რეზონანსი
(02.07.2020)

მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნის დი­რექ­ტო­რი თა­მარ ივე­რის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც მომ­ღე­რა­ლი კა­ნი­ონ­ში არ­სე­ბულ ფა­სებს აკ­რი­ტი­კებს:

"გან­ვლი­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებს მი­ლი­ონ­ზე მეტი ვი­ზი­ტო­რი ყავ­და. მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­აა, რო­მელ­საც მხო­ლოდ 2019 წელს 189 894 ვი­ზი­ტო­რი ეწ­ვია, გახ­სნის დღი­დან დღემ­დე კი 800 000 - მდე ვი­ზი­ტორს უმას­პინ­ძლა.

მარ­ტვი­ლის კა­ნი­ონ­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბა 6 წლამ­დე ბავ­შვე­ბის­თვის უფა­სოა, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე და რე­ზი­დენტ პი­რებ­ზე ვრცელ­დე­ბა ფას­დაკ­ლე­ბა. შე­გიძ­ლი­ათ დე­ტა­ლუ­რად გა­ეც­ნოთ ფა­სებს: ბი­ლე­თი 6 წლამ­დე ბავ­შვე­ბის­თვის უფა­სო; ბი­ლე­თი არას­რულ­წლოვ­ნე­ბის­თვის (6 წლი­დან 18 წლამ­დე) -5.5 ლარი; ბი­ლე­თი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის და რე­ზი­დენ­ტი პი­რე­ბის­თვის, გარ­და არას­რულ­წლოვ­ნე­ბი­სა -10.35 ლარი;სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, გარ­და არას­წრულ­წლოვ­ნე­ბი­სა - 17.25 ლარი; მოს­წავ­ლე­თა და სტუ­დენ­ტთა ჯგუ­ფის ვი­ზი­ტის დროს, ერთი სკო­ლის, კო­ლე­ჯის ან სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პე­და­გო­გი უფა­სო; ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გი­დე­ბი უფა­სო;

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნის სიგ­რძე 2,4 კმ-ია და აქე­დან, ტე­რი­ტო­რია, რო­მელ­ზეც ფა­სი­ა­ნი სერ­ვი­სე­ბი ვრცელ­დე­ბა, მხო­ლოდ 700 მეტ­რია. და­ნარ­ჩე­ნი ტე­რი­ტო­რია შე­გიძ­ლი­ათ უფა­სოდ და­ათ­ვა­ლი­ე­როთ. მარ­ტვლის კა­ნი­ო­ნის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას სჭირ­დე­ბა ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი, რომ­ლის მი­ღე­ბის წყა­როს ეკო­ტუ­რის­ტუ­ლი სერ­ვი­სე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი წარ­მო­ად­გენს. შე­მო­სავ­ლე­ბი ხმარ­დე­ბა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბას, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბას და გან­ვი­თა­რე­ბის ხარ­ჯებს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ დღე­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში 87 და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­აა და აუ­ცი­ლე­ბე­ლია თი­თო­ე­უ­ლის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა.ნა­ვე­ბით გა­სე­ირ­ნე­ბის სერ­ვისს რაც შე­ე­ხე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად მოხ­და, რომ ეს სერ­ვი­სი გა­და­ე­ცათ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ამ საქ­მი­ა­ნო­ბით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი, კერ­ძოდ მარ­ტვი­ლის, სო­ფელ ლე­ბა­ჩეს მო­სახ­ლე­ო­ბის 70 ოჯახს" - წერს ზაზა გა­გუა.

ცნო­ბის­თვის, დღეს ოპე­რის მომ­ღე­რალ­მა თა­მარ ივერ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნის მო­ნა­ხუ­ლე­ბი­სას მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი აღ­წე­რა და ად­გი­ლობ­რი­ვი ტუ­რიზ­მის პრობ­ლე­მებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

ჩაწერა სახელი