ქუთაისში ჯავახიშვილის ქ. პირველ შესახვევში N24 საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო.
ოჯახს, რომელმაც საცხოვრებელი სახლი დაკარგა საზოგადოების დახმარება სჭირება.
„ჩვენი თანადგომა და დახმარება ესაჭირეობა სამშვილიან ოჯახს. ხანძრის შედეგად სრულად განადგურდა სახლი. ოჯახი სამ მცირეწლოვანთან ერთად ქუჩაში დარჩა. მათგან ორ წევრს აქვს სხეულის უმძიმესი დამწვრობა, ისინი ამ დრომდე რჩებიან საავადმყოფოში.
გთხოვთ, ყველას თუ რამით შეგიძლიათ რომ დავეხმაროთ.
მადლობა ყველას წინასწარ !" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ანგარიშის ნომერი:
მიმღები: შოთა ძნელაძე
GE06TB7867745064300003
გავრცელებული ინფორმაციით ხანძარი ელექტროობიდან გაჩნდა. სახლში ნათურა გასკდა და გასაჭიმ ჭერს ცეცხლი მოეკიდა. ორი პირი რომელთაც მძიმე დამწვრობა მიიღეს თბილისში არიან გადაყვანილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე