რეზონანსი
(11.02.2025)
ბათუმში დაკარგული 14 წლის ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი, საკუთარ შვილს მიმართა და დაპირდება, რომ აუცილებლად მასთან იცხოვრებს.
"მაგრად ჩავეხუტები, როცა მას სურვილი ექნება მაშინ მოვისმენ მისგან, ზედმეტ კითხვას არ დავუსვამ. მამასთანაც კარგად იყო, მაგრამ ჩემთან მეტი სულიერი სიახლოვე ჰქონდა.
თბილისში ვიყავი, უფროს შვილთან, სტუდენტია. ალექსანდრე ძმასთან ერთად დარჩა ბათუმში. ამაში შევცდი, მეც ადამიანი ვარ და ფაქტია, გამომრჩა. ეს მესიჯი მინდა მივიდეს მასთან - დე, შენ აუცილებლად ჩემთან იცხოვრე", - ამბობს ალექსანდრეს დედა.
ალექსანდრე მიქელაძე 16 იანვარს გაუჩინარდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე