რეზონანსი
(03.07.2020)

ჟურნალისტის ბექა პატურაშვილის 1 წლის შვილი, ალექსი პატურაშვილი, რომელიც სიმსივნის უიშვიათეს ფორმას ებრძოდა, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.  ალექსის დედა, ნატალი გვედაშვილი-კორნევა, “ფეიბუქზე”, ემოციურ მიმართვას აქვეყნებს:

“დღეს ალექსი 1,5 წლის გახდა…. მიყვარხარ ბასუნაა. შენი კანი მენატრება, შენი თმა და სუნი მენატრება, თითები..( მაგრამ შენს ტანსაცმელს ვეფერები) რაც რეანიმაციაში იწექი ეს 1 კვირა, ყოველ დღე მოვდიოდი და გეფერებოდი, ყურში გელაპარაკებოდი, შენს ნატანჯ სხეულის ყველა უჯრედს ვეფერებოდი, ჩემთვის ყოველი რეანიმაციაში ასვლა ჯოჯოხეთში შესვლას უდრიდა. სიმსივნე ჩემს ბავშვს აწამებდა და ნელ ნელა ახრჩობდა. ეს სურათი მეხსიერებიდან და თვალებიდან აღარ გამოვა, ამის დანახვა არ შეიძლება, ფსიქიკა შეგერყევა ადამიანს, ცოფიანებივით ჩამოვდიოდით რეანიმაციიდან. ამ სიმსივნეს ვემუქრებოდი, გაანებე თავითქო ალექსის, ნუ იზრდები, ფილტვებს ნუ უკეტავ, მის გულს არ შეეხოთქო, არ გაბედოოო!!! მაგრამ მაინც არ შეაჩერა ზრდა და საათობრივად მრავლდებოდა. 

ალექს, გვაპატიე, მაპატიე რომ ვერ წაგიყვანე სახლში ჯანმრთელი როგორც გპირდებოდი. მაპატიე, რომ გატკინეს და ვერ დაგიცავი. თითქოს მაყურებინეს ბავშვზე ძალადობას, თითქოს წამებისთვის გავაჩინე, არადა შენი ერთი ცრემლის დანახვაც არ შემეძლო… შენი ტირილი ეხლაც ჩამესმის და უკიდეგანოდ მტკივაა!!! როგორი შემართებით ვიყავით, როგორ გვჯეროდა რომ გავიმარჯვებდით. არ მჯერა და ვერც დავიჯერებ ამ კატასტროფა სცენარს, ასე მგონია დადგმაა რაღაც ან დამცინიან, ან სიზმარში ვარ და ვერაფრით ვეღარ გავიღვიძე ამ კოშმარიდან”, – წერს ნატალი.

ჩაწერა სახელი