რეზონანსი
(30.08.2024)

ქუთაისში ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. 23 წლის ბიჭს ოჯახი 4 დღის განმავლობაში ეძებდა.

დაკარგულის ცხედარი სოფელ სიმონეთში შემთხვევით არასრულწლოვანმა იპოვა.

არსებული ინფორმაციით, თემო ხადური ტბაზე თანატოლებთან ერთად საბანაოდ ოთხი დღის წინ იმყოფებოდა. ახლობლების თქმით, ახალგაზრდა წყლის ფსკერზე არსებულ ლამში ჩაეფლო და გამოსვლა ვეღარ შეძლო. მას წყალში ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

„თემო რატო ძმაო. ეს რა ქენი, რატო დაგვტოვე  ჩემო ტკბილო მეგობარო.  შეხვედრამედე. 

კიდევ ვერ ვიჯერებ თემო. ჩემო წმინდა სულის ადამიანო როგორ გიყვარდი, სულ მაქებდი. ამ სიყვარულით დაგიმკვიდროს ნათელი ღმერთმა", - წერენ სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე