რეზონანსი
(14.04.2025)

„აღმოჩნდა, რომ სასწრაფოდ საოპერაციო ვარ, დიაგნოზი - კიბო... თუმცა მე დავამარცხე, დიდმა სიყვარულმა

დამამარცხებინა...“ - ამის შესახებ მსახიობი ია ნინიძე გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა.

მისი თქმით ღმერთის სიყვარულმა ყველაფერი შეაძლებინა. მან ასევე მის ყოფილ მეუღლეზე ისაუბრა და მისი ცხოვრების რთული მომენტები გაიხსენა.

„ლადო განსაკუთრებული სიყვარულით მიყვარდა და იმასაც ძალიან ვუყვარდი ბავშვობიდან, 13 წლის იყო ის და მე 15 წლის. მასთან არაფრის არ მეშინოდა. ვაჟკაცი ქართველი იყო ყველაფერში. ერთი ოჯახი ვიყავით და ერთ დღესაც სრულიად მარტო დავრჩი“, - განაცხადა ია ნინიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე