რეზონანსი
(04.12.2024)

49 წლის ნინო ხო­ჭო­ლა­ვა, რომელიც შვი­ლი სასტიკად მოკლად, დაკრძალეს. უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი რამ­დე­ნი­მე დღის წინ თბი­ლის­ში, სა­ბურ­თა­ლო­ზე მოხ­და. შვილ­მა დე­დას და­ნით 40-ზე მეტი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, ამის შემ­დეგ ვი­დეომი­მარ­თვა ჩა­წე­რა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­ავ­რცე­ლა და თვი­თო­ნაც სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია რა ვერ­სი­ებ­ზე მუ­შა­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. არც მოკ­ლუ­ლი ქა­ლის მე­გობ­რე­ბი სა­უბ­რო­ბენ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზებ­ზე. ისი­ნი პი­რად სა­უბ­რებ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ნინო თა­ვის პრობ­ლე­მებს გულ­ში იკ­ლავ­და და ამა­ზე მათ­თან არ სა­უბ­რობ­და, თუმ­ცა წყა­რო გვე­უბ­ნე­ბა, რომ ახალ­გაზ­რდა ბიჭს სე­რი­ო­ზუ­ლი ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა ჰქონ­და.

"მას ჰქონ­და ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი. ემუქ­რე­ბო­და ყვე­ლას. რო­გორც ვიცი იმ ბი­ჭ­საც, ვინც უყ­ვარ­და და ვის­ზეც სა­უბ­რობს იმ ვი­დე­ო­ში. ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა ნარ­კო­ტი­კებ­მა. ძი­რი­თა­დად კლუ­ბებ­ში და­დი­ო­და, კლუ­ბურ­მა ნარ­კო­ტი­კებ­მა ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა გა­ნუ­ვი­თა­რა. იწვა კლი­ნი­კა­შიც, მაგ­რამ მკურ­ნა­ლო­ბა არ მი­იყ­ვა­ნა ბო­ლომ­დე. ვი­დე­ო­ში რომ ასა­ხე­ლებს ბიჭს, რომ ის უყ­ვარ­და. იმ ბი­ჭ­საც ემუქ­რე­ბო­და ბო­ლოს, დას­დევ­და. მან თურ­მე ამის გამო უჩივ­ლა პო­ლი­ცი­ა­ში. აწი­ო­კე­ბუ­ლი ჰყავ­და სხვე­ბიც, ეში­ნო­დათ მისი.

დე­და­მი­სი ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, რომ შვილს დახ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ არ და­უ­ჯე­რა და არ იმ­კურ­ნა­ლა. ბოლო დროს მო­ლან­დე­ბე­ბი ჰქონ­და, ცალ­კე ცხოვ­რობ­და ნა­ქი­რა­ვებ­ში. წარ­მო­სახ­ვე­ბი ჰქონ­და, რა­ღა­ცებს იგო­ნებ­და, ელან­დე­ბო­და და თვი­თონ თხზავ­და. პო­ლი­ცი­ა­ში შე­სუ­ლი იყო მის მუ­ქა­რა­ზე სხვე­ბის სა­ჩივ­რე­ბიც, რო­გორც ვიცი. დედა ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და რომ რო­გორ­მე გა­მო­ეყ­ვა­ნა ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, მაგ­რამ ვერ შეძ­ლო. 

დე­დის სა­დის­ტუ­რი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ჩა­უ­წე­რია ვი­დეო, მერე წა­სუ­ლა ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში და იქი­დან გად­მოხ­ტა, ასე და­ას­რუ­ლა სი­ცო­ცხლე. ბოლო ერთი წელი იქ­ნე­ბა რაც გა­უმწვავ­და ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა" - უთხრა "კვირის პალიტრას" ბიჭის მე­გო­ბა­რმა.

კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე