, ამ ოლქებში 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა და ყველგან მეორე ტურებია მოსალოდნელი.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩვნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 50 მაჟორიტარულ ოლქში ძირითადად "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს შორის გაიმართება.

რა შედეგებს ელოდებით მეორე ტურში? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): "ვფიქრობ, ოლქების უმრავლესობაში, მაგრამ არა ყველაში, ალბათ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს. ამასთან, შესაძლებელია, მეორე ტურში პროვოკაციების სახით, გარკვეული დაძაბულობაც ვიხილოთ."

 

 

 

 გია ბუღაძე  (ფერმწერი): "კონსტიტუციურ უმრავლესობას ველოდები. ყველაფერი გადაწყვეტილია, არაფორმალური მმართველი რელურად მაგარი მოთამაშეა და ჩანს, რომ ამის დიდი გამოცდილება აქვს. მან დაგეგმა ეს თამაში და, რა თქმა უნდა, მოიგებს კიდეც. ასე რომ, ახლა ხელში მათი საკონსტიტუციო უმრავლესობა და 20 - წლიანი მმართველობა გვიჭირავს."

 

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "მეორე ტურში "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას მიაღწევს. რამდენად იქნება ეს შედეგიანი პარლამენტი, ეს სხვა თემაა, მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, ახლა უკვე აბსოლუტურ უმრავლესობას ნამდვილად მოიპოვებენ."

 

 

 

 ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): "ველოდები, რომ დიდი უმრავლესობით ამ არჩევნებს "ქართული ოცნება" მოიგებს და საკონსტიტუციო უმრავლესობასაც მოიპოვებს."

ჩაწერა სახელი