უმძიმეს ავარიაში მოყოლილი ნიაკოს და თათულის დედამ სოფიო ხარშილაძემ რამდენიმე საათის წინ ემოციური მიმართვა გამოაქვეყნა. მან იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი ლევან ტარუაშვილის შესახებ დაწერა:
"ნიაკოს პირადი ღმერთი. მადლობა სასწაულისთვის ჩემი გოგოს მეორედ დაბადებისთვის".
უფრო ადრე კი ასეთი შინაარსის ტექსტი გააზიარა:
"სასწაული მაშინ ხდება, როცა ადამიანი ყველაფერს გაიღებს ოცნებისათვის, რომლის ასრულებისაც არავის სჯეროდა".
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ქართველი ექიმების დამსახურებით მძიმედ დაშავებული გოგონების მდგომარეობა გაუმჯობესდა, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და უფრო მეტიც, ნიაკო და თათული უკვე გონზე მოვიდნენ. სასიხარულო ამბავი სოციალურ ქსელში რეჟისორმა სანდრო ელოშვილმა გამოაქვეყნა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე