რეზონანსი
(31.08.2024)

23 წლის თემო ხადურს ოჯახი 4 დღის განმავლობაში ეძებდა და ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი არასრულწლოვანმა სოფელ სიმონეთში, ხელოვნურ ტბაში შემთხვევით იპოვა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი თანატოლებთან ერთად საბანაოდ იყო წასული, წყლის ფსკერზე არსებულ ლამში ჩაეფლო და გამოსვლა ვეღარ შეძლო. 

ახლა კი ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი "მეგა ტვ"-სთან საუბრისას სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, 23 წლის ბიჭი სასტიკადაა  ნაცემი:

„სასტიკადაა ნაცემი, ცხედარი დაშლილი იყო უკვე, სამი დღის მკვდარი ვიპოვეთ, ვიღაც გამვლელმა ნახა ისიც შემთხვევით. საკუთარმა მამამაც ვერ ამოიცნო ისეთ დღეში იყო, მხოლოდ ჯვრით მოხდა მისი ამოცნობა, პირადი ნივთები,  მობილური დაკარგულია, „აიქლაუდი“ ჩვენ გავტეხეთ და ყველაფერი წაშლილი დაგვხვდა“, - განაცხადა მან.

ოჯახის ახლობლის თქმით, პოლიცია ერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობას განიხილავს, თუმცა ოჯახი ამ ვერსიას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ისინი დამოუკიდებელი  ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ, რათა  ზუსტად დადგინდეს გარდაცვალების მიზეზი  და მოხდეს დამნაშავეთა დროული დაკავება  და დასჯა.

წყარო: მეგა ტვ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე