გვანცა ღვედაშვილი
(15.10.2016)

საპარლამეტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, "ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე ერთი პარტიის მიერ ასეთი ძალაუფლების მიღება დამღეპველი იქნება და ამომრჩევლებს მოუწოდებს, პოლიტიკური სიმპატია-ანტიპატიის მიუხედავად, სწორედ "ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების საწინააღმდეგოდ გააკეთონ არჩევანი.

"ჩვენ საერთოდ ვამბობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საფრთხე, რადგან როდესაც ერთი პოლიტიკური ძალის ხელში ხდება ძალაუფლების კონცენტრაცია, ეს ყოველთვის არის დემოკრატიისთვის საფრთხე. ჩვენ არავის არაფრისკენ არ მოვუწოდებთ, მოვუწოდებთ უბრალოდ საქართველოს მოქალაქეებს, რომ გაიაზრონ და დაფიქრებით გადაჭრან მათ წინ არსებული ამოცანა", - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ნინო გოგუაძემ.

რამდენად მიზანშეწონილია ქვეყნის განვითარებისათვის ერთი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გიგა ნასარიძე  (ა.ო. "საქართველო არ იყიდება"): "ქართული დემოკრატიის განვითარების ამ ეტაპზე დამღუპველი იქნება, თუ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი, ამ შემთხვევაში, "ქართული ოცნება", რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კვალიფიკაციის მქონე პარტიაა, მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას. ეს იქნება არა მხოლოდ ერთი რომელიმე პარტიისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის დამღუპველი."

 

 ლელა ოჩიაური კინომცოდნე):  "ეს ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ძალიან ცუდი. ეს საქმეს არასდროს წაადგება. ნამდვილად არ არის მსგავსი რამ მოსაწონი, რადგან ძალაუფლების ასეთი კორუმპირებულობა ყოველთვის ხელს უშლის სახელმწიფოს განვითარებას."

 

 

 

 მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): "რა თქმა უნდა, ასეთი რამ ცალსახად მიუღებელი. ერთი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება არადემოკრატიულია და ქვეყნის იმიჯს ვერანაირად ვერ წააადგება."

 

 

 

 

 თედო დონდუა  (ისტორიკოსი): "ყველა ნორმაურ ქვეყანაში პარტიული დისციპლინა ისეთ დაბალ დონეზეა, რომ გამარჯვებული პარტია, მას შემდეგ რაც შეავსებს პარლამენტს და აღმასრულებელი ხელისუფლების რიგებს, პრაქტიკულად ურთერთობა აქვთ გაწყვეტილი გარეთ არსებულ საკუთარ ყოფილ თანამოაზრე პარტიებთან და არიან ხალხის სამსახურში ჩამდგარნი. მე მესახება, რომ ეს ასე იქნება.

"ამიტომ ჩემთვის მთავარი საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არ არის, არამედ ის, რომ ჩვენი პარლამენტი უმრავლესობით წყვეტს რაღაც კარდინალურ ცვლილებებს. ბევრ ქვეყანაში ასეა და ეს დისკუსია მე საერთოდ არ მესმის."

ჩაწერა სახელი