რეზონანსი
(10.02.2025)

ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გუშინ დილით გარდაიცვალა ვლადიმერ (ვაკო) ნადარეიშვილი. იგი გახლდათ აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის თამაზ ნადარეიშვილის ვაჟი.

როგორც ახლობლებეი სოციალურ ქსელში წერენ, ახალგაზრდა კაცი თვეზე მეტია უგონო მდგომარეობაში რეანიმაციაში იწვა და პროგნოზები ძალიან ცუდი იყო, თუმცა მათ გულის სიღრმეში მაინც იმედი ჰქონდათ სასწაულის. საუმწუხაროდ, ვაკო ნადარეიშვილი კლინიკაშივე გარდაიცვალა.

სამძიმრის წერილი გაავრცელა აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლმა.

"ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამ აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის თა­მაზ ნა­და­რე­იშ­ვი­ლის შვი­ლის ვლა­დი­მერ ნა­და­რე­იშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო, რო­მე­ლიც ბოლო რამ­დე­ნი­მე თვეა, აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბა­ში ჩემი მრჩევ­ლის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­და.

აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით ვუ­სამ­ძიმ­რებ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს, ახ­ლობ­ლებს და კო­ლე­გებს ამ დიდ და­ნა­კარგს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში.

44 წლის ვლადიმერ ნადარეიშვილის და, ანი ნადარეიშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე