რეზონანსი
(31.07.2024)

რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში, 23 წლის ქსენია ვოდიანიცკაიას და მის მეუღლეს კირილს ქორწილიდან დაბრუნებისთანავე ტრაგედია შეემთხვათ. ქსენია მრავალსართულიანი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოვარდა, სადაც ცოლ-ქმარი ცხოვრებას აპირებდა და გარდაიცვალა. მისი ქმარი კირილი პოლიციამ დაკითხა და განაცხადა, რომ მეუღლის სიკვდილთან არანაირი კავშირი არ აქვს. ინციდენტი ამ დროისთვის უბედური შემთხვევის მუხლით განიხილება, თუმცა გამოძიება გრძელდება. ქსენიამ ახლახან დაამთავრა პეტერბურგის სახელმწიფო ვეტერინარული სამედიცინო უნივერსიტეტი.

მან ქორწილის ფოტოების გაზიარება სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე