ნინო ქეთელაური
(18.10.2016)

"ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე დააანონსა. როგორც მმართველ ძალაში აცხადებენ, ახალი მოწვევის პარლამენტისთვის პირველი და მთავარი განსახილველი საკითხები, პრეზიდენტის არჩევის წესი, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა და ქორწინების კონსტიტუციით განსაზღვრა იქნება.

ეს სამი ის საკითხია, რომელზეც ვერც წინა მოწვევის პარლამენტი შეთანხმდა და საზოგადოებაშიც აზრთა სხვაობაა. გარდა ამისა, მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანას ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს მოსაგვარებელი და აღნიშნული საკითხების პრიორიტეტებად დასახელება არასწორია.

დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებები არის თუ არა ქვეყნისთვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადაოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ანა რატიანი  (ჟურნალისტი): "ეს საკითხები უკვე დიდი ხანია მომწიფებულია და ჰაერში იყო გამოკიდებული. ამიტომ, მივესალმები, თუ სამივე გადაწყდება. საქმე იმაშია, რამდენად სწრაფად გაივლიან ამ საკითხებს, რომ შემდეგ ხალხისთვის საჭირბოროტო თემები განიხილონ. თორემ, სავსებით ვეთანხმები, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ვიყოთ.

ასევე, ქორწინებასთან დაკავშირებით, რადგან ამდენი "თუ" აქვს კანონს, განმარტება ჩაიწეროს და დაკონკრეტდეს. რაც შეეხება პარლამენტის თბილისში გადმოტანას, ამასაც მივესალმები.

ეს იყო წინა ხელისუფლების ახირება, მე არამგონია რომ ასეთი შესანიშნავი კულტურის ქალაქისთვის პარლამენტის იქ არსებობა მნიშვნელოვანი იყოს. მის ადგილზე გააკეთონ კულტურული დანიშნულების ცენტრები, ამას რა ჯობია."

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "ოფიციალურად ეს არავის განუცხადებია, მხოლოდ ცალკეული დეპუტატების ნათვამია. მეორეც, ამას სჭირდება მსჯელობა. რა თქმა უნდა, ეს აქტუალური საკითხებია, მაგრამ ეს რომ პირველი უნდა განიხილონ, ამაში ვერ დავეთანხმები.

უამრავი სოციალური საკითხია მოსაგვარებელი და კანონმდებლობა უნდა შეიქმნას ისეთი, რომელიც ხელს შეუწყობს იმ ლოზუნგის რეალიზაციას, რასაც სწრაფი და მდგრადი განვიათღება ჰქვია. საზოგადოებას პირველ რიგში ეს აწუხებს."

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი):  "საინტერესო ის არის, რომ არცერთს არ ვეთანხმები, არც პარლამენტის ქუთაისიდან გამოტანას, არც ქორწინების კონსტიტუციაში ჩაწერას და იმას, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს.

ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ჩვენი მშობლების, ჩვენს დროს არ ეწერა, მაგრამ ყველამ ვიცოდით, რომ ქორწინებაში ქალის და მამაკაცის ერთობა იგულისხმებოდა. ამის ხაზგასმა არ იყო, მაგრამ ქართველებმა აქამდე მოიტანეს ოჯახები.

არ მგონია, რომ ამ გაჭირვების ჟამს ეს მნიშვნელოვანი საკითხი იყოს. დიახ, არ ვეთანხმები, რომ პარლამენტი თბილისში გადმოვიდეს ამ ეტაპზე, რადგან ქუთაისი ისედაც ცუდ დღეშია, არ არის ამოქმედებული და პარლამენტით ქალაქი რაღაცანაირად მოძრაობაშია.

რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევნებს, აი ამ ძალაუფლებით, როდესაც ერთმა პარტიამ გადაიბარა ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მინდა, რომ ხალხმა აირჩიოს პრეზიდენტი. მე ველოდი, რომ "ოცნება" გავიდოდა, მაგრამ იმასაც ველოდი, რომ კიდევ რამდენიმე დასავლური ორიენტაციის პარტია შევიდოდა პარლამენტში. ამის ფონზე, ერთმნიშვნელოვნად ვამბობ, რომ პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს."

 ნანა კაკაბაძე  (უფლებათადამცველი): "პრეზიდენტის არჩევის წესზე მე ვფიქრობ, რომ უნდა დარჩეს ისე, როგორც არის. ის უნდა იყოს საყოველთაო არჩვნებით დადგენილი პრეზიდენტი.

რაც შეეხება პარლამენტის გადმოტანას, დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აბსოლუტურად არაადეკვატური თანხები იხარჯება, ისედაც მწირი ბიუჯეტიდან, რომელიც სოციალური თემატიკისკენ უნდა იყის მიმართული.

ის, რომ პარლამენტი ქუთაისს ააღორძინებს, პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ამიტომ პარლამენტი უნდა დაბრუნდეს დედაქალაქში.

ასევე, ვფიქრობ, რომ კონსტიტუციაში უნდა დაკონკრეტდეს ქორწინებასთან დაკავშირებული საკითხიც, ვინაიდან ამას მოჰყვა სერიოზული ვაჭრობა. ადამიანის უფლებებში ჩაუხედავი ადამიანები ფიქრობენ, რომ თურმე, ამის კონსტიტუციით განსაზღვრა ყოფილა ადამიანის უფლებების შელახვა.

არადა ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა შესახებ, მე-12 მუხლი პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი. თუ საზოგადოებას უნდა, რომ ეს ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რატომ არ უნდა მოხდეს ეს?!

მითუმეტეს, კანონი ამბობს, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა, უბრალოდ კონსტიტუცია ამას არ აკონკრეტებს. ამიტომ, ეს რომ დავის საგანი არ გახდეს, მკაფიო უნდა იყოს ყველაფერი."

ჩაწერა სახელი
M.Z. (18.10.2016)
"თუ გნებავთ რომ ძალით დამონებულ ქვეყანაზე სრულად იბატონოთ,შერეკეთ ამ ქვეყნის მოსახლეობა, ამ ქვეყნის მთავარ ქალაქში და არეგულირეთ ფერიფერიები"!-რომალთა იმფერიიs deda qlaqidan მიღებული ბრძანება ,რომის მიერ ,კოლონიზირებული ქვეყნების რომაeლი ლეგიონერების მმართველთათვის, უთუოდ შeსასრულებელი ინსრუქციებიდან,იმდროინდელი იმფერატორის მიერ.... ბრძანებიდან ამონარიდიdan.qveynis mmarTveli mxolod qveynis mosaxleobis nebit unda irches ,da konstitucia ki noqris dgiuri araa wamdauwum cvlilebebis shesatanad gankutvnili, და ქართველებს gasagonad.... იმდენი თუ არ გვესმის რომ 21 -ე საუკუნეში,საჭიროა,სახელმწი8ფოს სიძლიერისთვის რამოდენიმე ქართული ქaლაქის ფოლიტიკური-ეკონომიური სიძლიერე,ჯამში ქვეყნის გამაძლიერებელი:მოსკოვ-სანქთფეტერსბურგის-ექატერინესბურგის,უაშნტონ-ახალი იორკის-ლოს ანჯელესის-ჩიკაგოს,ფაღი-სტღასბურგის,..... და ამგdagvარად სხვა ქვეყნებშიც,დამოუკიდებელi არა მარიონეტულ ქვეყნებis მაგალითებზე,არც ვართ მაშინ, დამოუკიდებლობის ღირსნი,რა დაგემართათ ქართველებო! რამ "გამოგაფანდურათ"ю თავადის ასულნო ორატიანნო,da sxvanno dauрiqrebelno,ნუთუ სახვა სახელმწიფოთა სამსახურში მყოფთა მიერ "qarTvelta"mier გამოთქმულ აზრთა დაუფიქრებლად გამეორებამ-"gadamgerebam", მათგან დივიდენდების მოლოდინში,ჩარკვიანი რომ ჭკვინი ქართველი "ქართველია" კიდევ ერთხელ ვიმეორება და ვიზიარებ ამომწურაავად ამ qarTvelis gamotqmuli azris identobas chemi mxridan,am saitze dasmul yvela sakixisa taobaze gamotqmulis.da chinelobad an amerikelad nikneimit damesijeba,sulac araa schiro komentis damdebo LI, qartvelebi txaize naklebad nichierebi sulac ar var da arc vyoрilvart!

ლი (18.10.2016)
კაკაბაძისგან გამიკვირდა - პრეზიდენტთან მიმართებაში ნათქვამი, ეს ბესელას შნირი, როგორ მოხდა,რომ განსხვავებული მოსაზრებით წარმოჩინდა.

ლი (18.10.2016)
ეს ხისთავა რატიანი სად გამოიჩეკა???????????????

ლი (18.10.2016)
ქ-ნო თაკო, გარდა იმისა, რომ მეტად მშვენიერი ბრძანდებით, აზროვნებითაც გამოირჩევით! პატივს გცემთ!