რეზონანსი
(10.10.2024)

ქარ­თველ­მა "სტრონ­გმენ­მა" ავ­თან­დილ ყარ­მა­ზა­ნაშ­ვილ­მა ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გერ­მა­ნი­ა­სა და ფი­ნეთ­ში გა­მარ­თულ მსოფ­ლიო და ევ­რო­პის ფიტ­ნეს ფეს­ტი­ვალ­ზე მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

კერ­ძოდ, 28 სექ­ტემ­ბერს, გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ფულ­და­ში "სტრონ­გმე­ნის" ძვე­ლი წე­სე­ბით მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ში მოყ­ვა­რუ­ლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მძი­მე­წო­ნო­სან­მა (120+კგ) ავ­თან­დილ ყარ­მა­ზა­ნაშ­ვილ­მა, აბ­სო­ლუ­ტუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბით მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტულ­თან ერ­თად, ორი მსოფ­ლიო რე­კორ­დის დამ­ყა­რე­ბა მო­ა­ხერ­ხა. მა­შინ ჩემ­პი­ო­ნა­ტის შემ­დეგ ყარ­მა­ზა­ნაშ­ვილს აე­რო­პორ­ტში "სტრონ­გმე­ნის" ფე­დე­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დახ­ვდნენ. ფე­დე­რა­ცი­ა­ში ამ­ბო­ბენ, რომ ყარ­მა­ზა­ნაშ­ვი­ლი ფე­დე­რა­ცი­ი­დან სტი­პენ­დი­ა­საც ღე­ბუ­ლობს.

ხოლო 5 ოქ­ტომ­ბერს კი ფი­ნეთ­ში ყარ­მა­ზა­ნაშ­ვილ­მა, ევ­რო­პის ფეს­ტი­ვალ­ზე "მას­რეს­ლინ­გში" (ძა­ლის­მი­ე­რი ფიტ­ნე­სი), ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნა და რო­გორც თა­ვი­სი წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ის, ასე­ვე აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და და 2 ოქ­როს მე­დალს და­ე­უფ­ლა.

მსოფ­ლიო და ევ­რო­პის ფეს­ტი­ვალ­ზე მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ ყარ­მა­ზა­ნაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გუ­შინ დაბ­რუნ­და. აე­რო­პორ­ტში მას მხო­ლოდ ძმა დახ­ვდა.

"ეს მთა კაცი ავ­თან­დილ ყარ­მა­ზა­ნაშ­ვი­ლია. გუ­შინ დაბ­რუნ­და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­კუ­თა­რი ძმა დახ­ვდა მხო­ლოდ აე­რო­პორ­ტში... დღეს და ხვალ კი ისევ სამ­სა­ხურ­ში იქ­ნე­ბა, რო­გორც აქამ­დე. მერე კი­დევ მო­ი­გებს, ისევ ასა­ხე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს, ისევ ას­წევს დრო­შას ყვე­ლა­ზე მაღ­ლა. ჩვენ კი­დევ ზარ-ზე­ი­მით მხო­ლოდ "პო­პუ­ლა­რულ" სპორ­ტსმე­ნებს შე­ვე­გე­ბოთ აე­რო­პორ­ტში.... ასე­თი სპორ­ტსმე­ნე­ბი კი ისევ წყნა­რად გა­აგ­რძე­ლე­ბენ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას" - წერს გვერ­დი Irakli Arabulis Blog სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს.

26 წლის სპორ­ტსმენ­მა მცი­რე დრო­ში უკვე დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. 4 წლის წინ, როცა ქვე­ყა­ნა კო­რო­ნა­ვირუსს ებ­რძო­და, სო­ფელ ცი­ხის­ძირ­ში მო­წყო­ბილ სა­ვარ­ჯი­შო სივ­რცე­ში ყარ­მა­ზა­ნაშ­ვილ­მა სხე­უ­ლის გა­სა­ჯან­სა­ღებ­ლად ვარ­ჯი­ში და­ი­წყო. მა­შინ ვერც წარ­მო­იდ­გენ­და, რომ დრო­ის გა­საყ­ვა­ნად და­წყე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა მალე პრო­ფე­სი­ად იქ­ცე­ო­და. ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმენ­მა მცი­რე დრო­ში არა­ერთ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. ევ­რო­პის გუნ­დუ­რი რე­კორ­დის თა­ნა­მო­ნა­წი­ლეა, სხვა­დას­ხვა შე­ჯიბრში 6 პირ­ვე­ლი ად­გი­ლი აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

"ვარ სა­ქარ­თვე­ლოს და ევ­რო­პის პრი­ზი­ო­რი, მსოფ­ლიო რე­კორ­დის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე და მაქვს ევ­რო­პის რე­კორ­დი მოხ­სნი­ლი. ჩემი მი­ზა­ნია სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში გა­მარ­თულ შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე ჩემი ქვეყ­ნის დრო­შა ავ­წიო" - ამ­ბობს ის.

ავ­თან­დი­ლი დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობს. ამ­ბობს, რომ მისი პრო­ფე­სია ბევრ შრო­მას­თან ერ­თად ფი­ნან­სებ­საც მო­ი­თხოვს.

"მი­წევს 24 სა­ა­თი­ან დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბა, ღა­მის სა­ა­თებ­ში ძი­ლის გა­ტეხ­ვა. არ მყავს სპონ­სო­რი, ჩემი ხელ­ფა­სის უმე­ტე­სო­ბა მი­დის ვი­ტა­მი­ნე­ბის შე­ძე­ნა­ში, რათა ჩემი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი გან­ვა­ვი­თა­რო" - აცხა­დებს ქარ­თვე­ლი "სტრონ­გმე­ნი".

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე