რეზონანსი
(15.04.2025)

თბი­ლის­ში, გუ­შინ და­კარ­გუ­ლი მო­ზარ­დე­ბი ბარ­ბა­რე ლა­ფა­ჩი და თეკ­ლა ხო­მა­სუ­რი­ძე იპო­ვეს. გო­გო­ნე­ბი პო­ლი­ცი­ამ გლ­დან­ში იპო­ვა, თუმცა თავდაპირველად დაკარგული მოზარდების პოვნის შესახებ ინფორმაცია სოციალურ

ქსელში მოქალაქე თეო ბარბაქაძემ გაავრცელა.

„ჩემთან ერთად არიან დაკარგული ბავშვები და დამიკავშირდეს მშობლები“, - დაწერა მან. 

გო­გო­ნებს გუ­შინ­დე­ლი დღი­დან ეძებ­დნენ. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბარ­ბა­რე ლა­ფა­ჩი და თეკ­ლა ხო­მა­სუ­რი­ძე, გუ­შინ, ღო­ნის­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სკო­ლი­დან ერ­თად გა­ვიდ­ნე და სახ­ლში არ­ც ერ­თი არ მი­სუ­ლა.

სად იპოვა თეო ბარბაქაძემ მოზარდები, ჯერაც გაურკვეველია, თუმცა მან მოგვიანებით კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა: 

„ხალხო, შემთხვევით ვნახე ბავშვები. მშობელს ვუკავშირდებოდი მესენჯერზე და რომ ვერ დავუკავშირდი, ერთადერთი რაც მომაფიქრდა, დაპოსტვა იყო. ვნერვიულობდი, თან მეშინოდა ბავშვები არ გაქცეულიყვნენ. სულ ეს იყო, მადლობა ღნერთს რომ კარგად არიან“, - დაწერა თეო ბარბაქაძემ.

კომენტარებში კი მისი ახლობლები წერენ, რომ ბავშვები მეტროში შემთხვევით იპოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე