რეზონანსი
(31.07.2024)
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ჯიმი ტაბიძე საკლუბო კარიერას რუსეთის მახაჩყალის „დინამოში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მახაჩყალის კლუბი ავრცელებს და ჯიმი ტაბიძის სურათს აქვეყნებს, წარწერით “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დაღესტანში”.
ტაბიძის რუსეთის დინამოში გადასვლას საზოგადოების ნაწილის კრიტიტა მოჰყვა:
“არადა ერთი თვის წინ ღირსების ორდენით დააჯილდოეს,”
“ხალხი გარბის რუსეთიდან და ეს უკან დაბრუნდა.”
“ღირსების ორდენით პირდაპირ ღრუსეთში.”
“საზონოვის არ წაყვანა და ამის წაყვანა დიდი დანაშაული იყო. იმედია, სანამ რუსეთში ითამაშებს ამას ნაკრებში არავინ გამოუძახებს!”
“ასეთი ქართველი არ უნდა არსებობდეს” - წერენ სოციალურ ქსელში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე