საბერძნეთში ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს:
„ემიგრანტი გარდაიცვალა საბერძნეთში ათენში ლელა დანგაძე. უფალმა ნათელი არ მოაკლოს მის სულს... საღსალამათი, სიცოცხლით სავსე. დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახს ამ უდიდეს ტკივილს.
ლელა, თბილო, კეთილო, უბოროტო, როგორ გვატკინე გული. როგორ დაასრულე ეს ცხოვრება უცხო მიწაზე, რამდენი ტკივილი, მონატრება, ჯავრი წაიყოლე.
ღმერთო მიეცი ძალა მის ოჯახს ამ ტკივილის ასატანად, სასუფეველში იყავი, რომ არა უფალი, ამდენ მწუხარებას ჩვენ ვერ გავუძლებდით.
ულმობელმა სიკვდილმა ერთმანეთს ფიზიკურად დაგვაშორა, მაგრამ შენ არ იფიქრო, სიკვდილი შეძლებს შენდამი სიყვარულის განელებას. შენ მაინც ჩვენთან ხარ და ჩვენს გულებში აგრძელებ სიცოცხლეს. ჩვენთვის მარად უკვდავი ხარ, შენი სიკეთეებით და მოგონებებით“ - დაწერა შოთო სიხხარულიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე